x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ქართული ზცრს | რს-122

image

სისტემა წარმოადგენს საბჭოთა წარმოების მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული БМ-21 "Град"-ის ქართულ ვერსიას. განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის, საარტილერიო ბატარეების, გამაგრებული ობიექტების, სამეთაურო პუნქტების და საფორტიფიკაციო ნაგებობების გასანადგურებლად.
საცეცხლე ნაწილი წარმოადგენს მრავალჯერადი გამოყენების 40 ლულიან . საცეცხლე პაკეტს, რომელშიც 122 მმ კალიბრის უმართავი რეაქტიული რაკეტები თავსდება. საბრძოლო მანქანას ცეცხლის წარმოება, პოზიციის წინასწარი მომზადების გარეშე და გათვლის კაბინიდან გადმოუსვლელად შეუძლია, რაც ზალპის განსახორციელებლად საჭირო დროს მინიმუმამდე ამცირებს. პერსპექტივაში მანქანაზე შესაძლებელია დამონტაჟდეს ცეცხლის მართვის ავტონომიური ციფრული სისტემა, ნავიგაციისა და დამიზნების თანამგზავრული სისტემები. ასევე მოდულური საცეცხლე ნაწილი, რომელზეც შესაძლებელი იქნება ერთჯერადი და მრავალჯერადი პაკეტების დამონტაჟება სხვადასხვა ტიპის და კალიბრის რაკეტებით.
ტექნიკური მახასიათებლები
✓ძრავის ტიპი-ЯМЗ 238Д
✓ძრავის სიმძლავრე- 360 ცხ.ძ
✓ჯავშნის ტიპი- კომბინირებული, მრავალშრიანი, STANAG 4569 level 2
✓ამაღლების კუთხეები- 0°/+60°
✓სროლის სიშორე- 45კმimage
0
283
1-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0