x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
21 დეკემბრიდან უნიკალური პროექტის “ბიბლია განმარტებებით“ მე-17 ტომი გამოიცემა
image


21 დეკემბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად უნიკალური პროექტის „ბიბლია განმარტებებით“ მე-17 ტომი გამოვა. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი 13.50 ლა­რია, გა­ზეთ­თან ერ­თად - 15.00.


შეგახსენებთ, რომ საუკუნის პროექტის 9 ტომი მე-16 ტომიდან უკვე ახალი აღთქმის განმარტებებს ეთმობა. მათ­ში ერ­თად იქ­ნე­ბა თავ­მოყ­რი­ლი წმინ­და მა­მა­თა გან­მარ­ტე­ბე­ბი, მათ შო­რის ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც დღემ­დე ქარ­თულ ენა­ზე არ იყო თარ­გმნი­ლი.


„პირველი, ვისაც ვთხოვე და ვურჩიე, რომ შეეძინათ „ბიბლია განმარტებებით“, ნიშანდობლივად - ახალი აღთქმის ნაწილი (მე-16 ტომიდან), არიან ჩემი ოჯახის წევრები და უახლოესი ნათესავები, რომელთაგანაც ზოგიერთი თუ ეზიარება ქრისტეს მაცხოვნებელ საეკლესიო საიდუმლოთ (ლოგიკურია, ალბათ, ასეც უნდა მოვქცეულიყავი); მეორე, ვისაც ვურჩიე (და, რაღაც აზრით, დავავალდებულე), რომ მას გაეცნონ და გამოიყენონ, არიან თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები (შესაძლოა, ეს ყოფილ სტუდენტებზეც განივრცოს). დარწმუნებული ვარ, ბევრ საგულისხმო ადგილს ნახავთ ამ წიგნებში, რომლებშიც თავმოყრილია ეკლესიის მამათა და თეოლოგთა განმარტებანი, დაკავშირებული ცალკეულ ბიბლიურ ეპიზოდებთან (მუხლებთან), რომელთაგანაც ზოგი პირველად ქვეყნდება თანამედროვე ქართულ ენაზე (მაგ.: ნეტარი იერონიმე სტრიდონელის, ბერი ექვთიმე ზიგაბენის და სხვ. კომენტარები), ზოგი კი აქამდე ჩვენს ენაზე არსებულ თარგმანებს ემყარება, ოღონდ მაქსიმალურად შეკვეცილსა და შემოკლებულს მკითხველის სურვილისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით“, - აღნიშნავს სასულიერო აკადემიის ბიბლეისტიკის კათედრის დოქტორანტი და პროექტის კონსულტანტი გიორგი თოდუა.



გა­მომ­ცე­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L“-ის წიგ­ნე­ბი იყი­დე­ბა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ქსე­ლურ მარ­კე­ტებ­სა და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის წერ­ტი­ლებ­ში: „მაგ­ნი­ტი“, „ნი­კო­რა“, „დე­ი­ლი“, „ეკო­ნო­მიქ­სი“, „სპა­რი“, „ფრეს­კო“დას­ხვა. კონ­კრე­ტუ­ლი მი­სა­მარ­თე­ბი იხი­ლეთ ბმულ­ზე <<<


გა­მო­წე­რის შემ­თხვე­ვა­ში, მი­მარ­თეთ elva.ge -სქოლ-ცენ­ტრს: 577991651



0
17
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0