x
image
ლანა92
თხები, რომლებიც 8-10 მეტრი სიმაღლის ხეებზე ადიან


image


თხებს შეუძლიათ ხეებზე ასვლა!


მაროკოში თხები ძვრებიან 8-10 მეტრი სიმაღლის არგანის ხეებზე, რათა პირი ჩაიტკბარუნონ გემრიელი კენკრით, რომელიც ჰგავს ზეთისხილს. ადგილობრივი მცხოვრებლები ამ თხებს უკან მიჰყვებიან, რადგან ხის ნაყოფი შიგნით შეიცავს კაკალს, რომლისგანაც გემრიელი მცენარეული ზეთის გამოხდაა შესაძლებელი.




image



თხები მხოლოდ კანს ჭამენ, მათ არ შეუძლიათ არგანის ნაყოფის შიგთავსის, კაკლის ათვისება და უკან აფურთხებენ, ხოლო ფერმერები აგროვებენ და იყენებენ არგანის ზეთის დასამზადებლად.

არგანის ხეები გადაშენების პირასაა, რადგანაც გახშირებულია მათი ჩეხვა.ზოგი ორგანიზაცია ცდილობს არგანის ზეთის პოპულარიზაციას, რათა ამ გზით გადაარჩინონ ეს ხეები მასობრივი ჭრა-ჩეხვისაგან. არგანის ზეთი, კულინარიის გარდა, ასევე, ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, მეტად სასარგებლო თვისებების გამო.

0
111
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0