x
image
კატაპულტი
პენსიონერმა წყვილმა ძველი,მიტოვებული ფარდული იყიდა,რაც იქ აღმოაჩინეს, დაუჯერებელია
image
ზოგჯერ არსებობს ისეთი ისტორიები, რომლებიც მოსასმენად იმდენად კარგია, რომ არც კი გვჯერა მათი რეალურობის და ასეთ ამბებს მხოლოდ გამოგონილს ვუწოდებთ, თუმცა შემთხვევა, რომელიც პორტუგალიაში მოხდა, ერთ-ერთი იმათთგანია, რომელიც ნამდვილად რეალურია.

პენსიონერმა წყვილმა რაიმე ორიგინალურის შეძენა გადაწყვიტა, ყურადღება კი საბოლოოდ ერთ ძველ და მიტოვებულ ფარდულზე შეაჩერა, რომლის წინა პატრონის გარდაცვალების შემდეგ, შენობაში არავინ შესულა და არც კი შეუხედავს ვინმეს. მისი შეძენის შემდეგ კი მოხუცმა ცოლ-ქმარმა დაუჯერებელი რამე აღმოაჩინა. მათ ძალიან გაუმართლათ.

წყვილმაელ ფარდული ძალიან დაბალ ფასად შეიძინა. ყველას ეგონა, რომ ის სრულიად გამოუსადეგარი იყო.ეს არც იყო გასაკვირი, რადგან იქ წლების განმავლობაში არავინ გამოჩენილა. პენსიონერ ცოლ-ქმარს კი წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ თავიანთ ცხოვრებაში ყველაზე დიდი შენაძენი გააკეთეს.

როდესაც მათ, ფარდულის კარი შეაღეს, გაოცებისგან პირი დააფჩინეს – ფარდული ასობით ძველი მანქანით იყო სავსე, მათ შორის ისეთი ბრენდის ავტომობილები, როგორიცაა “მერსედესი", “ბე ემ ვე", “ასტონ მარტინი" და ა.შ. ზოგიერთი მათგანი მეორე მსოფლიო ომის დროინდელიც კი იყო. ექსპერტებმა დათვალეს ქონება და ის 26 მილიონი დოლარის ღირებულების იყო.


მოგვიანებით, ინტერნეტში გავრცელდა მოსაზრება, რომ ამ ფარდულის ყოფილი მეპატრონე ავტომობილების დილერი იყო და როდესაც შენობა მანქანებით შეივსო, უბრალოდ გამოკეტა და ის ადამიანი დღესაც ცოცხალია. მალე გამოჩნდა პიროვნებაც, რომელიც ინტერნეტში წერდა, რომ ტერიტორია მისი კუთვნილება იყო, თუმცა ჟურნალისტების დაინტერესების შემდეგ, ინტერნეტში გამოქვეყნებული პოსტი გაქრა, თუმცა არ გამქრალა ფარდულის საოცარი ფოტოები.


ასევე საინტერესოა:

*

აუქციონებზე გაყიდული 10 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი (+ ფოტოები)

*

ვინ და როგორ იხსნა სიკვდილისაგან ასობით ებრაელი ბავშვი მეორე მსოფლიო ომში?!

*

8 წლის ბავშვმა თავისი ოჯახი ხანძრიდან გამოიყვანა, თავად კი დაიღუპა

1
324
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
324
  
2020, 12 დეკემბერი, 22:13
მაგარია
0 1 1