x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
საშინელებათა ჟანრის ფილმები, რომლებიც რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული

საშინელებათა ფილმები, მისტიკა და პარანორმალური მოვლენები როგორც წესი იზიდავს მაყურებელს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ტიტრებში წერენ “დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე“


The Strangers- უცნობები


2008 წელს გადაღებული ამერიკული საშინელებათა ჟანრის ფილმი. სიუჟეტი ახალგაზრდა წყვილზეა, რომლებსაც სახლში უცნობები ესხმიან თავს. მართალია პროდიუსერები რეკლამას უკეთებდნენ ფილმს, როგორც რეალურად მომხდარ ამბავს, თუმცა სიუჟეტის უმეტესი ნაწილი გამოგონილია. მიუხედავად ამისა, მასში ჩარლზ მენსონის ბანდის დანაშაულებებზეა მოთხრობილი.image


The Girl Next Door- მეზობელი გოგონა


ფილმი 2007 წელსაა გადაღებული ჯეკ კეტჩამის ნოველის მიხედვით, რომელიც დაფუძნებულია გოგონას, სილვია ლაიკენსის მკვლელობაზე.image


An American Crime- ამერიკული დანაშაული

რეჟისორ ტომი ო’ჰევარას კრიმინალური დრამა გადაღებულია ასევე სილვია ლეიკენსის მკვლელობის მიხედვით. ახალგაზრდა გოგონა მეზობელმა დიასახლისმა გერტრუდ ბანიშევსკიმ აწამა და შემდეგ მოკლა.image


Zodiac- ზოდიაქო

დევიდ ფინჩერის დრამა, რომელიც ეკრანებზე 2007 წლის 1 მარტს გამოჩნდა. დაფუძნებულია რობერტ გრესიმიტის წიგნის მიხედვით. მოვლენები რეალურ ისტორიაზეა აგებული, კერძოდ კი სერიულ მკვლელზე, რომელსაც “ზოდიაქო“ შეარქვეს. მან სან-ფრანცისკოში 12 წლის განმავლობაში 37 ადამიანი მოკლა, შეტყობინებას კი პოლიციას უგზავნიდა ფოსტის მეშვეობით. დამნაშავე კი ვერ დაიჭირეს და მისი საქმე დღემდე გაუხსნელია.image


Them- ისინიimage

2006 წლის ფრანგულ-რუმინული ფილმი. ფილმი გადაღებულია რეალური წყვილის ისტორიის მიხედვით, მათ თავს ჩეხეთში დაესხნენ.


Changeling- შეცვლა

რეჟისორ კლინტ ისტვუდის გადაღებული კრიმინალური თრილერი. ფილმი გადაღებულია რეალური ისტორიის მიხედვით. 1920 იან წლებში ლოს ანჯელესში პატარა ბიჭუნა გაიტაცეს, რაღაც დროის შემდეგ კი ქალაქის პოლიციამ დედას სხვა ბავშვი დაუბრუნა. ქალი დასახმარებლად მიმართავს ჟურნალისტებს და სამართლებრივ ორგანოებს, მაგრამ მათ არ აწყობთ სიმართლის გამხელა, ამიტომაც დედას შეურაცხადობაში დასდებენ ბრალს და საგიჟეთში კეტავენ. ცნობილია, რომ სცენარისტმა ჯ. მაიკლ სტრაჟინსკიმ მთელი წელი მოანდომა ქალაქის არქივში ამ საქმის შესწავლას.image



The Texas Chain Saw Massacre-ტეხასური ჟლეტა ბენზოხერხით

რეჟისორ ტოუბ ჰუპერის საკულტო საშინელებათა ფილმი 1974 წელს გამოვიდა. კანიბალთა ოჯახის დანაშაულებების “ავტორი“ ვინმე ედ გეინია. განსხვავება ისაა, რომ დამნაშავე ვისკონსინის შტატში კლავდა, და არა ტეხასში.image


Evilenko- ევილენკო

რეჟისორ დევიდ გრეკოს 2004 წელს გადაღებული ფილმი. დაფუძნებულია რუჟი სერიული მკვლელის, ანდრეი ჩიკატელოს ამბავზე. ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული, თუმცა დოკუმენტალური ფილმისგან განსხვავდება.image


კანიბალი როტენბურგიდან

2001 წელს გერმანელმა მამაკაცმა არმინ მაივესმა ინტერნეტში განცხადება განათავსა, რომ ეძებდა ადამიანს, რომელსაც შეჭამდა. განცხადებას ბევრი იდიოტი გამოეხმაურა, ბრენდ -იურგენ ბრანდესმა კი განსაკუთრებული სიჯიუტე გამოიჩინა და წარმატებით შეიჭამა კიდეც. ფილმი მოგვთხრობს როგორც კანიბალის, ასევე “მოხალისეს“ გრძელ გზაზე, ბავშვობიდან იმ მომენტამდე, როდესაც ერთმანეთს საბედისწეროდ შეხვდნენ. გერმანელი კანიბალი 2001 წელს დაიჭირეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს იმისთვის, რომ ბრანდესი შეჭამა მისი თანხმობით.image



ბოსტონელი მკვლელი

ფილმი რეალური სერიული მანიაკის, ალბერტ დე სალვოს ისტორიაზეა დაფუძნებული. ბოსტონში 1962 წლიდან 1964 წლამდე მან 30 ქალი მოკლა, იმისდა მიუხედავად, რომ თვითონ“მოწესრიგებული“ მეოჯახე იყო 2 შვილით. ქალაქის მოსახლეობა ძალიან იყო შეშინებული, ქალები კი გარეთ მარტო არ დადიოდნენ. საბედნიეროდ პოლიციამ შეძლო და მანიაკი დააკავა.image


The Exorcism of Emily Rose -ემილი როუზის ექვსი დემონი

რეჟისორ სკოტ დერიკსონის 2005 წლის ფილმი. ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული, როდესაც 1976 წელს ეგზორციზმისგან ანელიზა მიხელი გარდაიცვალა და ცნობილი გახდა როგორც ეგზორციზმის მსხვერპლი.image



The Hills Have Eyes- ბორცვებსაც აქვთ თვალები

რეჟისორმა უეს კრეივენმა ფილმი ვინმე სოუნი ბინის მიხედვით გადაიღო. ის მეთექვსმეტე საუკუნეში შოტლანდიაში კანიბალების კულტის მეთაური იყო, ისტორიული წყაროების მიხედვით მათ 1000 ზე მეტი ადამიანი მოკლეს და შეჭამეს.image

1
198
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
198
  
2020, 16 დეკემბერი, 2:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1