x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
იაპონელი კლავდა იმათ,ვინც თვითმკვლელობაზე საუბრობდა და ფიქრობდა
image

იაპონიაში ტაკაჰირო სირაისს ცხრა ადამიანის მკვლელობისთვის მიესაჯა სიკვდილი. მისი ადვოკატები ცდილობდნენ უფრო მსუბუქი განაჩენის გამოტანას, რადგან მიაჩნდათ, რომ მსჯავრდებული ასრულებდა მსხვერპლთა სურვილებს.


იაპონიის სასამართლომ განაჩენი-სიკვდილი მიუსაჯა ადამიანს, რომელსაც მეტსახელი Twitter killer-ი შეარქვეს .იგი ცხრა მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ.

image


30 წლის სირაისი ცხრა ადამიანის დანაწევრებულ გვამს ინახავდა ტოკიოს მახლობლად საკუთარ ბინაში, წერს გამოცემა Kyodo.


მოკლა თუ არა სირაისმა ისინი მათივე თანხმობით, მთავარი დავის საგანი გახდა სასამართლო პროცესზე, იუწყება იაპონური სააგენტო.


2017 წლიდან უგზო-უკვლოდ დაიკარგა რამდენიმე გოგონა, პოლიციამ გამოძიების დროს დაადგინა, რომ გაქრობამდე მათ "ტვიტერში" თვითმკვლელობის შესახებ საკუთარი მოსაზრებები დაწერეს. ერთ-ერთი გაუჩინარების მამამ კატეგორიულად უარყო შესაძლებლობა, რომ მის ქალიშვილს შეეძლო თვითმკვლელობა. იგი ირწმუნებოდა, რომ 17 წლის აკარი სწავლაში იყო ჩაფლული, მთელ თავისუფალ დროს ხატვას ანდომებდა, რადგან ის მომავალში ოცნებობდა, რომ მანგა კომიქსების მხატვარი გამხდარიყო. კიდევ ერთი გოგონას, მიზუკი მიურას მშობლებიც ირწმუნებოდნენ, რომ მატ ქალიშვილის არ ჰქონდა სუიციდისკენ მიდრეკილება.


2017 წლის ოქტომბერში პოლიცია დამნაშავის კვალს დაადგა. ერთ-ერთი დაკარგული გოგონას ძმამ, სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. მან მოახერხა თავისი დის Twitter- ზე წვდომა. პირად შეტყობინებებში მან იპოვა მიმოწერა უცნობ პიროვნებასთან, რომელმაც გოგონას შესთავაზა შეხვედრა და სურვილის ასრულება.(სუიციდის)

image

პოლიციამ ქუჩაში დამონტაჟებული სათვალთვარო კამერების დამხარებით, დაადგინა 23 წლის გოგონას უკანასკნელი მარშრუტი, რომელიც პატარა ქალაქ ძამაში(კანაგავას პრეფექტურა)ერთ-ერთ სახლთან სრულდებოდა.ეს იყო ტაკაჰირო სირაისის სახლი.

პოლიციამ ადგილზევე აღმოაჩინა რამდენიმე გვამი.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ის ინტერნეტში ერთ-ერთ ე.წ. "თვითმკვლელთა საიტზე" ეძებდა გოგონებს . მანამდე 23 წლის გოგონამ Twitter- ზე დაწერა, რომ ეძებდა პარტნიორს ერთობლივი სუციდისთვის.

ამ მეთოდით სირაისმა მოკლა ცხრა ადამიანი.

image



1
414
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
414
  
2020, 24 დეკემბერი, 2:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1