x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
10 საინტერესო ფაქტი სიყვარულის შესახებ, რომელიც აქამდე არ იცოდით

image


სიყვარული ძალიან ფართე მცნებაა, ის შეიძლება სხვადასხვა გრძნობას, მდგომარეობასა და დამოკიდებულებას გამოხატავდეს, დაწყებული ზოგადი სიამოვნებიდან დამთავრებული პიროვნებათშორისი ურთიერთობით, თუმცა ეს მარადიული გრძნობა შეიძლება მეცნიერული თვალსაზრისითაც აიხსნას. დღეს, სწორედ სიყვარულის 10 ფაქტის შესახებ მოგიყვებით, რომელთა შესახებ შესაძლოა აქამდე არაფერი იცოდით.






ფაქტი N 1

image


როგორც ირკვევა, "მუცელში პეპლები" - უიმედო რომანტიკოსების მიერ გამოგონილი მეტაფორა სულაც არაა. ეს ფენომენი მეცნიერულად დადასტურებულია. საქმე იმაშია, რომ საყვარელი ადამიანის დანახვისას ჩვენს ორგანიზმში ადრენალინი გამომუშავდება რაც მუცელში მსგავსს შეგრძნებებს იწვევს.




ფაქტი N 2

image


მეცნიერებმა დაადგინეს რომ როდესაც მამაკაცი შეყვარებულია მისი ტვინის ის ნაწილი, რომელიც მხედველობაზეა პასუხისმგებელი, გაცილებით უფრო აქტიურად მუშაობს, ამიტომ გამოთქმას - "კაცს თვალებით უყვარს" სამეცნიერო მტკიცებულება ნამდვილად გააჩნია.




ფაქტი N 3

image


ქალის ორგანიზმი ოდნავ განსხვავებულად მუშაობს, რაც იმაში გამოიხატება რომ მათი ტვინის ნაწილი რომელიც მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი განსაკუთრებით აქტიურია, გასაკვირი არ არის, თუ რატომ იმახსოვრებენ ქალები ასე კარგად ურთიერთობის დაწყების თარიღებსა და განსაკუთრებულ მომენტებს.





ფაქტი N 4

image


შოკოლადი და სიყვარული ერთმანეთთან განუყოფლად არის დაკავშირებული. საქმე იმაშია, რომ თქვენი საყვარელი ნუგბარი დიდი რაოდენობით ფენილეთილამინებს შეიცავს, რომელიც ისეთი ემოციების გამოხატვაზეა პასუხისმგებელი როგორიც - სიმპათია და მიზიდულობაა, ანუ რაც უფრო მეტ შოკოლადს მიირთმევთ, მით უფრო მეტად ხართ მიდრეკილი სპონტანური ლტოლვისკენ.





ფაქტი N 5


image


დადასტურებულია, რომ ადამიანს შეყვარებისთვის მხოლოდ 4 წუთი სჭირდება, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ძირითადი ფაქტორები არა სიტყვები, არამედ სხეულის სიგნალები და ხმის ტემბრია.




ფაქტი N 6

image


მასაჩუსეტსის მეცნიერების მიერ ჩატარებული ერთ - ერთი კვლევის თანახმად, გაირკვა რომ ქალებთან შედარებით მამაკაცები უფრო ხშირად უტყდებიან პარტნიორებს სიყვარულში პირველები.




ფაქტი N 7

image


"მიზიდულობის იმედგაცრუება" - არის ფენომენი, როდესაც მიტოვებული ადამიანი ყოფილი პარტნიორის მიმართ კიდევ უფრო ძლიერ გრძნობებს განიცდის. სწორედ ამით აიხსნება ის, თუ რატომ განიცდიან დაშორებას უფრო მძაფრად ისინი, ვისაც ტოვებენ.





ფაქტი N 8

image


კიდევ ერთ ცნობილ მეტაფორას სამეცნიერო მტკიცებულება გააჩნია. ამჯერად, საუბარია - "გატეხილ გულზე". საქმე იმაშია, რომ არსებობს სინდრომი, რომლის დროსაც ადამიანი გულმკერდის არეში გრძნობს ძლიერ ტკივილს, გახშირებულ გულისცემასა და სუნთქვის გაძნელებას. ყველაზე ხშირად კი ეს სინდრომი იმ ადამიანებში გვხვდება ვინც უპასუხო სიყვარულით იტანჯება.




ფაქტი N 9

image


დადგენილია, რომ კოცნის დროს შეყვარებულთა სუნთქვა სამჯერ ხშირდება.





ფაქტი N 10

image


პირველი სიყვარული საშუალოდ 1, 5 - დან 4 თვემდე გრძელდება. როგორც წესი, ადამიანებს პირველად მოზარდობის ასაკში უყვარდებათ.




0
209
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
209