x
მეტი
  • 04.03.2021
  • სტატია:108927
  • ვიდეო:351253
  • სურათი:477701
24 დეკემბერიდან პულიცერის პრემიის მფლობელი ავტორის წიგნი „ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად

image


ომი, ადამიანები, დაკარგული სიცოცხლე და დაკარგული ცხოვრება... მსოფლიოს ისტორიაში ბევრი ომი ყოფილა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომს ყოველთვის განსაკუთრებული სიმძაფრით ვიხსენებთ. შეიძლება იმიტომ, რომ იმ საშინელი წლებიდან ჯერ საუკუნეც არ გასულა; ასევე იმიტომ, რომ მაშინ ჩვენი არაერთი წინაპარი დაიღუპა ან უკვალოდ დაიკარგა... და ბოლოს, იმიტომაც, რომ მეორე მსოფლიო ომის მთელი საშინელება არაერთმა მწერალმა გააცოცხლა თავის რომანებში და ამით კიდევ ერთხელ გვაჩვენა, თუ მართლაც რამხელა აბსურდია ომი!


სწორედ ომის შესახებ დაწერილ რომანებს აერთიანებს გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ახალი სერია „ომებსა და ადამიანებზე“. სერიის ფარგლებში უკვე გამოიცა სამი წიგნი, 24 დეკემბრიდან კი ქართველი მკითხველი კიდევ ერთ რომანს შეხვდება - ეს არის ენტონ დოერის „ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ“ - წიგნი, რომელმაც ავტორს 2015 წელს პულიცერის პრემია მოუტანა. წიგნი სპეციალურ ფასად 8 ლარად გაიყიდება (ჟურნალთან ერთად - 10 ლარი).


ალბათ რთულია ლიტერატურაში მოიძებნოს ერთდროულად ასეთი მსუბუქი და ასეთი მძიმე წიგნი. თითქოს, ამ რომანში ომი მთავარი გმირი კი არ არის, პეიზაჟია მხოლოდ. რას გრძნობენ ადამიანები, რომელთა ჰორიზონტი ომის საშინელებებით არის სავსე? როგორია ოკუპირებული პარიზი; ვინ როგორ აღიქვამს, ვისთვის რა არის ომი? - ამ კითხვებს რომანში გაეცემა პასუხი.


მარი-ლორა, ბრმა გოგონა ქალაქიდან მამასთან ერთად გარბის. მარის მამა მუზეუმის გასაღებების მცველი, სიურპრიზებისა და თავსატეხების დიდოსტატია. ისინი გარბიან და თან დიდი განძი მიაქვთ - გაცოცხლებული, ხორცშესხმული ლეგენდა. მარი-ლორასგან არც ისე შორს ნაცისტური გერმანია და ჰიტლერიუგენდია. ობოლი ვერნერი. ზღვისპირა ქალაქი სენ-მალო. ძველი და ლამაზი სახლის პატრონი იძულებით ტყვეობაშია. მან საკუთარ თავს გამოუტანა სასჯელი ფაშისტების აღზევებამდე დიდი ხნით ადრე...


რომანის ცალკე პერსონაჟია რადიო, რომელსაც ახალი ამბები ადამიანებამდე მიაქვს, მათი სიხარულისა თუ და მწუხრების მიზეზი ხდება. მთელ რომანს გასდევს შიში, მოლოდინი და იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ენტონი დოერი მთელი სიმძაფრით გვიჩვენებს იმ ადამიანების ცხოვრებას, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე არა, მაგრამ მაინც ომის ცენტრში არიან, რადგან ომს ვერ გაექცევი, იგი ყველაზე ახდენს გავლენას.


საინტერესოა მწერლის ხელწერა და თხრობის სტილი. პერსონაჟებს ერთი დიდი რამ აერთიანებთ - ომი. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისში. რომანის თავიდან ბოლომდე წაკითხვის შემდეგ ლაბირინთი ფერმკრთალდება, პერსონაჟები ერთმანეთს უახლოვდებიან, მკითხველი მათ უკვე ერთ ტილოზე ხედავს.


ამდენად, თქვენ წინაშეა კიდევ ერთი ამაღელვებელი ამბავი ომსა და ადამიანებზე. ეს არის წიგნი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს, მისგან გაჩენილი ემოცია კი კვირების განმავლობაში გაგყვებათ.


შეგახსენებთ, ენტონ დოერის „ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ“ 24 დეკემბერიდან, ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვა. მისი სპეციალური ფასია 8 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10 ლარი.


გამომცემლობა„პალიტრა L“-ის წიგნები იყიდება მთელი საქართველოს მასშტაბით, „ბიბლუსის“ მაღაზიებში, ქსელურ მარკეტებსა და პრესის გავრცელების წერტილებში:


"მაგნიტი", "ნიკორა", "დეილი", "ეკონომიქსი", "სპარი", "ფრესკო" და სხვა.


კონკრეტული მისამართები იხილეთ ბმულზე <<<


გამოწერის შემთხვევაში მიმართეთ elva.ge -ს ქოლ-ცენტრს: 595033616

0
8
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0