x
image
ლანა92
ყველაზე ჩამორჩენილი ტომები, რომელთა ველურობა გაგაოცებთ

image




მსოფლიოს ყველაზე მეტად იზოლირებულ რეგიონებში, ზონებში დღემდე ძველებურად აგრძელებს ცხოვრებას არაერთი "არაკონტაქტური ტომი". ამ ტომების წევრებმა შეინახეს ტრადიციები, რომლებიც დიდი ხანია, რაც ცივილიზებულმა სამყარომ დაივიწყა. ისინი მიიჩნევა ძვირფას წყაროდ ანთროპოლოგებისათვის, რომლებიც ისწრაფვიან გაიგონ, როგორ ვითარდებოდა კაცობრიობა საუკუნეთა განმავლობაში.

ყველაზე ჩამორჩენილი ტომები დედამიწის მივარდნილ, ბნელ კუთხეებში იმალებიან, ცხოვრობენ მცირე თემებად, რომელთა ადათ-წესები, ჩაცმულობა და ტრადიცია აშკარად ანაქრონისტულია.

ჰული ვიგმენი, ტარი, სამხრეთ მთიანეთი, პაპუა- ახალი გვინეა

image

ტომის უჩვეულო ქუდები არც მეტი, არც ნაკლები დამზადებულია წევრების თმებისაგან. მამაკაცები საგანგებოდ იზრდიან და თმობენ ბულულებს თავიანთვის გამოსაყენებლად, ან გასაყიდად. მამაკაცები ასეთი ვარცხნილობით, სახეზე ყვითელი საღებავით, ბასრი ნაჯახით, ფოთლების წინსაფრითა და ლენტების ქამრით შიშის ზარს სცემენ მეტოქე ტომებს. ტრადიციულად ისინი ასრულებენ კლასიკურ ცეკვას, სამოთხის ჩიტების იმიტირებით, რომლებიც კუნძულზე ცხოვრობენ.

დოგონების ტომი, მალი, დასავლეთ აფრიკა

image

ბაობაბის ქერქისაგან დამზადებული თოკების გამოყენებით მამაკაცები ტრადიციულად გარს ერტყმიან ბანდიაგარის უზარმაზარ კლდეებს, რათა შეაგროვონ მტრედების, ან ღამურების ნაშთები. ნადავლს ყიდიან სასუქად და არტეფაქტებად, რომელთაც ყიდიან დასავლური ხელოვნების კოლექხციონერებზე. 400 000 ადამიანზე მეტი ცხოვრობს 700 პატარა სოფელში, 200-კილომეტრიანი კლდის გასწვრივ.

მოცეკვავე ჩონჩხები - ჩიმბუს (სიმბუს) პროვინცია, პაპუა-ახალი გვინეა

image

ჩიმბუს ტომის ცეკვა წარმოიშვა მტრულად განწყობილი ტომების შეშინების მიზნით, რათა მათ ვერ გაბედონ სხვისი ტერიტორიის ხელყოფა.

ნენეტი, იამალის ნახევარკუნძული, ციმბირი

image

ეს ტომი წარმოდგენილია დაახლოებით 10 000 მომთაბარისაგან. საკმაოდ ამტანი ხალხია, ისინი გადაადგილდებიან უკიდურესი ჩრდილოეთით, მინიმუმ 50 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე.

ასარო, ბინძური კაცები, გოროკა, პაპუა-ახალი გვინეა

ისინი სახეს იღებავენ მუქად, რათა მოხეტიალე სულს დაემსგავსონ და რეგიონში ასე აშინებენ სხვა მეზობელ ტომებს. ისინი მკაცრ, პირქუშ ადგილებში იყვნენ იზოლირებული და მხოლოდ 75 წლის წინ აღმოაჩინეს.

ჰიმბას ტომი, ნამიბია, აფრიკა - ნახევრადმომთაბარე ტომი, რომელიც ცხოვრობს ტალახისა და ნამსხვრევებისაგან აშენებულ სახლებში.

image

ნახევრადმომთაბარე ტომია, რომელიც ცხოვრობს ტალახისა და ნამსხვრევებისაგან აშენებულ სახლებში.

0
661
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
661
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0