x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
90-იანი წლების საკულტო სერიალები, რომლებიც ყველას კარგად გვახსოვს

90-იანი წლების თაობას ყველა ის სერიალი და მულტფილმი გვახსოვს, რაც ტელევიზორებში გადიოდა. დღესაც მათზე ფიქრის დროს ალბათ ნოსტალგიას ვიგრძნობთ. ნახეთ ის სერიალები, რომლებმაც ერთ დროს ეკრანებზე მიგვაჯაჭვეს:image

სანტა- ბარბარა- სერიალი ლეგენდა, კეპველების ოჯახის დრამები და სტორიები. სერიების რაოდენობითაც რეკორდსმენია, მათ 2137 სერია გამოუშვეს.image

ელენი და ბავშვები- ამ თინეიჯერულმა სერიალმა მილიონობით ადამიანი მიაჯაჭვა ეკრანებზე მთელს მსოფლიოში. სერიალი მუსიკოს სტუდენტების ისტორიებზეა გადაღებული, მათ ჩაცმულობასა და სტილს კი ბევრი ბაძავდა.image

ბევერლი ჰილზი 90210- ამერიკელი თინეიჯერების ისტორიას 10 სეზონი აქვს და მთლიანად არც არავის ექნება ნანახი, ფაქტი კი ერთია საქართველოში ეს სერიალი ყველამ იცის.image

მეგობრები- კომედიური ჟანრის სერიალი დღესაც საოცრად პოპულარულია, უნდა ითქვას, რომ ამ სერიალის გავლენა დღესაც კი იგრძნობა. ჯერ მარტო ჩენდლერ ბინგის სარკაზმი რად ღირს.image

ალფი- ძალიან თბილი და კეთილი სერიალი უცხოპლანეტელზე სახელად ალფიზე. იგი 1986 წელს მოხვდა ადამიანების ოჯახში და მათთან ერთად ცდილობდა ადაპტაციას და ახალი ცხოვრების დაწყებას.image

კომისარი რეკსი- ოთხფეხა პოლიციელის ისტორია, რომელიც 90 იან წლებში ძალიან პოპულარული იყო.image

ველური ანგელოზი- ალბათ 90 იანი წლების ყველაზე პოპულარული არგენტინული სერიალია, მსახიობ ნატალია ორეიროს კი სახეზე დღესაც ბევრი სცნობს.image

მოჯადოებულნი- სამი დის ისტორია, რომლებიც მაგიური ძალებით არიან დაჯილდოებულნი. სერიალის რიმეიქი 2020 წელს გამოვიდა, მაგრამ დიდი რეიტინგით და წარმატები|თ ვერ დაიტრაბახებს.image

0
127
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0