x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ექსპერტებმა ჩვენი დროის ყველაზე საშინელი ფილმები აარჩიეს. სიბნელეში არ უყუროთ
ძალიან ბევრი კამათობს, თუ რომელი საშინელებათა ფილმია უფრო საშიში. შეგიძლიათ კამათი შეწყვიტოთ.

image

პლატფორმა BroadbandChoices–მა კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც საიტების IMDb, Rotten Tomatoes და Reddit-ის შეფასებებით ყველაზე საშინელებათა ფილმების ყურებისას მაყურებლების პულსი შეამოწმეს.

ტოპ–10 ფილმი, რომლებიც გულს აგიჩქარებთ.


მე–10 ადგილი: „სტუმრობა“ (The Visit, 2015)

image

IMDb რეიტინგი: 6, 2

პულსი: 79-100 დარტყმა 1 წუთში

15 წლის ბეკა და 13 წლის ტაილერი ბებია–ბაბუასთან სტუმრად მიდიან. მათ ისინი არასდროს უნახავთ, რადგან დედა საკუთარ მშობლებთან ნაკამათები იყო. მოხუცები შვილიშვილებზე სიხარულით შეხვდნენ, მაგრამ დაჟინებით ურჩიეს, რომ 21:30 საათის შემდეგ ოთახებიდან არ გამოსულიყვნენ. და მალე ბავშვები მიხვდებიან, თუ რატომ.


მე–9 ადგილი: „დაშვება“ (The Descent, 2005)

image

IMDb რეიტინგი: 7, 2

პულსი: 79-122 დარტყმა 1 წუთში

მამაცი გოგოები, რომლებიც აქტიურ დასვენებას მიჩვეულნი არიან, მთაში მიდიან, სადაც იდუმალ გროტს პოულობენ. მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, თუ რა ელოდათ და ჟანრის კანონის თანახმად, გროტიდან გასასვლელი ქვებით იფარება. გოგოები გამოსასვლელს ეძებენ და ხვდებიან, რომ ეს რთული საქმეა.


მე–8 ადგილი: „ბაბადუკი“ (The Babadook, 2014)

image

IMDb რეიტინგი: 6, 7

პულსი: 80-116 დარტყმა 1 წუთში

ამელია 6 წლის ვაჟიშვილს, სემუელს მარტო ზრდის. ბიჭი მამის გარდაცვალების დღეს დაიბადა და ახლა ურჩხულებს ხედავს. ერთხელ დედას წიგნის წაკითხვას სთხოვს ბაბადუკზე – ურჩხულზე, რომელიც მალე მხოლოდ წიგნის პერსონაჟი აღარ იქნება.


მე–7 ადგილი: „წყევლა 2“ (The Conjuring 2, 2016)

image

IMDb რეიტინგი: 7, 3

პულსი: 80-120 დარტყმა 1 წუთში

საშინელებათა ფილმის გაგრძელება. ამ ნაწილში პარანორმალური მოვლენების მკვლევარები ედ და ლორეინ უორენები მარტოხელა დედის დასახმარებლად მიდია, რომელიც 4 შვილს ზრდის და რომელიც უწმინდურმა უკვე დატანჯა.


მე–6 ადგილი: „ის მოგვდევს“ (It Follows, 2014)

image

IMDb რეიტინგი: 6, 8

პულსი: 81-93 დარტყმა 1 წუთში

ბიჭთან რამდენიმე უცნაური პაემნის შემდეგ მთავარი გმირი ჯეი იგებს, რომ მან წყევლა გადასცა, რის გამოც მას მოსდევს არსება, რომელსაც გარეგნობის შეცვლა შეუძლია. არსებას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – გოგონას მოკვლა.


მე–5 ადგილი: „პარანორმალური მოვლენა“ (Paranormal Activity, 2007)

image

IMDb რეიტინგი: 6, 3

პულსი: 82-127 დარტყმა 1 წუთში

ახალგაზრდა წყვილი (კეტი და მიკა) ქალაქგარეთ გადის. მათ მშვიდობიან ცხოვრებას არღვევს უცნაური ხმები, რომლებიც მთელ სახლში ისმის. კეტი ქმართან აღიარებს, რომ 8 წლიდან დასდევს უცნაური არსება, რომელმაც აქაც მოაღწია. მიკა ვიდეოკამერის ყიდვას გადაწყვეტს, რომ გაიგოს, რა ხდება სახლში, სანამ მათ სძინავთ. ამ მომენტიდან არსება უფრო აქტიურდება.


მე–4 ადგილი: „რეინკარნაცია“ (Hereditary, 2018)

image

IMDb რეიტინგი: 7, 3

პულსი: 83-109 დარტყმა 1 წუთში

მას შემდეგ, რაც ენი გრეჰემის დედა კვდება, მის ოჯახში კოშმარული მოვლენები ხდება. თავად ოჯახიც საჩუქარი არაა. ყოველდღე გამყინავ საიდუმლოს ფარდა ეხდება.


მე–3 ადგილი: „წყევლა“ (The Conjuring, 2013)

image

IMDb რეიტინგი: 7, 5

პულსი: 84-129 დარტყმა 1 წუთში

ფილმი, რომლითაც უორენების ისტორია იწყება, – პარანორმალური მკვლევარების ოჯახი. ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული და ფერმერების ოჯახზე გვიყვება, რომელთაც ურჩხული ატერორებთ.


მე–2 ადგილი: „ასტრალი“ (Insidious, 2010)

image

IMDb რეიტინგი: 6, 8

პულსი: 85-133 დარტყმა 1 წუთში

მორიგი აუხსნელი მოვლენების შემდეგ, რომლებიც ჯოშის და რენეს ოჯახს ახალ სახლში ელოდათ, ყველაზე საშინელი ხდება – მათი 10 წლის ვაჟი, დალტონი კომაში ვარდება და ექიმები მის დახმარებას ვერ ახერხებენ. როცა ბიჭი სახლში ბრუნდება, საშინელი მოვლენები გრძელდება. მალე ირკვევა, რომ ბავშვი იმქვეყნიურ სამყაროსთან დაკავშირებულია.


1–ლი ადგილი: „სინისტერი“ (Sinister, 2012)

image

IMDb რეიტინგი: 6, 8

პულსი: 86-131 დარტყმა 1 წუთში

დეტექტივების ავტორი ოჯახთან ერთად ახალ სახლში გადადის, სადაც 1 წლის წინ მთელი ოჯახი სიცოცხლეს გამოესალმა. აქ ვიდეოჩანაწერს პოულობს, სადაც საიდუმლოს გასაღები მდებარეობს. სახლში აუხსნელი მოვლენები ხდება, რომელიც მწერლის ოჯახს საფრთხეს უქმნის.


ასევე დაგაინტერესებთ:

10 ძლიერი ფილმი, რომელიც მეტყველების უნარს დაგაკარგვინებთ

image

ჟურნალმა Time 2020 წლის 10 საუკეთესო სერიალი შეარჩია

image

14 ფილმი, რომელთა შექმნისთვის ფული დაზოგეს, მაგრამ მათ ნამდვილი ფურორი მოახდინეს

image

10 საუკეთესო რომანტიკული ფილმი კინოს ისტორიაში

image

10 ფსიქოლოგიური ფილმი, სადაც ჩაკეტილ სივრცეში ნამდვილი საშინელება ხდება

image

0
366
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
366