x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ვიდეო: ატლანტის ოკეანის ფსკერზე საავტომობილო გვირაბი გახსნეს
image



ფარერის კუნძულებზე, სამწლიანი მშენებლობის შემდეგ, მალე მსოფლიოში პირველი წყალქვეშა საავტომობილო შემოვლითი გზის გვირაბი გაიხსნება ატლანტის ოკეანის ფსკერზე. ამის შესახებ "BBC"-ი იუწყება.




წყალქვეშა გვირაბები დააკავშირებს არქიპელაგის ორ უდიდეს კუნძულს - სტრეიმას და ეისტურას. ქსელის გახსნა დაგეგმილი იყო 19 დეკემბერს.




გვირაბი ერთდროულად სამი ცალკეული გზისგან შედგება. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება ატლანტის ოკეანეის დონიდან 187 მეტრის ქვემოთ მდებარე წრიული გზით.





image





გვირაბების ახალი ქსელი მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს ფარერის დედაქალაქ ტორსჰავნოსა და დასახლებულ სოფელ რუნავუიკს შორის. ადრე ასეთ მოგზაურობას საათსი და მეოთხედი დასჭირდებოდა, მაგრამ ახლა ამ გზის გადალახვას მხოლოდ 16 წუთში შეძლებენ.






თუმცა, ფულის გადახდა მოუწევთ დროის დაზოგვისთვის. გვირაბში გადასასვლელი ფასიანი იქნება. სამგზავრო მანქანისთვის 75 დანიური კრონი, რაც დაახლოებით 12 ევროა. სეზონური ბილეთები ხელმისაწვდომია ხშირი მოგზაურების მოყვარულებისთის, რომლებიც ხარჯების შემცირებას ცდილობენ.



0
259
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0