x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
თუ ვეგეტარიანელი არა ხართ — ეს უნდა იცოდეთ
აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ხორცი და ხორცპროდუქტები ადამიანების ერთი ნაწილისთვის იყო და დღემდე კვების რაციონში რჩება. ხორცი მთელ რიგ ამინომჟავებს, მინერალებს და მიკროელემენტებს შეიცავს და როგორც ამბობენ (თუმცა, აზრები აქაც იყოფა), ხორცს ვერანაირი პროდუქტი ვერ ჩაანაცვლებს, როგორც არ უნდა მოინდომონ ეს ვეგეტარიანელებმა.


image


ხორცის უამრავ სახეობათა შორის (მოცემულ რეიტინგში მხოლოდ ევრაზიის კონტინენტზე ყველაზე პოპულარული სახეობებია წარმოდგენილი), შემადგენლობის მიხედვით, არის სასარგებლო და ნაკლებად სასარგებლო სახეობები. აქ სწორედ ხორცის სასარგებლო სახეობების ნუსხას და ექსპერტების მიერ, ამ პროდუქტებს შორის გადანაწილებულ ადგილებს წარმოგიდგენთ:



imageI. კურდღლის ხორცი


ჩემპიონი, სარგებლო თვისებების მიხედვით, კურდღლის ხორცია. ის დიეტურია და შემადგენლობის მიხედვით, უნიკალურია: შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას და ამ მხრივ, ქათმის ხორცსაც კი უსწრებს. მისი ათვისება ადამიანის ორგანიზმის მიერ, სრულად და საკმაოდ სწრადად ხდება. გარდა ამისა, ის ალერგიული არ არის და მისი ჩართვა ბავშვის კვების რაციონშიც შეიძლება.



II. ცხენის ხორცი


ითვლება, რომ ცხენის ხორცი ეკოლოგიურად ყველაზე სუფთაა. იმის გამო, რომ ცხენი ყოველთვის სუფთა გარემოში იზრდება, მის შემადგენლობაში არც ანტიბიოტიკებია და არც სხვა მავნე კომპონენტები. ხოლო, ხორცში შემავალი ცილა იდეალურად არის დაბალანსებული ამინომჟავების შემადგენლობის თვალსაზრისით. ვიტამინების და მიკროელემენტების შემადგენლობის მიხედვით კი, ცხენის ხორცი საერთოდ ჩემპიონია. ისევე, როგორც კურდღლის ხორცი, დიეტურია და მისი ჩართვა პატარების რაციონშიც შეიძლება.

საკვებად ცხენის ხორცს, ძირითადად, მომთაბარე ტომებში და სამ ქვეყანაში: ყაზახეთში, ყირგიზეთში და მონღოლეთში მოიხმარენ და ამ მიზნით, მხოლოდ 2-3 წლის ცხენებს იყენებენ.



III. ინდაურის ხორცი


სხვა ფრინველის ხორცისგან განსხვავებით, ინდაურის ხორცი ნაკლებად ცხიმიანი და დაბალკალორიულია. მაგრამ, ცილების შემადგენლობით, არც ერთ სახეობას არ ჩამოუვარდება. ინდაურის ხორცი დიდი რაოდენობით სელენიუმს და В ვიტამინს შეიცავს, ხოლო ფოსფორის შემცველობით, თევზის ზოგიერთ სახეობას აღემატება. ქოლესტერინის ზომიერი შემადგენლობის გამო, ის რეკომენდებულია ხანდაზმულთათვის და ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის.


IV. მწყერი


ამ ფრინველის ხორცს, მიუხედავად იმისა, რომ სასარგებლოა, ნაკლებად მოიხმარენ. ის დიდი რაოდენობით ცილებს, ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს და ამასთან, ნაკლებად კალორიულია.

არსებობს აზრი, რომ მწყრის ხორცი განსაკუთრებით სასარგებლოა ოპერაციის ან დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის შემდეგ. ასევე დამტკიცებულია, რომ მაგნიუმის, რკინის, კალიუმის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, ის დადებით გავლენას ახდენს ტვინზე, გულ-სისხლძარღვთა და იმუნურ სისტემაზე.


