x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რეგულაციები უნდა დავიცვათ, ზიარებითაც უნდა ვეზიაროთ ერთი კოვზიდან..დანარჩენი, როგორც ღვთის ნება იქნება-მეუფე ნიკოლოზი
image


დღეს საკვირაო წირვა-ლოცვის შემდეგ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:


„რამდენადაც ვიცი, დღეს მთელ მსოფლიოში, ძირითადად წამყვან ქვეყნებში, თუ არ ვცდები, 20 დეკემბრიდან „კომენდანტის საათი“ იქნება შემოღებული, მათ შორის ევროპაშიც. ჩვენ რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ. მე ადრეც ვამბობდი და ახლაც ამას ვამბობ, ქრისტიანი, მოაზროვნე ადამიანის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ის, რომ არ გადასდოს სხვას ავადმყოფობა, რომელიც შესაძლოა აქვს და არ იცის. ამითია ეს დაავადება მზაკვრული. შეიძლება ვირუსი გაქვს, მაგრამ ვერ გრძნობ და ამ დროს, შესაძლოა სხვას გადასდო. ამ წუთას არ მიკეთია პირბადე უბრალო მიზეზის გამო, რომ სულ ახლახანს გადავიტანე ვირუსი და ჯერჯერობით განმეორებითი ინფიცირების შემთხვევები არ არის. ასეთი ფაქტები არის, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, აუცილებლად უნდა დავიცვათ რეგულაციები. მთავარი არის, რომ ამ რეგულაციების გამო საკუთარი სახე არ დავკარგოთ. რეგულაციების გამო, რომ აღდგომის წირვა არ აღვასრულოთ, ეს არ არის სწორი. აღდგომის წირვა უნდა ჩატარდეს, ზიარებითაც უნდა ვეზიაროთ, ერთი კოვზიდან, ერთი ბარძიმიდან და დანარჩენი, როგორც ღვთის ნება იქნება“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.


დღესვე ქადაგების დროს მეუფე იაკობმა ასეთი სიტყვებით მიმართა მრევლს:



"მინდა მადლობა გადავუხადო, გმირ ექიმებს. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, მიგატოვეთ, სიკვდილისთვისაც გაგწირეთ. თქვენ იბრძვით, რომ ადამიანები გადაარჩინოთ და ეს კაცობრიობა რას დავემსგავსეთ?! გარდაიცვლება ადამიანი და სასახლეს, რომ თავი ავხადოთ იმისი გვეშინია... ექიმებს რა შვილები არა ჰყავთ?! ოჯახები არ ჰყავთ?! სიცოცხლე არა აქვთ?! რთულია, მაგრამ ადამიანობა არავინ უნდა დავკარგოთ... ექიმებს ნუ შევატოვებთ ყველას და ყველაფერს! ნუ დავკარგავთ შიშით ადამიანობას, მაგრამ სიფრთხილე ყოველთვის უნდა დავიცვათ.


ეს ვირუსი ვერაგია, მაგრამ კაცობრიობისთვის, ალბათ, აუცილებელი იყო უკვე ისე ვიყავით გადაგვარებულები, ეს თუ დაგვაფიქრებს. სამწუხაროდ, ძლიერი ქვეყნები არავითარ სოლიდარობას არავისთან არ გამოხატავენ. დატაცებაზე არიან, თუ რამე არის... ზოგი პირველი ხარისხის ქვეყანაა, მეორე, მესამე, მაგრამ ადამიანები ხარისხის მიხედვით არ იყოფიან, არც ქვეყნები არ იყოფიან და ალბათ, ყველას თანაბრად უნდა შეეძლოთ, იმ სიკეთის მიღება, რასაც მედიცინა და მეცნიერება გვაძლევს. საერთოდ ამ ყველაფერს ღმერთი გვაძლევს, ღმერთის გარეშე ამ ქვეყანაზე არაფერი არ ხდება. ბევრი ტკივილი გვექნება, ასე ცუდად თუ მოვიქეცით, სიკვდილიანობაც ბევრი იქნება, მაგრამ თუ მალე დავწყნარდით, როგორც ადრე გვიფარავდა ღმერთი, ისე დაგვიფარავს", - განაცხადა მეუფე იაკობმა.


შეგახსენებთ, 13 დეკემბერს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

0
40
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0