x
image
ლანა92
სასაცილო და უჩვეულო საქორწილო ტრადიციები მთელ მსოფლიოში


image


ყოველ კულტურაში მოქმედებს უჩვეულო, თავისებური ტრადიციები და ჩვეულებები. სხვადასხვა ქვეყნის საქორწილო ტრადიციები არ შემოიფარგლება მხოლოდ ახალდაქორწინებულთა პირველი ცეკვით მენდელსონის მარშზე, არც ყვავილების თაიგულის სროლის ცერემონიით. ეს ტრადიციები შეიძლება, იყოს ლამაზი, უცნაური და ზოგჯერ ამაზრზენიც კი. სტატიაში გაგიზიარებთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეტად უჩვეულო და საინტერესო საქორწილო ტრადიციებს.



ჩეჩნეთი - დუმილი, თავშეკავება



image



ქორწილში პატარძალს არა თუ სტუმრებთან გასაუბრების, არამედ მაგიდასთან,


სუფრასთან, სხვებთან ერთად, დაბრძანების უფლებაც არ აქვს. უფრო მეტიც,

საქმროს ნათესავები დამცინავად ექცევიან პატარძალს და ყველაფერს აკეთებენ მის გასაღიზიანებლად, საპასუხო რეაქციის გამოსაწვევად. მიიჩნევა, რომ კარგი ცოლი მტკიცედ გაუძლებს ამ რთულ გამოცდას, მაგრამ თუ გოგონამ თავი ვერ შეიკავა და წყენაზე ბრაზით უპასუხებს, ის სულელად და თავშეუკავებლად

აღიქმება.




დსთ-ის ქვეყნებში - პატარძლის "გამოსყიდვა"


image



დსთ-ის ქვეყნებში საქორწილო ცერემონიის დაწყებამდე ტარდება იმიტირებული

გატაცების სცენა. პატარძალს "იტაცებენ" მეგობრები, ან დაქირავებული პირები. დიახ, საქმრომ უნდა "გამოისყიდოს" იგი ფულის გადახდით, ან რომანტიკული საქციელით.


ინდოეთი - ჰენა (სხეულის შეღებვა),




image



მეჰენდის ღონისძიება არის ფერადი დღესასწაული, რომელიც ქორწილის წინა ღამეს ტარდება. მხატვარი პატარძლისა და ოჯახის სხვა ქალების სხეულს ბუნებრივი საღებავით, ხნათი მოხატავს, უკეთებს ნახატ ტატუს. იგი გამოხატავს სულიერ გამოღვიძებას, ბედნიერებასა და სილამაზეს.


რუანდა - ქმრისადმი უხეში მოპყრობა


რუანდაში ახალგამომცხვარ, ახალბედა ცოლს უფლება აქვს, ქორწინების პირველი ორი კვირის განმავლობაში უხეშად მოექცეს ქმარს, უკბინოს, უმიზეზოდ გაუწყრნენ. მიაჩნიათ, რომ ამ გზით ქალი ბოლომდე დაიცლება უარყოფითი მუხტის, რისხვისაგან და შემდგომ სიცოცხლის ბოლომდე იქნება მოსაწონი და მოსიყვარულე ცოლი.


კენია: კურთხევა თავზე დაფურთხების გზით


კენიაში მამა, ან ძმა პატარძალს თავზე აფურთხებს, რაც ქორწინების კურთხების ჟესტია.


ნიგერია: საქმროს ჯოხებით ცემა


საქმროს, მომავალ სიძეს პატარძლის ნათესავები ჯოხებით სცემენ. თუ იგი ჯოხების მწკრივს გაუძლებს, ეს ნიშნავს, რომ გამოცდა წარმატებით ჩააბარა, თუ ვერა, მაშინ სასწრაფო გამოიძახეთ, რაც შეიძლება მალე.


იამაიკა: პატარძლის გარეგნობის კრიტიკა

იამაიკელები გამოდიან და პატარძალს კარგად აკვირდებიან. თუ ეს უკანასკნელი თავისი გარეგნობის გამო ბევრ შენიშვნას მიიღებს, იგი სახლში უნდა დაბრუნდეს და შეცდომები გამოასწოროს.


საბერძნეთი: საქმროს გაპარსვა

მეჯვარე სიძეს სტილისტი ხდება და პარსავს მას წვერს ქორწინების ცერემონიამდე. ასევე, სიდედრი სიძეს უმასპინძლდება ნუშითა და თაფლით.





მავრიტანია: ან სავსე ფიგურა, ან საქმროს დაკარგვა


მავრიტანიაში გამხდარი ქალი ვერ გათხოვდება, აქ მამაკაცები მხოლოდ ფერხორციან ქალებზე ქორწინებას თანხმდებიან.


ბავშვების დაბადება, სუდანი


სუდანში ოფიციალურად ქორწილი სრულდება იმის მერე, რაც ცოლი 2 შვილს გააჩენს, მანამდე იგი სულ პატარძლად მიიჩნევა. თუ წყვილს მხოლოდ ერთი შვილი გაუჩნდათ, ქმარს უფლება აქვს, გაყრა მოითხოვოს.

თუ ქმარი გარდაიცვალა, მისი ძმა ვალდებულია, შეირთოს დაქვრივებული რძალი.


ინდონეზია: შხაპის მიღების აკრძალვა

ინდონეზიაში, თიდონგის ტომში სიძე-პატარძალს ეკრძალებათ აბაზანის მიღება ქორწილის მერე 3 დღე-ღამე.


კონგო: იყავი სერიოზული.

კონგოში სიძესა და პატარძალს არ აქვთ გაღიმების უფლება მთელი ქორწილის განმავლობაში, ცერემონიის დასრულებამდე. ამ ჟესტით ისინი გამოხატავენ სიმწიფეს, ზრდასრულობას და მზადყოფნას ქორწინების უღლისათვის.

ჩინეთი: ტირილი

ქორწილამდე 1 თვით ადრე პატარძალი იწყებს, არც მეტი, არც ნაკლები, ტირილს. 10 დღის მერე მას უერთდება დედა, მოგვიანებით კი ბებიაც. ეს ბედნიერებისა და სიხარულის გამოვლინებად აღიქმება, თვით მთელი ოჯახის ქალების ტირილი ერთგვარ საგუნდო სიმღერას, შესრულებას ჰგავს.



0
146
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0