x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნიკოლა ტესლას გამოგონებები, რომლებიც არასდროს განხორციელებულა

image


ამერიკელი მეცნიერი და ფიზიკოსი, ნიკოლა ტესლა ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი გამომგონებელია. სწორედ მან გამოიგონა კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარი ელექტროენერგია.


თუმცა, არსებობს მისი რამდენიმე გამოგონება, რომელიც არასოდეს განხორციელებულა:



ენერგიის უსადენო გადაცემა - ვარდენკლიფის კოშკი



ტესლამ სცადა კოშკის აშენება, რომელიც ელექტროენერგიას გადასცემდა ჰაერში. მას უნდოდა ვარდენკლიფიდან ნიუ-იორკამდე ამ კოშკის საშუალებით კომუნიკაციის დამყარება, თუმცა ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.



მან ამერიკელი ფინანსისტი ჯონ მორგანი დაარწმმუნა, რომ ენერგიის უსადენო გადაცემა გაცილებით უკეთესი სისტემა იქნეობდა, ვიდრე გულიელმო მარკონის უსადენო ტელეგრაფი.


მორგანი დათანხმდა და პატენტის 51%-იანი კონტროლის სანაცვლოდ, 150 ათასი დოლარი (დღევანდელი ექვივალენტით 5 მილიონი დოლარი) მისცა მშენებლობისთვის.




პროექტის მიხედვით

ვარდენკლიფის კოშკი



შეჩერებული მშენებლობა

ვარდენკლიფის კოშკი



თუმცა მოგვიანებით უარი თქვა პროექტის დაფინანსებაზე იმ მიზეზით, რომ ტესლამ პროექტში გარკვეული ცვლილებები შეიტანა, რაც ხელშეკრულების დარღვევა იყო და რაც დამატებით ფინანსებს მოითხოვდა. კოშკის მშენებლობა 1906 წელს შეჩერდა.




დისტანციური მართვის ფლოტი


მიუხედავად იმისა, რომ ტესლა ცნობილია, როგორც გამომგონებელი ელექტროენერგიაში, მისი შესაძლებლობები ამით არ ამოიწურებოდა. კიდევ ერთი მიმართულება იყო სამხედრო ტექნოლოგიის სფერო.



დისტანციური მართვის ფლოტი - ნიკოლა ტესლა



ტესლამ გამოიგონა პატარა ნავი, რომელიც რადიო სიგნალებით იმართებოდა.




მოაზროვნე კამერა


ტესლას ერთ-ერთი ყველაზე უცნაური იდეა იყო ის, რომ, მისი რწმენით შესაძლებელი იქნებოდა საკუთარი აზრების ფოტოგრაფია.


მოაზროვნე კამერა


1933 წელს მან კანზას სითის ჟურნალ "პოსტში" ჟურნალისტებს განუცხადა: ”1893 წელს, როდესაც გამოკვლევები ჩავატარე, დავრწმუნდი, რომ აზროვნებაში ჩამოყალიბებულმა გარკვეულმა გამოსახულებამ რეფლექსური მოქმედებით უნდა შექმნას შესაბამისი სურათი თვალის ბადურაზე, რისი წაკითხვაც შესაძლებელი იქნება შესაფერისი აპარატის მიერ.

თუ ეს წარმატებით განხორციელდება, მაშინ ადამიანის მიერ წარმოდგენილი საგნები, მათი წარმოქმნისთანავე, აშკარად აისახება ეკრანზე. ჩვენი გონება მაშინ, მართლაც, ღია წიგნებს დაემსგავსებოდა".


ცხადია ასე მარტივად არ შეგვიძლია ჩვენ ამის მიღება, როგორც ეს ნიკოლა ტესლას წარმოედგინა. თუმცა იმდენი რამ არ ვიცით ადამიანის აზროვნებისა და ცნობიერების ბიოლოგიური მექანიზმის შესახებ, რომ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რასაც ტესლა ამბობდა შეუძლებელია თუ არა/

მისი გონება ფაქტიურად მომავალში აზროვნება, და რასაც მაშინ იგონებდა, ინერგება დღესაც - გავიხსენოთ თუნდაც ტელეფონის უსადენო დამუხტვა.






მიწისძვრის მანქანა


1893 წელს ტესლას მიენიჭა პატენტი მის ორთქლზე მომუშავე სიგნალების მექანიკურ გენერატორს, რომლის ვიბრაციის საშუალებით შესაძლებელი იყო ელექტროენერგიის წარმოება. როგორც მან მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მანქანის ექსპერიმენტისას, ნიუ-იორკის ლაბორატორია ძლიერი რყევებისგან კინაღამ ჩამოენგრათ თავზე.


”მოულოდნელად ადგილზე ყველა მძიმე ტექნიკა დაფრინავდა. ჩაქუჩი ავიღე და მანქანა დავტეხე, ”- თქვა მან.


”ქუჩაში, განგაში იყო. მოვიდნენ პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები. ჩემს თანაშემწეებს ვუთხარი, მომხადირის შესახებ არაფერი ეთქვათ. ჩვენ პოლიციას განვუცხადეთ, რომ ეს იყო მიწისძვრა".


მიწისძვრის აპარატი



ამ ფაქტმა ტესლას ახალი იდეა შთააგონა. გამოეგონებინა მიწისძვრის აპარატი, რომლის საშუალებითაც მეცნიერები შეძლებდნენ დედამიწის გეოლოგიური თვისებების აღმოჩენას, ინჟინრები აღმოაჩენდნენ მიწისქვეშ არსებულ ლითონის მადნებს.

მას არასდროს შეუქმნია მიწისძვრის მანქანა, თუმცა დღეს მეცნიერები და ინჟინრები ზუსტად იმავე პრინციპს იყენებენ, როგორც ტესლას წარმოედგინა.





სიკვდილის სხივი


ან მშვიდობის სხივი, როგორც მეცნიერმა უწოდა.


სიკვდილის სხივი - ან მშვიდობის სხივი


ტესლას სჯეროდა, რომ ვერცხლისწყლის იზოტოპების აჩქარებით შექმნიდა ხმაზე 48-ჯერ მეტ სიჩქარეს, შედეგად მიღებული სხივი გამოიმუშავებდა საკმარის ენერგიას, რომ დედამიწის შორეულ ჰორიზონზე გაენადგურებინა მთელი არმიები.

ტესლა ამ იდეის განხორციელებას ამერიკაში რამდენიმე წლის განმავლობაში, ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ.


ვინ იცის კიდევ რამდენი იდეაზე ფიქრობდა და რა იდეები დარჩა განუხორციელებელი.


თუმცა უდაოა რომ ამნ ცხოვრება გაგვიადვილა.





0
578
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
578
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0