V. ქათმის მკერდი


უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ სასარგებლოა არა მთლიანად ქათმის ხორცი, არამედ მისი თეთრი ხორცი – ქათმის მკერდი. როგორც დიეტოლოგები ამბობენ, ქათმის თეთრი და მუქი ხორცი ორი საპირისპირო კატეგორიის პროდუქტია. რამდენადაც სასარგებლოა თეთრი ხორცი, იმდენად უსარგებლოა ბარკალი და სხვა მუქი ხორცი. მუქი ხორცისგან განსხვავებით, თეთრ ხორცში მცირე რაოდენობით არის ქოლესტერინი, ცხიმები და ძნელად გადასამუშავებელი ნივთიერებები, რომელსაც შეუძლია ნაწლავების დაბინძურება და ანთებითი პროცესი გამოიწვიოს.


imageVI. თხის ხორცი


თხის ხორცს ძალიან ნაზი ტექსტურა და მინიმალური რაოდენობის ცხიმი აქვს. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში მეტად მნიშვნელოვანი კომპონენტები არის: რკინიდან დაწყებული – ანტიოქსიდანტებით დამთავრებული. ის ქოლესტერინის უმნიშვნელო რაოდენობას შეიცავს და ხანდაზმულთათვის შეუცვლელი პროდუქტია. თხის ხორცით ნებისმიერი კერძის მომზადება შეიძლება. ყველაფერი გემრიელი, სასარგებლო და ორიგინალური გამოდის.


VII. სირაქლემის ხორცი


როგორც ამბობენ, სირაქლემის ხორცი, გემოს მიხედვით, ძროხის ხორცის მსგავსია, თუმცა შედარებით მოტკბო გემო დაჰკრავს. ის სასარგებლოა მათთვის, ვისაც დიაბეტი ან ანემია აქვს და ასევე მათთვის, ვისაც პრობლემა აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებით. სირაქლემის ხორცი დიდი რაოდენობით ცილას და ამინომჟავების უნიკალურ შემადგენლობას შეიცავს.


VIII. ცხვრის ხორცი


ბევრი ადამიანი ცხვრის ხორცს მეტისმეტად ცხიმიანად მიიჩნევს. ცხიმი მას, რა თქმა უნდა აქვს, თუმცა მისი რაოდენობა ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე ღორის ხორცში. ამასთან, ცხვრის ხორცი შეიცავს ლეციტინს, რომელიც ცხვრის ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს არეგულირებს.

მიუხედავად სასარგებლო თვისებებისა, ეს პროდუქტი, გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის, საზიანოც არის. ცხვრის ხორცის ძვლები შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს ართრიტის განვითარებას. ამიტომ, ხანდაზმულებმა უარი უნდა თქვან მასზე. გარდა ამისა, ზრდასრული ცხვრის ხორცი შეიცავს ლიპიდებს, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის გულ-სისხლძართვთა სისტემაზე. ამიტომ, გარნირის გარეშე, ასეთი ხორცის დიდი რაოდენობით საკვებად გმოყენება არ შეიძლება. და კიდევ, ის ცხიმი, რომელიც კერძის მომზადების დროს გამოდნება, ასევე სახიფათოა ორგანიზმისთვის.


IX ღორის ხორცი


ღორის ხორცის, როგორც არაჯანსაღი პროდუქტის რეპუტაცია, შეიძლება ითქვას, რომ მეტისმეტად გადაჭარბებულია. აღმოჩნდა, რომ ამ ხორცის ყველაზე სასარგებლო ნაწილი სუკია. სწორად მომზადების შემთხვევაში, სუკის სასარგებლო თვისებები შეიძლება ქათმის ხორცსაც კი შევადაროთ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჰორმონებზე გაზრდილ ღორის ხორცს მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის.


X. საქონლის ხორცი


რაც შეეხება ამ სახეობის ხორცს, – ის შეიძლება ორგანიზმისთვის როგორც სასარგებლო, ისე საზიანო იყოს. სასარგებლოა ხორცი, რომელიც მიღებულია ბალახზე გაზრდილი საქონლისგან. ხოლო, თუ ძროხა მარცვლეულით არის გაზრდილი, – საზიანოა, რადგან მის შემცველობაში დიდი რაოდენობით ქოლესტერინი და ცხიმი იქნება.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. უცნაური სასჯელი – ქრისტეს მიერ «დაწყევლილი» ადამიანი დღემდე ცოცხალია

2. ყველაზე სასტიკი პაპის ხელდასმით შექმნილი შედევრები. ადამიანი, რომელიც ქრისტეს თანამედროვე გამოსახულების პროტოტიპი იყო
3. რა მოხდა 1953 წ. 1-5 მარტს სამთავრობო აგარაკზე – სტალინის გარდაცვალების «საქმე»
4. «გთხოვთ, არ მაკოცოთ» – როგორ ებრძვოდნენ გასულ საუკუნეში ინფექციურ დაავადებებს (12 ფოტო)

5. ცეკვა მტვერში (Dance in the Dust, მოკლე სასიყვარულო რომანი)

6. იდეები ყაისნაღით და ჩხირებით ქსოვისთვის

1
347
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
347
  
2020, 14 დეკემბერი, 11:39
მართლაც აუცილებელი ინფორმაციაა, ბევრი რამე არ ვიცოდი
0 1 1