x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვინ იყო და რა ბედია ეწია ქალს,რომელმაც შთამბეჭდავი ეპიზოდური როლი შეასრულა "აფონიაში
image
"აფონია "არის საბჭოთა კინოს კიდევ ერთი შედევრი, რომლის ნახვაც მაყურებელს არ ბეზრდება, მიუხედავად იმისა, რომ იგი უამრავჯერ უნახავს. ლეონიდ კურავლევმა ბრწყინვალედ ითამაშა სანტექნიკოსი ბორშჩოვის როლი, რომელიც არ ჯდება "სანიმუშო საბჭოთა მუშაკის" იმიჯში, ცხოვრობს უდარდელად, უყვარს სმა, "ლევად" ფულის გაკეთება და ქალები, გარშემომყოფები ცდილობენ მის "ხელახალ აღზრდას", თუმცა უშედეგოდ.


image

გიორგი დანელიას ამ სურათმა მაყურებლის სიყვარული სწრაფად მოიპოვა, ხოლო ფილმის პერსონაჟები და დამახასიათებელი სცენები სამუდამოდ დაამახსოვრდა მაყურებელს, მათ შორის რესტორანში ენერგიული ცეკვა შეუძლებელია დაივიწყო, თუნდაც ფილმის ერთხელ ნახვის შემდეგაც კი.



image
დისკოთეკაზე ტატიანა რასპუტინა (კატაევა) ასრულებდა ბიუსტიან ქალბატონს. გაბზეკილმა მკერდმა და ენერგიულმა ორიგინალურმა ცეკვამ გააოცა მაყურებელი. ეს მომენტი უპირობოდ მიაჩნიათ კომედიის ერთ-ერთ საუკეთესო ეპიზოდად.



იმისათვის, რომ მკერდი კიდევ უფრო ეფექტური ყოფილიყო და სიგიჟის ელემენტი დამატებოდა, კოსტუმების ოსტატებმა მსახიობს ბიუსტჰალტერში მანანის ბურღულის პაკეტები ჩაუდეს.









როგორ წარიმართა ტატიანა რასპუტინას ბედი?

image


ტატიანა რასპუტინა დაიბადა 1943 წელს. ბავშვობიდან მსახიობობაზე ოცნებობდა, მაგრამ მისი სურვილი მხოლოდ 28 წლის ასაკში ახდა . მან დაამთავრა ГИТИС, თუმცა გვიან დაიწყო ფილმებში თამაში, ძირითადად ეპიზოდურ როლებში . მას აქვს რამდენიმე როლი ისეთ ფილმებში, როგორიცაა: "შეხვედრის ადგილი ვერ შეიცვლება", "ზამთარი სამოთხეში", "მიმინო", (რესტორანში ცეკვის ეპიზოდი) "ქინ-ძა-ძა". ტატიანა უფრო ცნობილი იყო, როგორც თეატრალური მსახიობი, იგი თამაშობდა მოსკოვის ახალგაზრდული თეატრის სცენაზე.

image


იგი დაქორწინდა ცნობილ კომპოზიტორ ილია კატაევზე. შვილები არ გაუჩნდათ. 1990 წელს მათ რუსეთის დატოვება გადაწყვიტეს.


ტატიანა და ილია შეერთებულ შტატებში გადასახლდნენ, ტატიანას ყველა მცდელობა ჰოლივუდში გადაღებაზე უშედეგო აღმოჩნდა. წყვილმა მოახერხა სამუშაოს შოვნა შეერთებულ შტატებში რუსულენოვან რადიოსადგურ "ნადეჟდაში", სადაც ისინი ერთად მუშაობდნენ, ქმნიდნენ საავტორო პროგრამებს, სანამ ტატიანას ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნა.


იგი მძიმედ დაავადდა, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ტატიანა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა 2003 წლის 1 დეკემბერს .მისი ფერფლი ქალიშვილმა რუსეთში ჩამოიტანა და ტვერის სასაფლაოზე დაკრძალა.image

1
846
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
846
  
2020, 13 დეკემბერი, 2:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1