x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყოფილი ქართული სპეცსამსახურის ოფიცრის, პარტიზანის შურისძიება და მის მიერ გამოჩენილი სიკეთის ცუდი გაგრძელება

image 1989 წელი იყო როცა ოჩამჩირეს რაიონის სოფელ ილორში საშინელი ამბავი მოხდა.ილორში ********-ის (თქვენი ნებართვით გვარს არ დავასახელებ) მეზობლად მცხოვრებმა ლაზმა გვარად კანჯი ოღლიმ *******-ის გოგონას სთხოვა სტუმრებს ველოდები და გთხოვ სუფრის გაწყობაში დამეხმარო მეუღლე სახლში არააო.
20 წლის გოგოც დანდობილად შევიდა მეზობლის სახლში რათა მეზობელს დახმარებოდა, მასპინძელმა სთხოვა იატაკის ქვეშ გვაქვს სათავსი და იქიდან დაკონსერვებული პროდუქტი ამოიტანე მამაშვილობასო, გოგოც ის იყო კიბეზე ჩავიდა, რომ კეფაში რაღაცა მოხვდა და გაითიშა.
როცა გონს მოვიდა მიხვდა რა საშინელ ხაფანგში გააბა მამის ასაკის არაკაცმა მეზობელმა, მეზობელს უგონოდ მყოფი გოგონასათვის ნამუსი აეხადა.
გოგონამ ტანსაცმელი გაისწორა სახლში ლასლასით დაბრუნდა და რძალს უამბო თავს გადამხდარ საშინელებაზე, სანამ რძალმა ოჯახის წევრები მოიძია საბრალო გოგომ თერმომეტრს ბოლო მოატეხა და ვერცხლისწყალი ყურში ჩაისხა.
როცა ოჯახის წევრები მოგროვდნენ და გოგო მოიძიეს საშინელი სურათი დახვდათ, მეზობლის სახლი გაცოფებულმა მამამ და გოგოს ძმებმა გადაწვეს, დამნაშავე კი ადრევე გაქცეულიყო.
ძებნის მიუხედავად დამნაშავეს ვერსად მიაგნეს, დრო გავიდა და აფხაზეთში ომი დაიწყო. ********-ის ოჯახსაც მოუწია სახლის დატოვებამ, დაბრუნებულმა არაკაცმა კი უკვე მათი სახლი გადაწვა საძირკვლიანად, აფხაზეთის ომში გამოჩენილი სისასტიკისათვის მას მალევე მიანიჭეს "აფხაზეთის გმირის" წოდება.
გავიდა ხანი და ადხაზეთში პარტიზანული მოძრაობა დაიწყო, ერთერთი დაჯგუფების ერთერთმა მეთაურმა, რომელიც გაუბედურებული გოგოს ღვიძლი ძმა იყო, მაგრამ დეიდას გაეზარდა და სხვა გვარს ატარებდა კანჯი ოღლზე ნადირობა დაიწყო.
ქაეღული სპეცსამსახურის ყოფილ ოფიცერს უზარმაზარი გამოცდილება ჰქონდა, თან ოჩამჩირე და მისი სოფლები ზეპირად იცოდა.
ერთხელაც მისმა ჯგუფმა ინფორმატორისაგან მიიღო ინფორმაცია თუ სად იმყოფებოდა არაკაცი დამნაშავე და პარტიზანების ჯგუფიც გამთენიისას თავს დაესხა სახლს, სადაც "აფაზეთის გმირი" ოჯახით ცხოვრობდა, ჯგუფის მეთარუმა კარები შეამტვრია და კანჯი ოღლის, რომელსაც ტანსაცმლის ჩაცმა ვერა, მაგრამ ავტომატის აღება მოესწრი, ავტომატიანი ხელი ყვიის ჯერით მაჯიანად მიუმსხვრია.
მისი ცოლი და შვილები კი ეზოში გააყვანინა, სანამ არაკაცს აუხსნიდა თუ ვინ იყო და რისთვისაც იყო მოსული.
ცოტა ხანში სახლიდან შემზარავი ყვირილის ხმა გაისმა, რასაც მალევე რამდენიმე გასროლა მოჰყვა.
როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს ქართველ პარტიზანს დის შეურაცხმყოფელი ჯერ დაეკოდა, მერე კი ავტომატიდან გასროლით თავის ქალა აეხადა.
ჯგუდის წევრებს სურდათ უკვე წამოზრდილი ბიჭებიც და მათი დედაც არაკაცი მამის და მეუღლისათვის მიეყოლებინათ, მაგრამ მეთაურმა არავის არ მისცა ამისი ნება, ჩვენ მათ არ უნდა დავემსგავსოთ, ჩვენ ქართველები ვართ!-მოკლედ მოჭრა მან და ჰგუფმა იქაურობა მანამდე დატოვა სანამ მოკლულის ცოლის კივილი მთელ სოფელს ფეხზე დააყენებდა.
გავიდა ხანი, პარტიზანული მოძრაობა ხელისუფლებამ აკრძალა და ერთ დღეს ქართველი ვაჟკაცი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ხურჩა-ნაბაკევის ხიდზე აფხაზ მებაძეებს შეეკამათა ქალს როგორ ექცევითო, სწორედ იმ არაკაცი მამის შვილმა რაშიდ კანჯი ოღლიმ მოკლა.
როგორც ნათქვამია "ჭინჭარზე ჭინჭარი აღმოცენდება", მაშინ იმ პარტიზანს არაკაცი მამისათვის შვილების, რომ მიეყოლებინა გიგა ოთხოზორია ცოცხალი იქნებოდა, მაგრამ ვაჟკაცმა კაცმა არ იკადრა არასრულწლოვანი მოზარდების ჩაცხრილვა.
P.S
შენი ხსოვნა იყოს ვალერ!!!

საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის ბრძოლების მონაწილე ოფიცერს, ყოფილ პარტიზანს აფხაზეთის ხელისუფლების არცერთი წევრი არ მიაცილებდა


"პატარა ხარ ჯერ იმ საშინელების სანახავად რაც აქ ხდება, მე ვთხოვ გიორგის მეორედ არ წამოგიყვანოს ოპერაციაზე, საკუთარი თავის გარდა არავის ენდო ცხოვრებაში"-გამოცდილი პარტიზანის რჩევა


ბადრი ჯობავა, ქართველი პარტიზანი, რომელიც ცალი ხელით იბრძოდა სეპარატისტების წინააღმდეგ საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა


ალყაში მოქცეული პარტიზანები და მათ დასახმარებლად მისული თავზეხელაღებული სპეცრაზმელის გმირობა


"ვაი ქართველების" მიერ დაღუპულად გამოცხადებული ქართველი პარტიზანების ისტორია



0
1220
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1220