x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"თქვე მანიაკებო! ხალხი ნახირი გგონიათ, რომ გაზაფხულზე საძოვარზე გაიყვანოთ?!”- ბონდო მძინარაშვილი

image


ჟურნალისტი და "ობიექტივის" რედაქტორი, ბონდო მძინარაშვილი საგანგებო პოსტს აქვეყნებს და ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და გაზაფხულზე ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მძინარაშვილი ოპოზიციურ პარტიებს აფრთხილებს, რომ გაზაფხულზე მათ ბევრად უფრო ნაკლები მხარდამჭერი ეყოლებათ და ისინი ხელისუფლებში დაბრუნებას ვეღარასდროს შეძლებენ: "ნაცოპოზიცია რომ ამბობს, - გაზაფხულზე აქციებს დავიწყებთო, - რისი იმედი აქვს, "გაზაფხულდა, აყვავილდა ნუშის" თუ იონჯა ამოვა?! რა კრეტინები ხართ, რომ იცოდეთ, შინ შეიკეტებოდით და გარეთ ცხვირს არ გამოყოფდით! რა გაზაფხული?! თქვენ ხალხი ნახირი გგონიათ, რომ გაზაფხულზე საძოვარზე გაიყვანოთ?! გაზაფხულზე იმაზე ნაკლები მხარდამჭერი გეყოლებათ, ვიდრე აქამდე გამოგყავდათ! დაიმახსოვრეთ: ვერასოდეს დაბრუნდებით ხელისუფლებაში, ვერასოდეს! რაც უნდა მოხდეს, თქვენი გამარჯვების შანსი ნულის ტოლია! თქვე მანიაკებო! სექტას აყოლილ ოპოზიციას კი მხოლოდ მოკლედ ვკითხავდი: თავში ტვინი გაქვთ?! მაგრამ გული არ მითმენს, რომ მათაც არ შევუძახო: ვის აყოლიხართ, ვის დაკრულზე ბუქნაობთ?! ამხელა კაცები და ქალები დამდგარხართ და სააკაშვილის სპექტაკლში მეორეხარისხოვან როლებს ასრულებთ! თქვენც ჩაგიყოლებთ ეგ მანიაკი! თუ უკვე არ ჩაგიყოლათ! ნეტა, შორიდან თქვენი თავი დაგანახათ, რას დაემსგავსეთ! ან, იქნებ, არც არაფერს დაემსგავსეთ და ეს თქვენი ბუნებრივი მდგომარეობაა?! დაიმახსოვრეთ: საქართველოს არ სჭირდება ისეთი პოლიტიკოსები, სამშობლოს და სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა საკუთარ და ვიწრო-პარტიულ ინტერესებს რომ დააყენებენ!" - დაწერა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.




0
203
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
203