x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა

imageჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიმართა, რათა რეაგირება მოახდინონ ნიკა გვარამიაზე, რომელმაც Facebook-ის პირად გვერდზე, პრეზიდენტის მიმართ „შეურაცხმყოფელი და ყოვლად მიუღებელი" პოსტი გამოაქვეყნა.


ქარტიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან წერილი 16 დეკემბერს მიიღო.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ იმსჯელა საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაზე.განცხადების შინაარსი ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.


"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არის მედიის თვითრეგულირების ორგანო, რომელიც დადგენილი სტანდარტებით აფასებს მედიაპროდუქტის ეთიკურობას. სოციალურ ქსელში გავრცელებული პირადი მოსაზრება მედიაპროდუქტს არ წარმოადგენს. შესაბამისად, ქარტიის საბჭო ვერ შეაფასებს ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მფლობელისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სტატუსს, რომელიც Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში დაცული იყოს აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. აუცილებელია, შევინარჩუნოთ გამოხატვის თავისუფლების ის მაღალი სტანდარტი, რომელსაც ადგენს "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონი.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Handyside v. the United Kingdom (1976) ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ „გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ არსებით საფუძველს, მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარების ერთ-ერთ ძირითად პირობას. [ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის] მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იგი გამოიყენება არა მარტო "ინფორმაციისა" და "მოსაზრებების" მიმართ, რომლებსაც ბევრი იზიარებს, ან გულგრილად ეკიდება, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, თავზარდამცემი ან შემაშფოთებელია სახელმწიფოს ან მოსახლეობის ნაწილისთვის".

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, რადგან ასეთი განცხადებები საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულობას.
მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 11 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტზე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

"სტატუსურად, ძალადობით არჩეული არალეგიტიმური პრეზიდენტი ხარ ჩემთვის
იდეოლოგიურად, პრორუსი და მოღალატე ხარ ჩემთვის
ადამიანურად, ჩვეულებრივი ნაძირალა და ყ**ქალა ხარ ჩემთვის
ხოდა ტრ**ში გაიკეთე ეგ შენი ლექციები სიტყვის თავისუფლებაზე, მედიაზე და მის სტანდარტებზე და როლზე.
გმადლობთ ყურადღებისთვის."
4
410
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
410
  
2020, 24 დეკემბერი, 13:39
ჯერ კიდევ საკითხავია,რომელია პრორუსი ქოცეთი თუ ნაცეთი. 2003 წელს,იგორ ივანოვმა დასტროჩკა ედიკა და ასე გამოაცხო მიშამ ვარდების რევოლუცია. 2006 წელს დადო წამგებიანი ხელშეკრულება რუსეთთან,რაც ზემო აფხაზეთში საჯარისო ნაწილების შეყვანას გვიკრძალავდა. ეს ხელშეკრულება ნაცეთმა დაარღვია,როცა შინაგანი ჯარი შეიყვანა და 2008 წელს ქვეყანა ჩაითრიეს წამგებიან ომში. ამ ყველაფერზე დასავლელი პარტნიორები აფრთხილებდნენ მიშას,ეს ყველაფერი კი სარკოზის მემუარებში არის მოხსენიებული. პანკისშში ჩატარებული სპეცოპერაციაც მოღალატეობრივი იყო ნაცეთი მხრიდან,მაგრამ ეს ყველას ავიწყდება. მთელი 8 წელია ნაცეთი ცდილობს დესტაბილიზაციით ხელისუფლებაში მოსვლას,მარა არაფერი გამოსდით. არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ,მაგრამ ის ავიწყდებათ,რომ მათი ტელევიზიის ფორმულას მონაცემებს დაემთხვა.ხარვეზები იყო,ზოგი მძიმე,მაგრამ რეალურ სურათს ვერ ცვლიდა ეს ყველაფერი და ასეთი ყველა არჩევნებზეა. ყველა ზურაბიშვილს ეკიდებით,მაგრამ ყველას გავიწყდებათ ერთი რაღაც,ცალცალი კალოშით მისულ კეზერაშვილს,მხედრიონელ რურუას და ამ გვარამიას საიდან აქვთ ამდენი ფული. ტელევიზიიდან გამოყარეს და 1 თვეში ორი ტელევიზია გახსნეს. წეროვანში ჩადით და მიხვდებით საიდანაც. მილიარდი დოლარი ამერიკამ მოგვცა და სხვა პარტნიორებმაც,ჩვენი ბიუჯეტიდან ბევრი დაიხარჯა და რამე ეტყობა იმ დასახლებას მილიარდები რო არის დახარჯული? არც ქოცები არიან ანგელოზები,მაგრამ ნაცებთან შედარებით დედა ტერეზები არიან. ნათქვამია,ისეთმა ფურმა უნდა გაგწიხლოს შენზე მეტს რო იწველიდესო. მეგრელიშვილის ბრძნული გამონათქვამით დავასრულებ,მონებო იაზროვნეთ და აღარ იქნებით მონები
2020, 24 დეკემბერი, 13:26
არ ვიცი,რას ეძახით გამოხატვის თავისუფლებას,მარა გინება,ბულინგი არ არის გამოხატვის თავისუფლება. აქ მნიშვნელი არ აქვს,ვინ არის მართალი ან მტყუანი,რადგან ეს საზოგადოებამ უნდა განსაჯოს,მარა გვარამია უზრდელია. თუ არაკანონიერი გზით არჩეულია ზურაბიშვილი ან ეს მთავრობა გამყალბებელი,მაშინ გვარამიას დედა პარტია რატო იღებს დაფინანსებას ბიუჯეტიდან? თუ პრორუსია სალომე და ეს მთავრობა ქეყნის მოღალატეა,მაშინ 20 ივნისის აქციის მერე რატო დაიკერენ პროპორციული არჩევნებით?ჩემი აზრით,ეს მთავრობა არ არის მოღალატე და არც სალომეა პრორუსი. ეს ყველაფერი არის პოლიტიკური თამაშები და ხალხს ასულელებენ. გვარამიას ყველა ნათქვამი სიტყვა არის ტყუილი,ცილისწამება და უზრდელობა.
2020, 23 დეკემბერი, 18:39
ჯერ ერთი პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ მიუმართავს, პრეზიდენტად რომ ამუშავებენ იმისმა ადმინისტრაციამ მიმართა, მეორეც რომელი იყო ტყუილი ამ ქათმის მიმართვაში???????
2020, 22 დეკემბერი, 2:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4