x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დღეს შემომითვალეს... არავინ გაბედოთ ჩემი ბედით ვაჭრობა! შეშინებული ნიკა გვარამია არ არსებობს"- ნახეთ, რა პოსტს ავრცელებს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი

image


"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში საგანგებო პოსტს ავრცელებს და სანდო წყაროზე დაყრდნობით აცხადებს რომ მას დღეს იმის შესახებ შეატყობინეს რომ სახელმწიფო მის საქმეზე გამოძიების განახლებას ახალ წლამდე გეგმავს და მას უახლოეს მომავალში არა მხოლოდ დაიჭერენ, არამედ მთელ ქონებასაც ჩამოართმევენ. "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის თქმით, მასა და მის ოჯახს არანაირი ქონება არ გააჩნიათ და ისინი დღესდღეობით, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ: "დღეს შემომითვალეს: ახალ წლამდე კვლავ განახლდება შენი საქმე, უსწრაფესად დაგიჭერთ და მთელ ქონებას ჩამოგართმევთ რ2ისთვის ზიანის ანაზღაურების ანგარიშში. არ დაუზუსტებიათ, რას ჩამომართმევენ. არავითარი ქონება არ გამაჩნია. ერთადერთი, ჩემი ცოლის, სოფოს სახელზეა უსახსრობის გამო დაუმთავრებელი აგარაკი ბეთანიაში, ისიც ბანკში ჩადებული. ვცხოვრობთ ნაქირავებში. მთელი ფული გვეხარჯება შვილების განათლებაზე, მათ შორის, უფროსის ამერიკაში. ეტყობა ფეხსაცმელს, ტანსაცმელს და სათვალეებს გულისხმობდნენ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ ყველაფერზე საქმის კურსში ჩააყენეს ფასილიტატორი ელჩებიც, რომელთაც მიზეზად ჩემი ანტიდასავლური პოზიცია მოუყვანეს. ჩემი. ანტიდასავლური თან, დასავლური პოზიციების დაცვა რომ დაჭერებითაა თურმე გამართლებული. მოკლედ, აწი გინდ ელაპარაკეთ ამ ტერორისტებს და ტყვეებით მოვაჭრეებს, გინდ არა. უბრალოდ, არავინ გაბედოთ ჩემი ბედით მოლაპარაკება/ვაჭრობა! შეშინებული ნიკა გვარამია არ არსებობს. და თუ აქამდე იყო უბრალოდ ნიკა გვარამია, ახლა მიიღებთ ნიკა გვარამიას კვადრატში!", – დაწერა ნიკა გვარამიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.






0
461
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
461