x
image
ლანა92
ელ-კაგანერი: უჩვეულო საახალწლო ტრადიცია კატალონიაში

image

ბარსელონაში სეირნობისას, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც მდებარეობს სუვენირების მაღაზია, თქვენ აუცილებლად შენიშნავთ უცნაურ ფიგურას, რომელიც გაგაჩერებთ, უკან დაგახევინებთ და ისევ შეგახედებთ. ესაა კაცი ჩახდილი შარვლითა და შიშველი დუნდულებით, რომელიც კუჭში გასასვლელად იკუზება.

შეიძლება, ამ ფიგურის ხილვამ შოკში ჩაგაგდოთ, მაგრამ პატარა ბიჭუნა კატალონიური საახალწლო ტრადიციის ნაწილია. ელ კაგანერი კერამიკული თოჯინაა ტრადიციული კატალონიური სამოსით, რომელიც ხალხს აკურთხებს საახალწლოდ.



საახალწლო პერსონაჟის წარმოშობის ისტორია




image


კაგანერის საახალწლო პერსონაჟი კატალონიაში ჩნდება მე-17 საუკუნის ბოლოდან. იგი გახდა ერთ-ერთი ძირითადი საახალწლო პერსონაჟი. ეს საშობაო პერსონაჟი შეიძლება, იხილოთ კატალონიის საშობაო სცენებში, ასევე, მარიამის, იოსებისა და ჩვილი იესოს მონაწილეობით.კაგანერი არ ითხოვს, იყოს ყურადღების ცენტრში, განიხილებოდეს წმინდა ფიგურად.

"მაგრამ რას აკეთებს კაგანერი შობის სცენაში?", ჩნდება გონივრული კითხვა. კატალონიელების აზრით, იგი აკურთებს მიწას თავისი საოცარი ექსკრემენტით.კაგანერის მნიშვნელოვა სიმბოლურია, მეტაფორულია. მიწის განაყოფიერებით სინამდვილეში პატარა პერსონაჟი აკურთხებს ხალხის მომავალს, წარმატებასა და კეთილდღეობას, ბარაქას მოუტანს ყველას, ვინც მას შობის სცენაზე აყენებს, ხოლო ვინც ამ რიტუალს არ შეასრულებს, წარუმატებლობა ემუქრება. მიუხედავად იმისა, სწამს თუ არა ადამიანებს კაგანერის ძალის, ბედნიერებისა და სიუხვის მომტანი უნარის, მათ უყვართ ამ ფიგურის სახლში ქონა, რამდენადაც ჩაკუზული პატარა ბიჭი ღიმილს იწვევს.

კაგანერის ახალი, თანამედროვე ვერსია

image



კაგანერის ფიგურა იმდენად ცნობილი საახალწლო პერსონაჟი გახდა კატალონიაში, რომ დაიწყეს მისი ახალი ვერსიების შექმნა. დღეს შეიძლება, შეხვდეთ კაგანერებს ინგლისის მეფის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის - ბარაკ ობამას, პრინცესა დიანას, მაიკლ ჯექსონის, ფრიდა კალოს, სპანჯბობის და სხვათა ფორმით.

კაგანერის პოპულარობა არ შემოიფარგლება მხოლოდ კატალონიური რიტუალით. ეს პატარა კატალონიელი პერსონაჟი დროში კარგად ძლებს და დღეისათვის საკუთარი "ტვიტერის" ანგარიშიც კი აქვს.

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0