x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ირანელ ზომბი-ანჯელინა ჯოლის 10 წელი ციხე მიესაჯა
image

ირანელი"ზომბი-ანჯელინა ჯოლი", რომელიც მთელმა მსოფლიომ გაიცნო შარშან დააკავეს.

19 წლის გოგონას თეირანიდან ფატიმა ხიშვარდი, რომელიც "ინსტაგრამზე" სახარ თაბარით იყო რეგისტრირებული, სწრაფად მოიპოვა პოპულარობა სოციალურ ქსელში, გოგონა ზომბი ანჯელინა ჯოლის იმიჯს მაკიაჟის და ფიტოშოპის დახმარებით ახერხებდა, თუმცა რა თქმა უნდა პლასტიკურ ქირურგიასაც მიმართა.image

მალევე გოგონათი ხელისუფლება დაინტერესდა, მას ბრალი დასდეს ღვთისგმობაში, ძალადობაში და არაეთიკურ საქციელში, რომელიც მიუღებელია ადგილობრივი კანონით.



გასული წლის ოქტომბერში დაკავებული გოგონას სასამართლო ერთ წელიწადზე მეტი გაგრძელდა, თუმცა განაჩენი ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა-10 წელი გისოსებს მიღმა.


ირანელი ჟურნალისტმა მასიჰ ალინეჯადიმ, რომელიც ესაუბრა გოგონას ადვოკატს პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში:

"10 წელი ირანელი ინსტაგრამელისთვის, რომელიც იყენებდა გრიმს და ფოტოშოპს იმისთვის, რომ ზომბი-ანჯელინა ჯოლად გარდაქმნილიყო....19 წლის სახარ თაბარის ხუმრობა ათი წელი ციხე დაუჯდა, დედამისი დღე და ღამე ტირის, ლოცულობს, რათა მისი უდანაშაულო ქალიშვილის გაათავისუფლონ..ანჯელინა ჯოლი ჩვენ თქვენი ხმა გვჭირდება, დაგვეხმარეთ"

image

ირანელმა ჟურნალისტმა მოუწოდა ჰოლივუდის ვარსკვლავს პეტიცია შეადგინოს გოგონას გათავისუფლებისათვის.



0
593
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
593
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0