x
image
ლანა92
"არაჩვეულებრივი სინაზე" - სალათი, რომელიც ნებისმიერ საახალწლო და დაბადების დღის სუფრას დაამშვენებს
image




12 ულუფა;

1 საათი და 10 წუთი;


საჭირო პროდუქტები:


ქათმის ფილე - 500 გრამი;

ბრინჯი - 5 სუფრის კოვზი;

ქათმის კვერცხი - 6 ცალი;

სტაფილო - 2 ცალი;

მაგარი ყველი - 200 გრამი;

ნიორი - 2 კბილი;

მაიონეზი - 250 გრამი;

ქორფა ოხრახუში - გემოვნებით;



მომზადების ეტაპები:

გაადნეთ და გარეცხეთ ქათმის მკერდი ცივ წყალში, მოაყარეთ მარილი, დაამატეთ დაფნის ფოთოლი და ქოთნის წიწაკა. მოხარშეთ 30-35 წუთი.

კვერცხები ჩაყარეთ ცივ წყალში, მოხარშეთ მაგრად, გააცივეთ და გაფცქვენით. 4 კვერცხი გახეხეთ წვრილად, 2 კი დატოვეთ მოსართავად.

ბრინჯი გარეცხეთ, ჩაყარეთ ცივ წყალში. ხარშეთ 15-20 წუთი.

მზა ბრინჯი საწურში დაყარეთ, რათა წყალი მოსცილდეს. გარეცხეთ.

გაასუფთავეთ, გაფცქვენით ნიორი და დახეხეთ.

მაიონეზი დახეხილ ნიორთან ერთად მოურიეთ.

ქათმის მკერდი, ფილე დააქუცმაცეთ პატარა ნაჭრებად.

კერძი უნდა ააწყოთ ფენებად. პირველ ფენად გაუშვით ქათმის ფილე.

მოაყარეთ მარილი. მოასხით ნიორში შეზავებული მაიონეზი.

მეორე ფენად მოაყარეთ მოხარშული ბრინჯი. მოასხით მაიონეზი.

მესამე ფენად დააყარეთ დახეხილი კვერცხი. მოასხით მაიონეზი.

სტაფილო გაფცქვენით და დახეხეთ. დააყარეთ კერძს მომდევნო ფენად და მოასხით მაიონეზი.

გახეხეთ მაგარი ყველი. დაადეთ მომდევნო ფენად და მოასხით მაიონეზი.

მოსართავად განკუთვნილი ორი კვერცხი დაჭერით შუაზე. გულები წვრილად გახეხეთ, დააყარეთ ყველის ფენას. კვერცხი დაჭრილი ცილებისაგან გააკეთეთ შროშანის ყვავილები. ოხრახუშისაგან შეგიძლიათ, გააკეთოთ ღერო და ფოთლები და შეუერთოთ თეთრ ყვავილებს.



image



სალათი "არაჩვეულებრივი სინაზე" მზადაა. შეგიძლიათ, ტკბილად მიირთვათ.

0
45
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0