x
image
Yoona
Mediator image
„მტვერსასრუტი“ ფილტვებისთვის: 4 პროდუქტი ფილტვების გასაწმენდად
ფილტვები დაბადებიდან გარდაცვალებამდე შეუსვენებლად უნდა მუშაობდეს. ფილტვების მთავარი ფუნქციაა ჰაერიდან, რომელსაც ვსუნთქავთ, მიღებულ ჟანგბადს სისხლის წითელ სხეულებში შეღწევაში დაეხმაროს. შემდეგ ამ უკანასკნელთ ჟანგბადი სხეულის გამოსაკვებად გადააქვთ. ფილტვები არის ორგანო, რომელიც ამოსუნთქვისას ნახშირორჟანგის გამოდევნას ხელს უწყობს. დაზიანებული ფილტვები სასუნთქ გზებზე გავლენას ახდენს, რაც ძალიან სახიფათოა.

image

დღეს ჰაერით დაბინძურების დონე იზრდება და ფილტვებიც შეიძლება დაბინძურდეს. ამ ორგანოზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. აი, რამდენიმე პროდუქტი, რომლებიც ნამდვილ „მტვერსასრუტს“ წარმოადგენს. მათი სწორად მოხმარებით ფილტვების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შეძლებთ.

ლეღვი


ლეღვი არა მხოლოდ სასარგებლო პროდუქტი, არამედ ფილტვებისთვის ნამდვილი სამკურნალო საშუალებაა. თანამედროვე მედიცინის თანახმად, ლეღვი ვაშლს და მჟაუნის მჟავებით მდიდარია. ასეთ ინგრედიენტებს ორგანიზმისთვის დიდი უპირატესობა აქვს.

image

ის კუჭ–ნაწლავის მიერ საჭმლის მონელებას ხელს უწყობს, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია და სასუნთქი ორგანოებისთვის სასარგებლოა. ლეღვი სითბოს მხარდასაჭერასა და ყელის და ფილტვების დატენიანებაში დიდ როლს თამაშობს.

ლეღვი ცნობილია, როგორც ფილტვების „მტვერსასრუტი“. თუ მას სწორად მოამზადებთ, არა მხოლოდ საჭმლის მონელებას გააუმჯობესებს, არამედ სასუნთქი ორგანოების კვებას ხელს უწყობს.

ღვიძლი

წლის ცივ დროს ცილებით და რკინით მდიდარი პროდუქტები უნდა მიირთვათ. პროდუქტი ძალიან სასარგებლოა შინაგან ორგანოებში (ჩვეულებრივ, ნაწლავებსა და ფილტვებში) დაგროვებული ჭუჭყისა და ნარჩენების საწინააღმდეგოდ.

image

ღორის ღვიძლი ნამდვილი ფილტრია, რომელიც ორგანიზმს მავნე ნივთიერებების გამოდევნაში ეხმარება. გამოყენებამდე უნდა მოხარშოთ ან ორთქლზე მოამზადოთ. ეს პროდუქტი მხოლოდ სანდო მაღაზიებში უნდა შეიძინოთ. არ მიირთვათ, თუ მომწარო გემო აქვს.

ყვავილოვანი კომბოსტო

ყვავილოვანი კომბოსტო – ბოსტნეული, რომელიც მდიდარია C ვიტამინით, კაროტინოიდებით, ფოლიუმის მჟავით და ფიტოქიმიური ნივთიერებებით, რომლებიც ფილტვებიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას ხელს უწყობს.

image

ბოსტნეული შეიცავს ნაერთებს, რომლებიც უჯრედებს ანთების საწინააღმდეგო გენებზე გადართვაში ეხმარება, რომ ორგანიზმი რესპირატორული დაავადებებისგან დაიცვას.

კოჭა

ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული პროდუქტი ხველების და სურდოს საწინააღმდეგოდ. კოჭა ცნობილია ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, ორგანოებიდან ტოქსინების გამოდევნით. ის შეიცავს ბევრ ვიტამინს და მინერალს, მათ შორის მაგნიუმს, კალიუმს, თუთიას და ბეტა–კაროტინებს.

image

კოჭის ზოგიერთი ექსტრაქტი ფილტვების სიმსივნის განადგურებაში გვეხმარება. საუკეთესო მეთოდი იმუნიტეტის გასაზრდელად და სეზონურ გრიპთან საბრძოლველად. ყოველდღე ჩაი კოჭასთან ერთად დალიეთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

რატომ ღირს ანწლის მიღება პანდემიის დროს

image

ცივი ფეხები, უძილობა და სწრაფი კვების პროდუქტები: იმუნიტეტის 6 მთავარი მტერი

image

რა კლავს ბაქტერიებს: ფოტოები სადეზინფექციო საშუალების და საპნის გამოყენების შემდეგ განსხვავებას დაგანახებთ

image

რა უფრო სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის: შაქარი თუ თამბაქო?

image

არასწორი ტემპერატურა და ღამით ვარჯიში: უძილობის მიზეზები და რა უნდა გააკეთოთ

image


0
800
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
800