x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბიჭი ამტკიცებს,რომ მარსზე ცხოვრობდა
image

21 წლის ვოლგოგრადელი ბორის კიპრიანოვიჩი ამბობს, რომ ის წინა ცხოვრებაში მარსზე ცხოვრობდა, ახსოვს წარსული და ამ პლანეტაზე სიცოცხლეა.

მშობლების თქმით, ბიჭმა 4 თვის ასაკში ენა ამოიდგა, ორი წლისამ კი წერა-კითხვა ისწავლა, ბორისმა არა მარტო ამით გააოცა გარემოცვა, იგი პატარაობიდანვე ბრწყინვალედ ერკვეოდა ასტროლოგიაში და უცხოპლანეტელთა ცივილიზაციაში.

ბავშვობიდანვე ბორისმა მშობლებს გამოუცხადა, რომ ის წინა ცხოვრებაში მარსზე ცხოვრობდა, შემდეგ წითელმა პლანეტამ კატასტროფა განიცადა, რის შემდეგაც დაკარგა ატმოსფერო.

image

ბორისი აღწერდა მზის სისტემას, პლანეტებს და გალაქტიკას.


მშობლების მტკიცებით, ბორისი ჯერ კიდევ 3 წლის ასაკში საუბრობდა გალაქტიკაზე, ცხოვრებას მარსზე, აღწერდა უცხოპლანეტელთა ხომალდს, რა დროსაც ბავშვი მათთვის გაუგებარ ტერმინებს იყენებდა.


ნადეჟდა, ბორისის დედა, რომელიც ექიმ-დერმატოლოგად მუშაობს ქალაქის ერთ-ერთ პოლიკლინიკაში ამბობს, ბიჭი ჯდებოდა ლოტოსის პოზაში და იწყებდა საუბარს:

"არსად არაფერი უსწავლია...ისე დაწვრილებით ჰყვებოდა მარსზე, პლანეტათა სისტემაზე, გალაქტიკაზე, რომ გაოცებისგან თვალები შუბლზე აგვდიოდა."

image

ბიჭი ამბობს, რომ მარსზე ახლაც დარჩა მცირერიცხოვანი მაცხოვრებელი, რომლებიც მიწისქვეშა ქალაქებში ცხოვრობენ, მათი სიმაღლე საშუალოდ 7 მეტრია და სუნთქავენ ნახშირორჟანგით.

"ბორისს შეხვდნენ ისტორიკოსები და უფოლოგები, მათ მოუსმინეს და გაოცდნენ, საიდან იცის ბავშვმა ამდენი სამეცნიერო ტერმინი, უცხო სიტყვები, რომლებიც მხოლოდ სპეციალისტთა ვიწრო წრეში იციან"-განაცხადა ნადეჟდამ.

1
839
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
839
  
2020, 23 დეკემბერი, 18:41
რა გაგიკვირდათ მერე??????? დაახლოებით 3000 ჩინოვნიკი გვყავს რომლებიც მარსიანელები არიან და ერთი ბავშვი გაგიკვირდათ??????
0 1 1