x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი- ის დღესაც უბრალოდ ვარსკვლავი არ არის,არამედ სუპერვარსკვლავია
image


ამ დღეებში აღინიშნება დიდი ბეთჰოვენის დაბადების 250 წლისთავი. დანამდვილებით ცნობილია მხოლოდ მისი ნათლობის თარიღი - 17 დეკემბერი. იმ დროინდელი წეს-ჩვეულებების მიხედვით, სავარაუდოდ ის ერთი დღით ადრე დაიბადა. მისი კლასიკური მემკვიდრეობის შესახებ ორი საუკუნის განმავლობაში იმდენი დაიწერა და ითქვა, რომ მასში რთულია რაიმეს დამატება.

ამიტომ, გადავწყვიტეთ დიდი მუსიკოსის იუბილე სხვა კუთხით აღვნიშნოთ და გავიხსენოთ, გარდაცვალებიდან მრავალი წლის შემდეგ თუ როგორ შემოიჭრა დიდი კლასიკური კომპოზიტორი პოპულარული მუსიკის სამყაროში და პოპ-მუსიკოსებმა, ზოგმა პატივისცემით, ზოგმა ირონიით შეიტანეს მისი თემები და მისი კლასიკური კომპოზიციების ფრაგმენტები თავიანთ სიმღერებში და ინსტრუმენტულ ნამუშევრებში.


1-chuck berry roll over beethoven -


1956 წელს, როკ-ენ-როლის გარიჟრაჟზე, ჩაკ ბერიმ, ამ ჟანრის ერთ – ერთმა პიონერმა, გამოუშვა სინგლი, რომელიც ახალი, გაბედული ახალგაზრდული მუსიკის დაბადებას გვაუწყებდა. სამართლიანად მეტსახელად "როკ ენ როლის მამა", ჩაკ ბერი ხმამაღლა და უცერემონიოდ ითხოვდა ბეთჰოვენის "რიტმ ენდ ბლუზში შემოჭრას" და ამასთანავე უნდა "ეცნობენინა ეს სხვა კლასიკოსისთვის", კერძოდ ჩაიკოვსკისთვის.


თავად "Roll Over Beethoven" მყისიერად იქცა როკ სტანდარტად, რომელსაც ჩაკ ბერის შემდეგ მრავალი მუსიკოსი ასრულებდა, მათ შორის "ბიტლზი", თუმცა ყველაზე ღირშესანიშნავი ქავერი ალბათ Electric Light Orchestra-ს ეკუთვნის, რომელმაც მთლიანი ორკესტრის თანხლებით მე-5 სიმფონიის შესავლით შეასრულა.


2-ლეონარდ ბერნსტაინი "Somewhere"

ლეონარდ ბერნსტაინი პროფესიონალი კომპოზიტორი და დირიჟორია, რომელსაც აქვს კარგი აკადემიური განათლება, მაგრამ მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, მიუზიკლი "West Side Story", უფრო მეტად ეკუთვნის პოპკულტურას.

სიმღერა მიუზიკლიდან "Somewhere"" გახდა ბერნშტაინის სავიზიტო ბარათი. კომპოზიტორმა თავისი მელოდია ორი კლასიკური შედევრის ჩანართებით გაამდიდრა - ჩაიკოვსკის "გედების ტბით" და ბეთჰოვენის კონცერტი ფორტეპიანოსა და No5 ორკესტრისათვის, ცნობილი როგორც "იმპერატორი".



3-Deep Purple-"Exposition/We Can Work


"ჩვენ არანაკლებ მნიშვნელოვანი ვართ, ვიდრე ბეთჰოვენი. ”- განაცხადა Deep Purple- ის კლავიშისტმა ჯონ ლორდმა, ყოველგვარი ყოყმანის და ყალბი მოკრძალების გარეშე, 1973 წელს ბრიტანულ ჟურნალ New Musical Express- თან ინტერვიუში.

ეს რა თქმა უნდა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ჯონ ლორდს, რომელსაც უმაღლესი კლასიკური განათლება ჰქონდა მიღებული, სწორედ მისი მეცადინეობით ჯგუფი ხშირად იყენებდა სხვადასხვა კომპოზიციებში ციტატებს ბახის, ჩაიკოვსკის, რიმსკი-კორსაკოვის, გრიგის და რა თქმა უნდა ბეთჰოვენის შემოქმედებიდან.


ქვემოთ გთავაზობთ კომპოზიციას Exposition/We Can Work, სადაც ბითლზის, ბეთჰოვენის მე-7 სიმფონიის და ჩაიკოვსკის "რომეო და ჯულეტას" უვერტიურა არის გამოყენებული.



4-The Beatles-Because


კომპოზიცია რომელიც Abbey Road-ის ბოლო ალბომში ჟღერს, არის Beatles- ის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კომპოზიცია, რომელიც დაუმსახურებულად არ არის შესული ზოგადად აღიარებულ შედევრების სიაში.


სანამ ავანგარდში მოხვდებოდა, იოკო ონომ მოახერხა კლასიკური პიანინოს დაუფლება და 1969 წლის ზაფხულის ერთ დღეს, როდესაც პიანინოსთან იჯდა, დაიწყო მთვარის სონატის დაკვრა. დივანზე წამოწოლილმა ლენონმა ჰკითხა. "შეგიძლიათ იგივე აკორდები უკუღმა დაუკრა?" . ბეთჰოვენის სონატის "ინვერსიული" ვერსიის მოსმენისას შთაგონებულმა ლენონმა მაშინვე დაუკრა მისგან მელოდია.


5-Miguel Rios-Song of Joy

პოპ ჰიტი "სიხარულის ოდა" 1969 წელს გამოვიდა, ბეთჰოვენის კლასიკური მელოდიის სრულიად არაპოლიტიზირებული ვერსია არგენტინელმა კომპოზიტორმა ვალდო დე ლოს რიოსმა შექმნა, ხოლო ესპანელმა მომღერალმა და მსახიობმა მიგელ რიოსმა ინგლისურად იმღერა.

1970 წელს სიმღერა უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა და პირველი ადგილი დაიკავა ავსტრალიაში, კანადაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, აშშ-ს პოპ ჩარტებში ის მე -14 ადგილზე გავიდა, ბრიტანეთში კი მე -16 ადგილზე. საერთო ჯამში, სინგლი მსოფლიოს მასშტაბით ოთხი მილიონი ტირაჟით გაიყიდა.

6-Billy joel-This Night

სიმღერა 1983 წლის ალბომში Innocent Man-ში ჟღერს, ბილი ჯოელმა Adagio cantabile-ის ჰარმონია გამოიყენა ბეთჰოვენის "პათეტიკური სონატის" მეორე ნაწილიდან.

7-Rainbow - Difficult to Cure

ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რის გამოც ჯონ ლორდმა და რიჩი ბლეკმორმა ერთმანეთს გაუგეს, ეს იყო კლასიკური მუსიკის დიდი სიყვარული, როდესაც ბლეკმორმა პირველად დატოვა Deep Purple და შექმნა საკუთარი ჯგუფი, რა თქმა უნდა იქაც ვერავითარ შემთხვევაში გვერდს ვერ აუვლიდა დიდი კლასიკოსებს..Difficult to Cure არის კომპოზიცია, რომელიც მე-9 სიმფონიის თემაზეა შექმნილი.

0
89
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0