x
image
ლანა92
ომები, რომლებიც, არც მეტი, არც ნაკლები, საკვების გამო დაიწყო

image



თუ ოდესმე საკუთარი თავისათვის გითქვამთ, "ახლა ერთი ბუტერბროდისათვის ადამიანსაც მოვკლავდი", მაშინ თქვენ ისტორიულად მარტო არ ხართ. ომების ისტორიაში ხშირი იყო დაპირისპირება საკვების გამო. ზოგჯერ ეს ომები უსისხლოა, ზოგჯერაც ძალიან სასტიკია.

ომები საკვების გამო დიდი ხნის წინ დაიწყო და 21-ე საუკუნეშიც აქტუალურია. ზოგი მათგანი კომიკური იყო, ზოგმაც მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიო.

ყველა სასურსათო ომი არ დაწყებულა იმის გამო, რომ ვიღაც მშიერი იყო. ზოგჯერ სასურსათო ომები გამოწვეული იყო გაუგებრობით. რიგ შემთხვევებში კი საკვებს იყენებედნენ საბაბად ტერიტორიული დავის წამოსაწყებად. მიუხედავად ამისა, თუ როგორ დაიწყო ეს ომები, საკვები ყველა შემთხვევაში ასრულებდა მთავარ როლს.

წარმოგიდგენთ ომებს, რომლებიც საკვების გამო დაიწყო:

ავსტრალიის მთავრობამ ომი გამოუცხადა ემუს (სირაქლემას სახეობას).

1930-იან წლებში მრავალრიცხოვანმა ემუმ (სირაქლემამ) დასავლეთ ავსტრალიაში გაანადგურა მოსავლის დიდი ნაწილი. რეგიონში მცხოვრები ფერმერები იყვნენ პირველი მსოფლიო ომის ვეტერანები, რომელთაც სამხედრო დამსახურების გამო აჩუქა ხელისუფლებამ მიწები, ხოლო ემუები მათ მოსავალს უჭამდა. ამიტომაც, პოტენციური კატასტროფის გათვალისწინებით, ავტრალიის მთავრობამ ომი გამოუცხადა მიწაზე მოგოგმანე ფრინველებს (ემუ ერთ-ერთი ფრინველია, რომელსაც ფრენა არ შეუძლია).პერტთან პირველი შეტაკებისას 1000 ემუდან ჯარისკაცებმა მხოლოდ 10-12 ფრინველის მოკვლა შეძლეს, დანარჩენებმა კი გაქცევით უშველეს თავს.

ოსმალეთის იმპერიამ საკუთარი თავი გაინადგურა ღვინოს ომებით.

ოსმალეთის იმპერია ყვაოდა, როცა მმართველი გახდა სელიმ მეორე.

სელიმი თავის ხალხზე ისე ძალიან არ ზრუნავდა, რამდენადაც სმაზე, საკუთარ სიამოვნებაზე. მას განსაკუთრებით უყვარდა ღვინო კვიპროსიდან. 1571 წელს, როცა კვიპროსის ღვინის მარაგი მთავრდებოდა, მან გადაწყვიტა, კვიპროსს თავს დასხმოდა. შედეგად სელიმმა დაკარგა თითქმის მთლიანი ფლოტი და ოსმალეთის იმპერიამ დაიწყო საბოლოო დაცემა.

ომი ერთი ღორის გამო

ღორის ომი დაიწყო ერთი ღორისა და კარტოფილის გამო. კერძოდ, 1859 წლის ივნისში კანადისა და ვაშინგტონის სანაპიროებთან მდებარე კუნძულებზე მცხოვრებ ამერიკელებსა და ბრიტანელებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა იმის მერე, რაც ბრიტანული ღორი ამერიკულ ფერმაში შევიდა და კარტოფილი შეჭამა. ფერმერმა ღორს ესროლა. ღორის პატრონმა ფერმერი დააკავა. ამის შესახებ შეიტყო ამერიკელმა სარდალმა, რომელსაც ინგლისელები სძულდა და კუნძულზე ქვეითი ასეული გაგზავნა. ბრიტანელებმა საპასუხოდ გამოიყვანეს, გაგზავნეს სამხედრო გემები. კარტოფილის გამო გაჩაღებულ ომში არავინ დაღუპულა, სამხედრო დაძაბულობა მალე განიმუხტა, თუმცა შეთანხმება ტერიტორიის დაყოფის შესახებ 1872 წლამდე არ შემდგარა.

