x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ცელულიტი და სტრიები: მშვენიერი, არამოდელი გოგონების პიკანტური ფოტოები
image

პლუს ზომის მოდელები სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენენ. სამოდელო ბიზნესში კი, სადაც სიგამხდრე განსაკუთრებულად ფასობს, "დიდი ზომის გოგონებს" საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება ახლა უკვე კიდევ უფრო მეტად ეძლევათ, მით უმეტეს, რომ მოდელების მეტისმეტი სიგამხდრე დიდი ხანია რაც ავადმყოფობად ითვლება. პროექტმა - "All Woman Project"– მა რომელსაც სათავეში ორი ცნობილი მოდელი უდგას, სხვადასხვა ფერის, ფორმისა და ზომის გოგონები ერთად გააერთიანა, რათა საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ეჩვენებინათ რომ განურჩევლად, ყველა ქალი უნიკალური და ლამაზია.


image


პროექტის ავტორები წარმატებული მოდელები - ჩარლი ჰოვარდი და კლემენტინა დიუსოა.


image


ჩარლი წონაში რამდენიმე, ზედმეტი კილოგრამის მომატების გამო სააგენტოდან დაითხოვეს, თუმცა მოდელისთვის ამას ხელი არ შეუშლია მაინც პროფესიაში დარჩენილიყო.


image


რაც შეეხება კლემენტინას, ის დღესდღეობით, პლუს - ზომის საკმაოდ მოთხოვნად მოდელად ითვლება.



image


"თოთოეულ ჩვენგანს გარკვეული სახის "ფიზიკური დეფექტები" ან "ნაკლოვანებები" გაგვაჩნია, მაგრამ ნუთუ ეს ნაკლებად მიმზიდველს გვხვდის? ფოტოებზე ამ დეტალების რეტუშირების ნაცვლად, ჩვენ უნდა მივიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც რეალურად ვართ. ჩვენი სხეული ჩვენ არ განგვსაზღვრავს როგორც ქალებს. ის, რაც ჩვენ განგვსაზღვრავს არის ჩვენი - ძალა და ხასიათი. ქალი - იმაზე მეტია ვიდრე ჩვეულებრივი სხეული"- აცხადებს დიუსო.


image


"სრულყოფილი არავინაა, ყველას თავისი ნაკლი აქვს, მაგრამ ეს თქვენ ნაკლებად მომხიბვლელს არ გხდით, პირიქით, თქვენ აბსოლუტურად უნიკალური ხდებით."


imageimage


მოდელები პროექტის ფარგლებში სოციალურ ქსელში ხშირად ათავსებენ მშვენიერი, არამოდელი გოგონების ფოტოებს რეტუშირების გარეშე. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ასეთი პროექტები მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობის მოპოვებაში დაეხმარებათ. ჩარლი ჰოვარდისა და კლემენტინა დიუსოს აზრით, სამოდელო სააგენტოებმა ქალურობის ცნება არ უნდა განსაზღვრონ.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimage



















0
457
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
457