საზოგადოება
"ეს ტუФიაკი ვისაც მოგწონთ.. ამ ამებისთვის ხმის მიმცემების ტვინში ჩამახედა ერთი რა?!"- მანჩო გიორგობიანი
2020, 18 დეკემბერი, 16:43
სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი პატრულის მიერ ვახტანგ მეგრელიშვილისთვის მართვის უფლების არქონისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის 2 500 ლარით დაჯარიმების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და სამართალდამცველთა მიერ განხორციელებულ ქმედებას კანონიერად მიიჩნევს. გიორგობიანის თქმით, აღნიშნულ ჯარიმასთან დაკავშირებით "გირჩის" წევრის აღშფოთება მისთვის სრულიად გაუგებარია: "ეს ტუФიაკი ვისაც მოგწონთ კიდევ და ვინც თვლით რომ საკანონმდებლო ორგანოში უნდა იჯდეს, ამ ამებისთვის ხმის მიმცემების ტვინში ჩამახედა ერთი რა?!. ანუ, მათ-მას-ანუსს კანონი არ უნდა შეეხოს, რადგან იმბეცილია და ვერ დაიმახსოვრა რომ 144- ცხელი ხაზია და ტელევიზიიდან გამოსვლისას, დროებითი საშვი უნდა ითხოვოს გამოუვალ ვითარებაში (ყველას შეუძლია, ყველანაირი გამოუვალი სიტუაციის დროს დარეკვა!) ... თუ უსაბუთოდ, მართვის მოწმობის გარეშე ამან უნდა იბოდიალოს და ეკუთვნის?! ზოგადად, ვერ ვხვდები, რაზე აქვთ პრეტენზია ამ პოლიტიკანებს, კანონის არდაცვა და ქაოსი “კაიტიპობად” ეჩვენებათ, თუ რა სოუსით ეკუთვნით პრივილეგიები?!" – დაწერა მანჩო გიორგობიანმა. ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, მას მართვის უფლება 3 წელი არ აქვს და არც კომენდანტის საათის შემდეგ გადაადგილებისთვის იღებდა რაიმე ნებართვას, რადგან პირადი პრობლემები აქვს და ბიუროკრატიული წესების გავლა ეზარება.