x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"შე ნ......ა ვინ მოგცა უფლება ჩვენი ფული და ჩვენი ცხოვრება გამოხრა" - ნინო ჯანგირაშვილი

image


ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობების დემონტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება და დედაქალაქის მერს კახა კალაძეს - ნაძირალას უწოდებს. კალაძის თქმით, აფრიკის დასახლების იმ ტერიტორიაზე, სადაც ცოტა ხნის წინ, პოლიციას, მუნიციპალურ ინსპექციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა, არავინ ცხოვრობს. როგორც დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა მუნიციპალურმა ინსპექციამ რომელმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს შენობები დაუნგრია, მათ სხვაგანაც აქვთ სახლები და ეს მათი ერთადერთი საცხოვრებელი არ არის: "იქ არავინ არ ცხოვრობს. ეს არის დატაცებული მიწები. მიზანმიმართულად ხდება ამ კონკრეტული ტერიტორიების დაკავება, გარკვეული შენობა-ნაგებობეის განთავსება, რომ წლების შემდეგ მოახდინონ ამ მიტაცებული მიწების რაღაცნაირად მითვისება, რაც კატეგორიულად მიუღებელია და დაუშვებელია. ამ ადამიანებს აქვთ სახლები, მიწები და ა.შ… მე არ გამოვრიცხავ, რომ ამის უკან გარკვეული ჯგუფები იყვნენ, რომლებიც ხელს ითბობენ ასეთი გადაწყვეტილებებით", – განაცხადა კალაძემ, რომელსაც საგანგებო პოსტი ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორმა მიუძღვნა: "კალაძემ ეგ მიწა არავისი კერძო საკუთრება არ არისო, სახელმწიფოსიაო, თქვენიაო, ყველა თქვენგანისო და იმიტომ გავყარეთ ის ხალხიო. ხოდა შე ნაძირალა გვკითხე ჩვენ? იქნებ გვემეტება იმ ხალხისთვის ის მიწა? ჩვენ გვკითხე მილიონებს რომ ნაძვის ტოტებში ხარჯავ და კონცერტში, რომელსაც ხალხი ვერ დაესწრება, იმისთვის რომ შენი კუტოკი გააძღო და ფული მოტეხო? ვინ ხარ, საიდან მოხვედი, ვინ მოგცა უფლება ჩვენი ფული და ჩვენი ცხოვრება გამოხრა შე ვირთხა!" - დაწერა ნინო ჯანგირაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე, რომელსაც ღია ცის ქვეშ დარჩენილი მამა - შვილის ის სულისშემძვრელი ფოტოც დაურთო, რომელმაც სრულიად სოციალური ქსელი შეძრა.


image


0
432
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
432