x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
უცნაური ამბავი - „კოვიდის დასამარცხებლად, კაცმა ტანსაცმელი დაწვა და სხეული დაეწვა“ - ქაშიბაძე
image


დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც თავისი პაციენტის უცნაურ და სახალისო ისტორიას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც მედიკოსი წერს, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, პაციენტმა ის ტანსაცმელი დაწვა, რაც დაავადების დროს ეცვა. შედეგად კი სხეულზე დამწვრობა მიიღო მისი კლინიკაში მოთავსების აუცილებლობა დადგა.

.

„#დაამარცხეკორონა


პაციენტი შემოვიდა დამწვრობის ცენტრში, მოწიფული. მამაკაცი, სახის და მტევნების დამწვრობით. ვეკითხები:


- რითი დაიწვით?

- კორონა დავამარცხე.

- კი მაგრამ, როგორ?

- რომ მოვრჩი, ტანსაცმელს ბენზინი გადავასხი და ეზოში დავწვი.

- მიპასუხა გახარებულმა.

p.s. დარწმუნებული ვარ დამწვრობასაც დაამარცხებს“, -წერს ქაშიბაძე.

.

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად გუგა ქაშიბაძე სადღესასწაულო პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.


„მინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილო მოსახლეობა, რომ პეტარდა, ე.წ. მაშხალა, შუშხუნა, ეს არ არის გასართობი და სათამაშო. საჭიროა ძალიან ზუსტად ინსტრუქციის შესრულება და ეს არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ბავშვებისათვის. წინა ახალ წელს ჩვენს კლინიკაში არ დასჭირვებია, თუმცა ბავშვთა კლინიკებში იყო შემთხვევები. სამწუხაროდ, დასჭირდათ თითების ამპუტაცია. მოხდა ორი პაციენტის გადამისამართება, სადაც ბავშვთა ტრავმატოლოგიური სამსახური იყო აუცილებელი, რადგან ამ აფეთქებასთან დაკავშირებით ორი თითის მოტეხილობა ჰქონდა პაციენტს. ასე რომ დიდი სიფრთხილის გამოჩენაა აუცილებელი როგორც ბავშვების, ისე მშობლების მხრიდან“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

0
117
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0