x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
“ერთი ბომბი მაქვს და...” – ნახეთ, რა ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე

image


გაზეთ "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე გადაცემა "პოსტ ფაქტუმში" თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გასულ რეპორტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ჟურნალისტისა და საქმის ადვოკატების მისამართით უკმაყოფილებას გამოთქვამს, რათა მათ ის სიუჟეტის მომზადებისას არც კი გახსენებიათ, მაშინ როდესაც მისივე თქმით, როგორც ბაჩანა ლობჟანიძე, ასევე დეა კაპანაზეც მისი ექსკლუზივი იყო. ელისო კილაძის განცხადებით მას ერთი ბომბი აქვს, რომელსაც ამ დღეებში გაასაჯაროებს, თუმცა ადვოკატებსა და ჟურნალისტებს წინასწარ მოუწოდებს რომ აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით თავს ნუ შეიწუხებენ და კომენტარისთვის მას ნუ მიაკითხავენ: "ბაჩალიაშვილის საქმეზე სიუჟეტები ისე გააკეთეს, არც ჟურნალისტს გავხსენებივარ და არც ადვოკატებს. ბაჩანა ლობჟანიძეც ჩემი ექსკლუზივი იყო და დეა კაპანაძეც -ისე რომ გაგახსენოთ! ჰო, ერთი ბომბი მაქვს და ამ დღეებში დავდებ -კომენტარზე არ მომაკითხოთ, მათ შორის არც ადვოკატებმა." - დაწერა ელისო კილაძემ "ფეისბუქის"პირად გვერდზე.







0
650
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
650