x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
5 გზა - როგორ მივცეთ საკუთარ თავს მოტივაცია - პანდემიის დროს


თვითმოტივაცია



მიუხედავად იმისა რომ პანდემიის დროს კოვიდ რეგულაციებს ყველა ჩვენთაგანი უნდა დავემორჩილოთ, მაინც რთულია იმ პირობებში ყოფნა როგორიცაა დისტანციური სწავლა თუ მუშაობა.


1.


თვითმოტივაცია 1


გაითვალისწინეთ, რომ ახლა ჩვეულებრივი დრო არაა და თქვენი პროდუქტიულობის გამოვლენა არ არის თქვენზე დამოკიდებული. ამის გააზრება დაგეხმარებათ სწორად დასახოთ მიზნები და სწორად მოითხოვოთ საკუთარი თავისგან ის თუ რა გინდათ.



ყოველდღიური მიზნების დასახვა დაგეხმარებათ, თქვენი დღე მაქსიმალურად პროდუქტიული გახადოთ. დიდი მიზნების ნაცლად, რომელიც ახლა შეიძლება გადაულახავი ჩანდეს, დაისახეთ პატარა და რეალური მიზნები - ეასე ვთვათ "მიზნუკები".


მაგალითად დაასრულეთ ის საქმე, რომელიც არც თუ ისე რთულია და რომელიც დიდი ხანია გაქვთ შემოდებული თაროზე. გაასუფთავეთ მონაცემები, კომპიუტერში, მობილურში და ბოლოს და ბოლოს ჩაუჯექით ფოტოების გადახარისხებას, რომელიც ათასობითაა და უმრავლესობა წასაშლელია.




2.


თვითმოტივაცია 2

სახლიდან მუშაობამ შეიძლება გაართულოს თქვენი ყოველდღიური ამოცანების შესრულება, რადგან აქვეა 24/7 Netflix– ის სერიალების ცდუნება.

თუ დანიშნავთ დროს როდის იმუშავებთ და როდის დაისვენებთ, დაგეხმარებათ ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი ბალანსის მართვაში.

ეს საათები კი თქვეს პროდუქტიულობას უნდა მოარგოთ, რადგან ზოგი პროდუქტიულია დღისით, ზოგი კი - ღამით.





3.


თვითმოტივაცია 3


სოციალური დისტანცია, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს რომ სულ უნდა დაემშვიდობიოთ სოციალურ ცხოვრებას. დაგეგმეთ ვირტუალური შეხვედრები თქვენს მეგობრებთან ერთად და ხშირად ისაუბრეთ. დათქმული დროისა და რიცხშვი დაპირებისამებრ ერთად შეკრება სტიმულის მომცემი იქნება თითოეულისათვის.






4.


თვითმოტივაცია 4


შეუძლებელია მოტივირებული იყოთ, თუკი გონება სავსეა შფოთვით. საკუთარ თავზე ზრუნვა დაგეხმარებათ, ამ დროის განმავლობაში, უკეთესად მართოთ თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა.


შეეცადეთ ყოველდღე ცოტათი იმოძრაოთ, ან იოგის ონლაინ გაკვეთილებს ჩაუჯდეთ, შეიძლება ამ სიახლემ გაგიტაცოთ კიდეც. დაუთმეთ დრო დაბალანსებულად ჭამას, შეეცადეთ არ იმუშაოთ ლანჩის დროს - გადადგით ლეპტოპი და დაისვენეთ. ნუ დარჩებით ღამის ორ საათამდე. შეინარჩუნეთ ნორმალური ძილის გრაფიკი და გამოიძნეთ მინიმუმ რვა საათი. მიეცით საკუთარ თავს დრო, ისიამოვნოთ ტელევიზორით და სოციალური მედიით, თუმცა ზედმეტი არ ვარგა არაფერი და ნურც დილიდან საღამომდე გადაყვევით ახალი ამბების მოსმენა. ასე შეამცირებთ შფოთვას და სტრესს. შემოიფარგლეთ პანდემიასთან დაკავშირებული მთავარი ამბებით და რაც მთავარია ინფორმაცია მიიღეთ სანდო წყაროებიდან.


თუ გჭირდებათ ვინმესთან საუბარი აუცილებლად გააკეთეთ ეს. დაურეკე მეგობრებს ან ახლობლებს უბრალოდ მოიკითხე და ესაუბრე, ასე მეტად განიტვირთებით.






5.


თვითმოტივაცია 5

ახლა არავის აქვს ნორმალური ცხოვრება. თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ გაქვთ კარგი დღეები და გაქვთ ცუდი დღეები, როცა საერთოდ არ გაქვთ მოტივაცია და რამის კეთების სურვილი.
როდესაც შესრულება შეუძლებელად მიგაჩნიათ, გადახედეთ პრიორიტეტებს რა უნდა გააკეთოთ კონკრეტულად დღეს - რა დედლაინები გაქვთ, რა წერილები უნდა გააგზავნო საღამომდე? დოცა პრიორიტეტების შესრულებას მორჩებით აუცილებლად დაისვენეთ.
და თავს ნუ გაინადგურებთ იმაზე ნერვიულობით, რომ ვერ შეასრულეთ თქვენი მთლიანი დავალებების სია! ფაქტიურად უნდა გამოიყენოთ ეს დრო, დრო როცა საკუთარი თავისგან ნაკლებს უნდა ველოდოთ, ბოლოს და ბოლო მსოფლიოში ხომ პანდემია მძვინვარებს.




0
45
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0