x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ვიდეო:აპულიიდან მარკამდე- სად ვიყიდოთ ბინა იტალიაში ერთ ევროდ?


image


უკვე რამდენიმე წელია იტალიაში არსებობს ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს სოფლების და მცირე მუნიციპალიტეტების დასახლებას, რომლებიც მიტოვებულები არიან და გაქრობის საფრთხის წინაშე დგანან.





პროექტი "სახლი 1 ევროდ", რომელიც ყველას, მათი საცხოვრებელი ადგილისა და მოქალაქეობის მიუხედავად, სთავაზობს სიმბოლურ ფასად შეიძინონ უძრავი ქონება, ბუნებრივია, ითვალისწინებს მყიდველის ზოგიერთ ხარჯს: რესტრუქტურიზაცია, სანოტარო გადასახადი ქონების გადაცემის და რეგისტრაციისთვის, აგრეთვე, საგარანტიო მოსაკრებელი, ჩვეულებრივ 5 ათასი ევროს ოდენობით, სამი წლის ვადით, როგორც მუნიციპალიტეტისთვის გარანტია (ყველა შეთანხმების შესაბამისად, თანხა შემდგომ უბრუნდება მყიდველს ანგარიშზე).





მათთვის, ვინც დაინტერესებულია იტალიაში უძრავი ქონების ყიდვით "სახლი 1 ევროს" პროგრამის ფარგლებში, იხილეთ იმ მუნიციპალიტეტების სია, სადაც პროგრამა მუშაობს.






image




ტარანტო, აპულია - ძველი ქალაქის ტერიტორიაზე, იზოლას სახელწოდებით, რადგან ის მატერიკთან ორი ხიდით არის დაკავშირებული, სახლის შეძენა შეგიძლიათ 1 ევროდ. სიახლეა, რომ ტარანტოს მსგავსი დიდი ქალაქი შეუერთდა პროექტს, რომელიც ოთხი წლის წინ დაიწყო. ამრიგად, აპულიის ქალაქი ცდილობს მიტოვებული ტერიტორიის აღდგენას.





image





სალემი სიცილია - პირველი ქალაქი, რომელმაც წამოიწყო ეს ინიციატივა, იყო სალემი, ქალაქი ტრაპანის პროვინციაში, კუნძულ სიცილიაზე, რომლის მოსახლეობა 10 000 იყო. ინოვაციური იდეა კარგად მიიღეს, მაგრამ შენობების მდგომარეობის გამო, პროექტი ჩაიშალა და მაშინდელმა მერმა, ვიტორიო სგარბიმ დატოვა თანამდებობა.






image





ძუნგოლი, კამპანია - პატარა გორაზე მდებარე ეს ქალაქი გარშემორტყმულია სამი განსხვავებული მთით - მოლარა, მონჩიტელი და ტოპო-დენ-ანნო და უძველესი პესკასეროლ-კანდელას ბილიკი გადის სოფელში. ეს იყო პირველი სოფელი ირპინიაში, რომელმაც მიიღო იტალიური ტურისტული კლუბის ნარინჯისფერი დროშა.






image




კარეგა-ლიგურე, პიემონტი - ალესანდრიის პროვინცია მდებარეობს ვალ ბორბერას მუნიციპალიტეტში, რომელშიც მხოლოდ 85 ადამიანი ცხოვრობს.
ალესანდრიის პროვინციაში მდებარეობს ვალ ბორბერას მუნიციპალიტეტი, რომელშიც მხოლოდ 85 ადამიანი ცხოვრობს.




image



პატრიკა, ლაციო - ფროზინონიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარე პატარა სოფელი 2019 წელს შეუერთდა სახლი 1 ევროდ პროექტს. ამჟამად, რეგისტრირებულია 38 მიტოვებული ობიექტი, რომელთა აღდგენა გადაწყვიტა მუნიციპალიტეტმა გაყიდვამდე.




image



ბერჯემოლა, ტოკსანა - სოფელ ფაბრიჩესა და ვალიკოლთან ერთად მდებარეობს გარფგანიანაში. 2021 წელს ლუკას პროვინციამ ამ მიდამოებში დაახლოებით 4 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება: დაახლოებით 40 ახალი შენობა იქნება ხელმისაწვდომი სახლის მყიდველებისთვის ორ მიტოვებულ სოფელში, რომლებიც მონაწილეობენ "სახლი 1 ევროდ" პროექტში.





image





ოლოლაი, სარდინია - ნუოროს პროვინციის ათასზე მეტი მაცხოვრებლით, ასევე, მიზნად ისახავს მიტოვებული სახლების აღდგენას, განახლებას და დასახლებას.




image




სამბუკა, სიცილია - პირველი პროექტის "სახლი 1 ევროდ" წარმატებით განხორციელების შემდეგ, ტრაპანის პროვინციის მუნიციპალიტეტი 2016 წელს არჩეული "Borgo dei Borghi"- ედ. მათ იწყებს ახალ პროექტი სახელწოდებით "სახლი 2 ევროდ". სამბუკას მუნიციპალიტეტი აუქციონის წესით გაყიდის ქალაქის საკუთრებაში არსებულ 15 ან 16 სახლს, საწყისი ფასი 2 ევრო.




image



ნულვი, სარდინია - მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად აქ 1ევროზე გასაყიდი სახლები არ არის, 2019 წლიდან 2020 წლამდე, სარდინიის სოფლის ისტორიულ ცენტრში, სასარის პროვინციაში, 5 სახლი გაიყიდა და მერია მომავალ წელს აუქციონის ახალ ლოტებს ამზადებს.




image




ლეჩე-ნეი- მარსი, აბრუცო - დაბა მდებარეობს აბრუცოს, ლაციოსა და მოლიზეს ეროვნული პარკის გულში. აკვილას პროვინციაში მდებარე 1700 მოსახლით დასახლებულმა მუნიციპალიტეტმა მიიღო კერძო პირებიდან შემოწირულობები სხვადასხვა ძველი სახლების, ზოგჯერ ნანგრევების, შემდგომ გასაყიდად აღდგენისა და დასახლებისთვის.




image




განჯი, სიცილია - პალერმოს პროვინციაში მდებარე უძველესი სოფლის ბერძნული დასახლება მდებარეობს მონტე-ბარონეს მთაზე. ის გარშემორტყმულია გამწვანებით და თვალწარმტაცი ხედებით. 2014 წელს მას მიენიჭა იტალიის ყველაზე ლამაზი სოფლის ტიტული და შეუერთდა :სახლი 1 ევროდ"პროექტს.




image




კანტიანო, მარკე - შუასაუკუნეების წარმოშობის პატარა სოფელი, წარმოუდგენელი სილამაზის ბუნებრივი და პეიზაჟური კონტექსტებით, მონტე კატრიას ფერდობებზე მდებარეობს, რომელსაც იტალიის ტურიზმის კლუბმა ნარინჯისფერი დროშა მიანიჭა. ეს სოფელი შეუერთდა პროექტს არსებული ობიექტების აღდგენისა და გაუმჯობესების მიზნით.


0
160
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0