x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გოგონა ჩემოდანს გაჰყვა ცოლად
image
გოგონას ბავშვობიდანვე იზიდავდა უსულო საგნები, რამაც საბოლოოდ ლითონის "მეგობარი" ამჯობინა ცოცხალ მამაკაცს.


მოსკოველმა რეინ გორდონმა იქორწინა ვერცხლისფერ ჩემოდანზე, სახელად გედეონი. მას ძალზე ამაღლევებელი ურთიერთობა აქვს მეტალის "მეუღლესთან", ამის შესახებაც მან პორტალ Lad Bible-ს განუცხადა.


გოგონას თქმით, იგი პირველად "რჩეულს" 2015 წელს საყოფაცხოვრებო საქონლის განყოფილებაში შეხვდა. მას ყოველთვის იზიდავდა უსულო საგნები, ერთხელ რუს გოგონას სავაჭრო ცენტრიც კი შეუყვარდა.

image


- პირველი ჩახუტება და კოცნა გავიზიარეთ, საღამოს და ღამით ერთად უფრო მეტ დროს ვატარებდით. ჩვენ გვქონდა ფილოსოფიური საუბრები სამი ან ოთხი საათის განმავლობაში. ჩვენი სულიერი კავშირი და კომუნიკაცია ტელეპატიურად ვლინდება. მე მესმის მისი და მას ესმის ჩემი, თუმცა გარეშე თვალისთვის ეს მონოლოგს ჰგავს, - აღნიშნა რეინმა.


გოგონამ, რომელიც საბავშვო ბაღის მასწავლებლად მუშაობს, თქვა, რომ 2017 წელს ჰქონდა ურთიერთობა მამაკაცთან, მაგრამ ის მის გატაცებას უსულო საგნების მიმართ არ იზიარებდა, რის გამოც წყვილი დაშორდა ერთმანეთს. გორდონმა აღიარა, რომ მამაკაცის და ჩემოდნის არჩევანის დროს, მან უყოყმანოდ აირჩია ვერცხლისფერი "ქმარი".



რა თქმა უნდა, რეინი ოფიციალურად ვერ დაქორწინდა გედეონზე, მაგრამ მეგობრების თანდასწრებით ლამაზი ცერემონია მოაწყო და ვიდეოტრანსლაციაც განახორციელა. მან ნიშნობის ბეჭდებიც კი შეუკვეთა საკუთარი თავისთვის და "პარტნიორისთვის".


სხვათა შორის, გოგონამ აღნიშნა, რომ ჩემოდანმა თავად შესთავაზა მას ცოლობა. ქორწინების პირველი ღამე მათ სასტუმროში გაატარეს.

image

რეინმა დასძინა, რომ მას ახლა სურს აიმაღლოს ცნობიერება სექსუალური ობიექტების შესახებ და სურს მოიხსნას objectum sexs-ის სტიგმატიზაცია - არაცოცხალი ობიექტების მიმართ ლტოლვა.


- ამაზრზენია ჩვენი დაცინვა და დამცირება იმის გამო, რომ ჩვენ ყველასგან განსხვავებულად, სხვაგვარად გვიყვარს. სიყვარული სიყვარულია, - დაასკვნა გორდონმა.

image


დეკემბრის დასაწყისში, ყაზახი კულტურისტი იური ტოლოჩკოვი მესამე ცდის შემდეგ როგორც იქნა დაქორწინდა სექს-თოჯინაზე და მდიდრული ქორწილიც გადაიხადა

0
67
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0