x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ბერას ნომერი არ მაქვს, ლოცვებში ვიხსენიებ“ - თამრიკო ჭოხონელიძე ბერას ნათლიაა
image

.

დღეს მომღერალ ბერა ივანიშვილის დაბადების დღეა, ის 26 წლის გახდა. მედიაში კი ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

.


მომღერალი, თამრიკო ჭოხონელიძე ბერა ივანიშვილის ნათლიაა. შესაძლოა, ამ ამბავმა გაგაკვირვათ რადგან „ნათლია“ ბოლო პერიოდში ნათლულის მამის პოლიტიკურ პარტიას - „ქართულ ოცნებას“ ხშირად აკრიტიკებს. მანამდე ის ქართული ოცნების მხარდამჭერად მოიაზრებოდა, ბოლო ხანს კი ნიკა გვარამიას გუნდში გამოჩნდა, ჯერ რუსთავი 2-ზე, შემდეგ „მთავარი არხის“ წამყვანად.


როგორც თავად ჭოხონელიძე ამბობს, როდესაც ბერას ნათლიობა შესთავაზეს ბიძინა ივანიშვილს არავინ იცნობდა. ნათლიობის ინიციატორი კი ბიძინას მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე იყო.

.

„ეს ოჯახი გახმაურებული იყო თავისი სულიერი სიმდიდრით. ჩვენი ოჯახების სიახლოვე ეკას დედ-მამისგან წამოვიდა, იმიტომ, რომ მამაჩემი და ბიძინას სიმამრი ერთად გაიზარდნენ...

.

ჩვენ სულ სხვა ურთიერთობა გვქონდა. აქ არ ტრიალებდა ფინანსური მხარე, აქ იყო მხოლოდ მორალური ადამიანური სიახლოვე“, - განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ „პირველ რადისოთან“ საუბრისას.


შესაძლოა, ახლა მათ ურთიერთობას ბზარი გაუჩნდა და ნათლიმირონობის 9-თაობიანი ნათესაური კავშირი არცთუ ისე მყარად გაგრძელდა...

მათ არასახარბიელო დამოკიდებულებას რამდენიმე ფაქტი განამტკიცებს, რომელიც მედიაში გავრცელდა.


* როგორც ცნობილია, ნათლიამ ბერას გაბედნიერება არ მიულოცა

„არც ბერას ტელეფონი ვიცი და არც კონტაქტი მაქვს და როგორ მივულოცავდი? ძალიან ბევრი ადამიანი ახვევია თავს, რომლებიც მასთან ახლოს არ მიშვებენ. გარდა იმისა, რომ აქციებზე შევხვდი მას და მამამისს, არანაირი ურთიერთობა არ მაქვს“, - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ჭოხონელიძე.


* ნათლიას ქორწილში დაპატიჟების მოსაწვევი არ მიუღია

„არც მქო­ნია ილუ­ზია, რომ ბერა ქორ­წილ­ში დამ­პა­ტი­ჟებ­და. ბერას დაქორწინების შესახებ ჟურნალისტებისგან გავიგე... ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯახს, მათ­გან მხო­ლოდ კარ­გი ვიცი, მაგ­რამ წლე­ბია და­კარ­გუ­ლი გვყავს ერ­თმა­ნე­თი“, - ამბობს ჭოხონელიძე.


* ნათლია ბერას ლოცვებში იხსენიებს

„ბერასთვის ერთადერთი, რაც შემიძლია, ლოცვებში მოვიხსენიებაა. ასე გამოვხატავ მისდამი მზრუნველობასა და სიყვარულს“, - ამბობს მომღერალი.

უცნობია, მიულოცა თუ არა ნათლიამ შვილის შეძენა, მაგრამ სავარაუდოდ, რადგან ქორწილში არ დაპატიჟეს არც ბავშვის ნათლობასა და დაბადების დღეებზე მიიწვევდნენ...

0
616
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
616
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0