x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო:- "ეს ძალიან უცნაური იყო" - რას ამბობენ თვითმხილველები 14 დეკემბრის მზის დაბნელებაზე
image




მზის სრული დაბნელება მოხდა 14 დეკემბერს. ფენომენის დაკვირვება შეიძლებოდა პატაგონიაში, ჩილესა და არგენტინაში. კორონავირუსის მიუხედავად იქ ათობით ტურისტი წავიდა.





მზის მთლიანი დაბნელების ნახვა მხოლოდ სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში იყო შესაძლებელი 14 დეკემბერს. ამ ადგილზე წავიდნენ მეცნიერები-ასტრონომები და ტურისტები. ამინდმა მათ ხელი შეუშალა მზეზე დაკვირვებაში, 14 დეკემბერს, წვიმდა და ცა მოღრუბლული იყო.





image







დაბნელება ჩანდა 90 კილომეტრიან დერეფანში, ჩილეში წყნარი ოკეანის სამხრეთ სანაპიროზე, ანდების მთაზე და არგენტინაში. მზის დაბნელება სამხრეთ ამერიკაში 18 თვის განმავლობაში მეორეა.






ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დაბნელების სანახავად 100 000-ზე მეტი ტურისტ გაემგზავრა ჩილეს პოპულარულ სანაპირო სოფლებში პუკონსა და ვილიარიკაში, აგრეთვე, წყნარი ოკეანის ცენტრალურ სანაპიროს პლიაჟებზე. ქვეყნის ხელისუფლება აფრთხლებდათ, რომ ჩილეში გაიზარდა COVID-19- ის შემთხვევები. მაგრამ ბევრმა გადაწყვიტა, რომ კორონავირუსი არ იყო სახლში დარჩენის მიზეზი.




image




ადგილობრივი მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ღრუბლებმა ხედვა გააუარესა, ტურისტების მისალმების და ტაშის ფონზე მთვარემ მთლიანად დაფარა მზე ადგილობრივი დროით 13:00 საათზე.





”ეს ძალიან უცნაური იყო, მოულოდნელად დაბინდდა.” - თქვა ჩილეელმა ტურისტმა, რომელმაც აღიარა, რომ ბედნიერი იყო, რადგან მზის დაბნელება ნახა.




მზის დაბნელების საუკეთესო ხედი ჩილეს ჩრდილოეთით უფრო კარგად გამოჩნდა, სადაც დედაქალაქ სანტიაგოს მკვიდრნი მოწმენდილ ცაზე აკვირდებოდნენ მოვლენას.




0
401
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
401
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0