ფუნთუშების ომი

მექსიკამ ესპანეთისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, თუმცა ქვეყანა ქაოტურმა მდგომარეობამ მოიცვა. 1838 წელს მექსიკელმა ჯარისკაცებმა გაძარცვეს და დაარბიეს ფრანგული საკონდიტრო, რემონტლი. რემონტლმა მექსიკის მთავრობისაგან კომპენსაცია მოითხოვა, თუმცა ამაოდ. საფრანგეთმა ისარგებლა შემთხვევით და მექსიკისაგან კომპენსაციად 600 000 პესო მოითხოვა. მექსიკის მთავრობას ერთი ცენტავოც არ გადაუხდია. ამის გამო საფრანგეთმა საბრძოლო ხომალდებით გადაკეტა მექსიკის პორტები და დაარბია ქალაქი ვერაკრუსი. მექსიკამ ომი გამოუცხადა საფრანგეთს და არმიას უხმო. საბოლოოდ ეს ორი ქვეყანა დაზავდა, მექსიკამ საფრანგეთს გადაიხადა 600 000 პესო.

რომმა გაილაშქრა ეგვიპტის წინააღმდეგ ხორბლის გამო.

რა უნდა ქნას მმართველმა, თუ თავის ხალხს საკვები არ აქვს და მშიერია? თუ რომის მმართველი ბრძანდებით, მაშინ საკვებს წაართმევთ იმ ქვეყანას, რომელსაც მარცველული ჭარბად აქვს. ასეთი რომისათვის აღმოჩნდა ეგვიპტე. ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 30 წელს კლეოპატრა გარდაიცვალა და ქვეყანა დასუსტდა. რომაელებმა ისარგებლეს ამით და დაიპყრეს, დაიმორჩილეს ეგვიპტე და საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორც მარცვლეულის, ხორბლის, პურის მიღების საშუალებად. ეგვიპტეს "პურის კალათსაც" კი უწოდებდნენ იმის გამო, რომ აქ მარცვლეულის უხვი მოსავალი მოდიოდა.

1857 წელს ინდური აჯანყება (ინდოელი ჯარისკაცები, სეპოების აჯანყება) დაიწყო ღორისა და საქონლის, ძროხის ქონის გამო.

აჯანყებას არაერთი მიზეზი ჰქონდა, მათ შორის თოფის ვაზნების განაწილება. როგორც აღმოჩნდა, ვაზნების ჩამოსასხმელად იყენებდნენ ღორისა და ძროხის ცხიმს, ხოლო ისინი მაჰმადიანთათვისაც და ინდუისტებისთვისაც წმინდა ცხოველებია. ჯარისკაცებმა უარი თქვეს ამ ვაზნების, ტყვიების გამოყენებაზე, ინგლისელებმა დასაჯეს ისინი, რის გამოც ინდოელმა ჯარისკაცები აჯანყდნენ.

მარილის ომი იტალიაში, რომელსაც პაპი ემსხვერპლა

1482 წელს დაიწყო "ფერარის ომი", იგივე "მარილის ომი". ფერარისათვის ომი გაიმართა მარილით ვაჭრობის გამო, რაც ვენეციაში შეზღუდული იყო კომერციული პაქტის საფუძველზე. ადამიანმა, სახელად ერკოლემ დაარღვია ეს შეთანხმება, ფერარაში დაიწყო მარილის გაყიდვა. პაპი სიქსტუს მეოთხე გაბრაზდა და თავის ვენეციელ მოკავშირეებთან ერთად, ომი გამოუცხადა ერკოლეს. ომი დამთავრდა, როცა ერკოლემ ვენეციელებთან დადო ხელშეკრულება, სიქსტუსის დახმარების გარეშე. პაპი ისე განრისხდა, რომ გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

0
147
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0