x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ვარსკვლავური წყვილები, რომლებმაც ფილმებში შეყვარებულები ითამაშეს

ბევრი მსახიობი, რომელსაც პირადი ურთიერთობა აქს კოლეგასთან, მასთან ერთად, ფილმში გადაღებას თავს არიდებს, რომ არ მოხდეს მათი გადაკვეთა გადასაღებ მოედანზე და პირად ცხოვრებაში. მაგრამ, არიან წყვილები, რომლებსაც ეს არ აშინებთ. ისინი ერთად, ეკრანზე, დიდი სიამოვნებით ჩნდებიან და შეყვარებულების როლებსაც კი თამაშობენ – მათთვის ადვილია როლში შესვლა და საკუთარი გრძნობების სააშკარავოზე გამოტანა... და აქ, სწორედ ამ წყვილებს წარმოგიდგენთ:


მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი


image


კინოს სამყაროში, იმ დროს, ყველაზე ცნობილი წყვილი ერთმანეთს «გარდაუვალობაში» (Irréversible, 2002 წ.) შესრულებული როლის შემდეგ დაშორდა. ფილმის სიუჟეტში მოთხრობილია ძალადობის მსხვერპლ გოგონაზე და მის შეყვარებულზე, რომელმაც შურისძიება გადაწყვიტა. გადაღების პროცესი მორალურად მძიმე აღმოჩნდა როგორც ბელუჩის, ისე კასელისთვის...

წყვილამ დაშორების მიზეზი არ გაახმოვანა. ქორწინებაში მათ ორი შვილი შეეძინათ და მსახიობებმა ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება შეძლეს.


ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი


image


უკვე ქორწინებაში მყოფმა წყვილმა, ცოლ-ქმრის როლი შეასრულა ფილმში – «ზღვის პირას» (By the Sea, 2015 წ.), რომელშიც მოთხრობილია მეუღლეებზე, რომლებსაც პრობლემები აქვთ ურთიერთობებში. ფილმის რეჟისორი თავად ჯოლი იყო და ბევრი თვლის, რომ ის წინასწარმეტყველური იყო. მათ ურთიერთობა, რეალურ ცხოვრებაში, სწორედ ამის შემდეგ გაუფუჭდათ და ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ანჯელინა და ბრედი დღემდე მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ და 3 ბიოლოგიურ და 3 აყვანილ შვილს ერთად ზრდიან.



რიზ უიზერსპუნი და რაიან ფილიპი


image


ფილმი «ულმობელი განზრახვები» (Cruel Intentions, 1999 წ.), თავის დროზე, ძალიან პოპულარული იყო ახალგაზრდებს შორის და მას აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს. ფილმში მოთხრობილია განებივრებული, თავხედი ბიჭის, მოკრძალებულ გოგონასთან ურთიერთობის შესახებ, რომელიც შეყვარებულს უკეთესობისკენ შეცვლის.

როლზე, თავდაპირველად, ფილიპი დაამტკიცეს, ხოლო მან, პარტნიორის როლზე, რეჟისორს საკუთარი საცოლის, რიზ უიზერსპუნის კანდიდატურა შესთავაზა. დუეტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და წყვილი მაყურებელმა შეიყვარა. იმავე წელს რიზი და ფილიპი დაქორწინდნენ და 2 შვილი შეეძინათ. წყვილი ერთმანეთს 2008 წელს დაშორდა.


ტომ კრუზი და ნიკოლ კიდმანი


image


ფილმი «ფართოდ დახუჭული თვალებით» (Eyes Wide Shut, 1999 წ.), მსახიობების კარიერაში, ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრად ითვლება. მათ სხვა ერთობლივი ფილმებიც აქვთ, მაგრამ ეს ბოლო იყო, რომელშიც ტომი და ნიკოლი ერთად გამოჩდნენ. ფილმში მოთხრობილია წყვილზე, რომელმაც ურთიერთობაში არსებული კრიზისი გადალახა. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში გაჩენილი კრიზისის გადალახვა მსახიობებმა ვერ შეძლეს...

ნიკოლმა საკუთარი განქორწინების შესახებ ჟურნალისტისგან შეიტყო, რადგან კრუზმა მასთან პირადად დალაპარაკება საჭიროდ არ ჩათვალა. დღეს ნიკოლ კიდმანი ბედნიერია თავის ახალ ქორწინებაში. ხოლო, ტომ კრუზის მეორე ქორწინებაც გაყრით დასრულდა.


ხავიერ ბარდემი და პენელოპა კრუსი


image


მეუღლეებს რამდენიმე ერთობლივი ფილმი აქვთ, სადაც წყვილის როლი შეასრულეს. მათ შორის, ერთ-ერთი – «გიყვარდეს პაბლო» (Loving Pablo, 2017 წ) არის, რომელიც ბიოგრაფიული ფილმია, ცნობილი ნარკობარონის პაბლო ესკობარის შესახებ. ფილმში, სხვა ფაქტებთან ერთად, მოთხრობილია პაბლოს ურთიერთობაზე ჟურნალისტთან, რომლის როლი პენელოპა კრუსმა შეასრულა.

ხავიერ ბარდემი და პენელოპა კრუსი ერთმანეთს «ვიკი, კრისტინა, ბარსელონა» (Vicky Cristina Barcelona, 2008) ფილმის გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ და 2 წლის შემდეგ, დაქორწინდნენ. შეეძინათ 2 შვილი და მათ ჰოლივუდში ყველაზე სტაბილურ ოჯახად მიიჩნევენ.


ეს ისტორიები ცხადყოფს, რომ ფილმში ერთობლივი თამაში, წყვილისთვის, განსხვავებულად სრულდება. ზოგ შემთხვევაში, ურთიერთობა უფრო მტკიცე ხდება, სხვებისთვის კი – გადაულახავ დაბრკოლებად იქცევა ხოლმე.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. «საშობაო ზღაპარი» – ლეგენდა სურვილების ასრულებაზე და თითოეული ჩვენგანის დანიშნულებაზე

2. ყველაზე ძველი ჰოროსკოპი მსოფლიოში

3. ფიზიკური სიკვდილით, ადამიანის არსებობა არა სრულდება... რას გრძნობს ადამიანი სიკვდილის შემდეგ
4. რა უნდა გავაკეთოთ ახალი წლის დადგომამდე, რომ ხარის წელი წარმატებული იყოს

5. ყველაზე გემრიელი ნამცხვრები მოხარშული კრემით

6. ქათმის ხორცის რომელი ნაწილის ჭამა არ შეიძლება და რატომ


0
179
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0