x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
მატყლის ლოგინი, თუ ბამბის ლოგინი - ის რაც აქამდე არ იცოდით მატყლზე
image


როცა ჩვენი წინაპრები ქონებას და სიმდიდრეს ცხვრის ფარით ზომავდნენ მათ ჭეშმარიტად ესმოდათ მისი სარგებელი.


მატყლი იყო ძვირფასი ტექსტილი. ათასწლეულების განმავლობაში იხვეწებოდა მისი წარმოების, ქსოვისა და გამოყენების ტექნიკა. თანამედროვე ტანსაცმლის წარმოებამ და შერეულმა მასალებმა ის კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა. დღეს ბუნებრივ ბოჭკოს იყენებენ მატყლის სვიტერებში, წინდებში, შარვლებში, კაბებსა და პიჯაკებში.


თუმცა მრავალხრივია მატყლის გამოყენება, დღეს მინდა მისგან დამზადებულ ყველაზე საჭირო ნივთზე - ლოგინზე ვისაუბრო, რომელიც სხვა მასალებთან შედარებით შეუცვლელია.



შეიძლება ასეც ითქვას რომ ლოგინი უნდა იყოს მატყლის, და მოდით ვნახოთ რატომ:



მატყლის ლოგინი თუ ბამბის



მატყლს აქვს რამდენიმე უპირატესობა:

▌ტემპერატურის კონტროლი

▌ანტიმიკრობული და ანტიბაქტერიულია

▌ჰიპოალერგიულია

▌ეთიკურად მდგრადი წარმოებისაა




▃ ტემპერატურის კონტროლი


მატყლის ბუნებრივი საიზოლაციო თვისებები იკავებს მშრალ, თბილ ჰაერს სიცივეში და სხეულს იცავს ზედმეტი სიცხისგან მაღალი ტემპერატურის დროს. ეს უზრუნველყოფს ხარისხიან ძილს ზამთრის ყველაზე ცივ ღამესა თუ, ზაფხულის ყველაზე ცხელ ღამით.


მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების სხეულის ტემპერატურა სხვადასხვანაირია, მატყლი უკეთესად ინარჩუნებს მიკროკლიმატს და უზრუნველყოფს მშვიდ ძილს.





▃ ანტიმიკრობული და ანტიბაქტერიული


შეგიძლიათ მშვიდად იძინოთ ღამით, რადგან მატყლის ლოგინი ბუნებრივი თვისებების წყალობით იმაზე მეტად სუფთა იქნება დილით, ვიდრე ნებისმიერი სხვა სინთეზური ალტერნატივა.

ლანოლინი არის ბუნებრივი, ცვილისებრი ნივთიერება, რომელიც გვხვდება მატყლის ბოჭკოში. იგი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს და სხვა თვისებებს, რომლებიც ხელს უშლის ობის, სოკოს და ბაქტერიების გამრავლებას.

.





▃ ჰიპოალერგიული


მტვრის ტკიპას, ობის და სხვა ალერგენებს, როგორც წესი, არსებობისთვის თბილი და ტენიანი გარემო სჭირდებათ.

მატყლი უფრო მშრალი და გრილია, ვიდრე მისი გარემომცველი გარემო. მატყლის ექსტერიერი არის ჰიდროფობური, ანუ სითხესთან შეხებისას მდგრადია და მალე არ სველდება, ხოლო მატყლის ინტერიერი - ჰიგროსკოპიულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შთანთქავს ტენიანობას.


მაგალითად ბამბასა და მატყლს შორის მთავარი განსხვავებაა ისაა, რომ მატყლს შეუძლია შეინარჩუნოს წონის 30% წყალში ისე, რომ არ დასველდეს.


ამიტომ მათ, ვისაც ალერგია აქვთ, მატყლის ლოგინში უკეთესად შეუძლიათ ძილი.




▃ ეთიკურად მდგრადი წარმოება


მთავარი კი ისაა, რომ ეს მნიშვნელოვანი წარმოება მიიღება ჰუმანური ფორმებით, და არ მოითხოვს ცხოველებზე, ან ფრინველებზე მტკივნეულ პროცედურებს, როგორც მაგალითად იხვის ან ბატისგან ბუმბულის გაცლის შემთხვევაში.

მატყლის მიღება უმტკივნეულო პროცედურაა, ისევე როგორც ადამიანისათვის თმის შეჭრა, რომელიც ისევ გაიზრდება.







საინტერესო ფაქტები:


▶ მატყლის 30 პროცენტი წყალში არ სველდება.


▶ მატყლი უფრო სწრაფად შრება ვიდრე ბამბა.


▶ სუნების მიმართ მდგრადია, განსაკუთრებით მათთვისაა ეს მნიშნველოვანი ვისაც შინაური ცხოველები ჰყავს.


▶ მატყლი ბუნებრივად ცეცხლგამძლეა.


▶ მატყლი არის ბიოდეგრადირებადი.


▶ გამძლეა ცვეთისადმი, ფორმა კი თითქმის უცლელი რჩება.


▶ მატყლი თავის ბოჭკოებში ინარჩუნებს სითბოს და როცა ტემპერატურა დაეცემა ის გაწვდით ამ სითბოს


▶ იცავს კანს გამოშრობისგან


▶ ირლანდიის სათევზაო სვიტერი, ერთ – ერთი ყველაზე ცნობილი მატყლის სამოსია, რომელიც აცვიათ მეთევზეებს ირლანდიის სუსხიან და ქარიან სანაპიროებზე.




მატყლის ლოგინი - ცხვარი











4
728
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
728
  
2020, 25 დეკემბერი, 18:33
აბა რატომ ტექსტილი და არა ქსოვილი????? უფრო სვეწკურია?????
2020, 24 დეკემბერი, 2:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 23 დეკემბერი, 18:56
ტექსტილი რას ნიშნავს???????
0 1 4