x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რა მოგვივა, თუ საღეჭ რეზინს გადავყლაპავთ?
image

გახსოვთ, ალბათ, როგორ გვაშინებდნენ ბავშვობაში: "არ ჩაყლაპო საღეჭი რეზინი, თორემ ოპერაცია არ აგცდება". იგი გადამუშავდება. იყო სხვა მითიც–გადამუშავდება, მაგრამ ძალიან დიდი ხნის, შვიდი წლის განმავლობაში. სინამდვილეში ეს ცრუ წარმოდგენებია, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ მშობლები მთელი ძალით ცდილობდნენ დაეცვათ შვილები საღეჭი რეზინის ჭამისგან. როგორია სინამდვილე?

image

image

image

რა მოსდის საღეჭ რეზინს კუჭში?

სინამდვილეში იგი ისევე გადამუშავდება, როგორც ყველა სხვა პროდუქტი. კუჭის წვენი და სპეციალური ფერმენტები ყოფენ მას ნაწილებად. ეს ეხება შაქარს და საღებავებს, რომლებიც ამ პროდუქტის შემადგენლობაში შედიან.

რისგან შესდგება საღეჭი რეზინი?

წარმატებული გადამუშავება დამოკიდებულია იმ საკვების შემადგენლობაზე, რაც მივირთვით. თანამედროვე საღეჭი რეზინი ეს არის ცვილის, ფისის (კუპრის) და შაქრიანი ელასტომერის, საღებავების და არომატიზატორების შენაერთი. შაქარი შეიძლება ჩანაცვლებული იყოს დამატკბობელით, მაგალითად, სორბიტით. შაქართან ან მის შემცვლელებთან, საკვებ საღებავებთან და არომატიზატორებთან პრობლემები არ არის, დანარჩენი კი არ გადამუშავდება. ეს დამახასიათებელია სხვა საკვები პროდუქტებისთვისაც, სადაც ყოველთვის რჩება რაღაც ნაწილი გადაუმუშავებელი, რომელსაც ორგანიზმი ვერ უმკლავდება. ამიტომ საღეჭი რეზინის ნარჩენები კუნთების შეკუმშვის და ნაღველის მოძრაობის წყალობით კუჭიდან გადაადგილდება საჭმლის მომნელებელ სისტემაში და გამოიდევნება ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით დაახლოებით 2 დღე-ღამის განმავლობაში, ხანდახან 1-2 დღით გვიან. დიდი რაოდენობით ცვილის, ფისის და სხვ. გამოდევნას ჩვენი ორგანიზმი ძნელად მოერევა, ამიტომ რეგულარულად საღეჭი რეზინის ჩაყლაპვა არ ღირს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ნაწლავების გაუვალობა წარმოიშვას, რაც თავისთავად სახიფათოა ორგანიზმისთვის. თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ასეთი რისკი შეიძლება რამდენიმე ფაქტორის შესაბამისობაში წარმოიქმნას, რომლებიც გადამუშავების პრობლემასთანაა დაკავშირებული.

ასე, რომ თუ შემთხვევით ერთი საღეჭი რეზინი ჩაგეყლაპათ, არავითარი საშინელება ამას არ მოჰყვება, სამუდამოდ ორგანიზმში ის არ დარჩება.


image




იხილეთ ასევე:



1. 12 პროდუქტი, რომელიც უნდა ამოვიღოთ დილის კვების რაციონიდან


2. 3 მეთოდი ყავის კოფეინის ჭარბი რაოდენობის გასანეიტრალებლად


3. 8 მავნე ჩვევა, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყოფილა


4. რატომ ბერდებიან ადრე მარიხუანის მოყვარულები და რა აღმოაჩინეს მის კვამლში


5. იცოდით თუ არა, რისგან ამზადებენ კიბორჩხალის (კრაბის) ჩხირებს?


6. რატომ ცოცხლობენ იაპონელები ყველაზე დიდხანს, მიუხედავად ცხოვრების დღევანდელი რიტმისა


7. ნუ შეიძენთ ამ პროდუქტებს: ჯანმრთელობისთვის სახიფათოა


8. ექიმები დაჟინებით გვირჩევენ, არ მივირთვათ ცხელი პური


9. შეიძლება თუ არა დიდი რაოდენობით საკვების მიღებისგან კუჭი გასკდეს


10. საშიშია თუ არა თითების ტკაცუნი?



0
476
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
476
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0