x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
140-მა სპორტულმა ჟურნალისტმა ყველა დროის "ოცნების გუნდები" დაასახელა
image

გამოცემა France Football- მა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები დაასახელა.


ფეხბურთელების შერჩევაში მონაწილეობა მიიღო 140 -მა ყველაზე ავტორიტეტულმა სპორტულმა ჟურნალისტმა მთელი მსოფლიოდან.


"ოცნების გუნდი"დაკომპლექტდა 3-4-3 სქემის მიხედვით. მეკარე ლევ იაშინი(საბჭოთა კავშირი), ერთადერთი მეკარე, რომელმაც "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა.



მცველთა სამეული ასე გამოიყურება: ბრაზილიელი კაფუ, გერმანელი ფრანც ბეკენბაუერი და იტალიელი პაოლო მალდინი. 1972 და 1976 წლებში France Football-ისგან ბეკენბაუერს ორჯერ გადაეცა "ოქროს ბურთი".


ნახევარდაცვაში მოხვდნენ ესპანელი ხავი ერნანდესი, გერმანელი ლოტარ მათეუსი, ბრაზილიელი პელე და არგენტინელი დიეგო მარადონა. საინტერესოა, რომ არცერთ მათგანს არასდროს მიუღია "ოქროს ბურთი" სათამაშო პერიოდში.


ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ და რონალდო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელებად დასახელდნენ. ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო 1994 და 2002 წლებში, მოიგო "ოქროს ბურთი" 1997 და 2002 წლებში. რაც შეეხება არგენტინელსა და პორტუგალიელს, მესიმ 6-ჯერ მოიგო "ოქროს ბურთი", ხოლო რონალდუმ 5-ჯერ.


France Football-მა ყველა დროის "ოცნების გუნდის" მე-2 და მე-3 ნაკრებიც დაასახელა, 140 ჟურნალისტის მიერ დასახელებული გუნდი ასე გამოიყურება:


მე-2 ნაკრები:მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი, მცველები რობერტო კარლოსი, ფრანკო ბარეზი და კარლოს ალბერტო, ნახევარმცველები ფრენკ რაიკარდი, ანდრეა პირლო, ალფრედო დი სტეფანო და ზინედინ ზიდანი, ასევე რონალდინიო, გარინჩა და იოჰან კრუიფი.


მე-3 ნაკრები:მეკარე მანუელ ნოიერი, მცვლები: პაულ ბრეიტნერი, სერხიო რამოსი და ფილიპ ლამი ნახევარდაცვა: დიდი, იოჰან ნესკენსი, ანდრეს ინიესტა და მიშელ პლატინი:თავდასხმა: ტიერი ანრი, ჯორჯ ბესტი და მარკო ვან ბასტენი.

3
140
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
140
  
2020, 24 დეკემბერი, 2:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 22 დეკემბერი, 2:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 16 დეკემბერი, 2:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3