x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
23 წლის ფეხმძიმე გოგონა,ინტიმური კავშირის დროს გარდაიცვალა
image
მოსკოვში, 23 წლის ორსული გოგონა სახელად ალბინა გარდაიცვალა მას შემდეგ, როდესაცც სექსის დროს სისხლდენა დაეწყო. ამის შესახებ იუწყება გამოცემა "
«Московский комсомолец"-ი


გაზეთის ცნობით, გოგონამ, რომელიც ყირგიზეთიდან იყო, სამი თვის წინ გაიცნო 18 წლის ახალგაზრდა ბიჭი, სახელად მაკარი (სახელი შეცვლილია).


მაკარმა მუშაობა დაიწყო სწრაფი კვების რესტორანში, ამავე რესტორანში მუშაობდა ალბინა მზარეულად.


კვირას, 20 დეკემბერს, წყვილს პირველი პაემანი ჰქონდა, რა დროსაც ისინი კინოში წავიდნენ. ორი დღის შემდეგ მორიგი პაემანი ტრაგიკულად დასრულდა; სქესობრივი კავშირის დროს გოგონას სისხლდენა დაეწყო, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა.


”სისხლი შადრევანივით ასხამდა, შევეცადე დახმარებას, შემდეგ კი სასწრაფო დახმარება გამოვიძახე ", - განაცხადა მაკარმა.


სამწუხაროდ, ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს. როგორც ექსპერტებმა დაადგინეს, ქალი ორსულობის საწყის ეტაპზე იმყოფებოდა, სექსის დროს დაეწყო საშვილოსნოდან სისხლდენა, რამაც გამოიწვია გულის გაჩერება.


ახალგაზრდა პარტნიორი შოკირებულია. ის იფიცება, რომ ნმგობარი ქალის ფეხმძიმობის შესახებ არაფერი იცოდა. თუმცა როგორც გაირკვა, ქალმა თავად მიანიშნა ორსულობის შესახებ - კინოში ყოფნის დროს უთხრა, რომ ვერაფერს ჭამდა, მხოლოდ წყალს სვამდა, თუმცა გამოუცდელმა ახალგაზრდამ ამას არანაირ მნიშვნელობა არ მიანიჭა.


ქალის გარდაცვალების გარემოებებს სამართადამცავები სწავლობენ.


0
357
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
357
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0