x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს არასდროს მომიყოლია და არც არასდროს მოვყვებოდი, რომ არა ამ არაკაცის საქციელი"- ნიკა გვარამია

image


"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "რუსთავი 2"- ის ყოფილი პროდაქშენის უფროსისა და აღმასრულებელი პროდიუსერის გიორგი ხაბურძანიას პოსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას სრულ არარაობასა და ივანიშვილის დავალებით მაშინდელი "რუსთავი 2" - ის პროდაქშენის დამაქცევარს უწოდებს, რომელმაც გასაჭირში მყოფი ტელეკომპანიიდან "იმედზე" ხალხი არხისთვის ყველაზე რთულ დროს გადაიბირა. შეგახსენებთ, რომ ხაბურძანიამ ნიკა გვარამიას ბრალი საქართველოს მტრობასა და პუტინოიდიზმში დასტო. მისი თქმით, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს მიშასი ეშინია და ამერიკის ელჩს, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს მოურიდებლად ამიტომ აგინებს: "ეს კაცი, სრული არარაობა, ატკატებით მოსიარულე საზმაუს ყოფილ და ამჟამინდელ დირექტორთან, ჩემზე ყალბი ჩვენების მიმცემი და მისი ხელიდან ჩემი ციხეში გამშვები, რ2იდან ყველა პროექტის მომპარავი ქურდი და ივანიშვილის დავალებით მთელი პროდაქშენის დამაქცევარი და ხალხის (ისინიც კაი უმადური ნაბიჭვრები აღმოჩნდნენ) წამყვანი გასაჭირში მყოფი ტელეკომპანიიდან. ნაძირალა, ნაბოზარი, ყველაფრის მკადრებელი არაკაცი. ფსიქიურად დაცურებული შიზოიდი, ნორმან ბეიტსი ჰიჩკოკის ფსიქოდან. აგერ, ნახეთ, ამერიკა ივანიშვილი გონია, რომელიც თურმე "შედი ქალო ბუტკაშიო" გვეუბნება. აი ეს ყლე და მისი პარტნიორები, საზმაუს მენეჯმენტთან ერთად, 3-4%იან "მეგა" პროექტებში ხარჯავენ მილიონებს, ხუთჯერ მეტს, ვიდრე ჩვენ ხუთჯერ უფრო რეიტინგულ პროექტებში. სამაგიეროდ, იხდიან ატკატებს და მოპარულ ფულს იყოფენ საზმაუს მენეჯმენტთან. მოკლედ, საციხოდაა ყველა გამზადებული და ოცნებას იმიტომ ებღაუჭებიან, რომ როგორც კი გადავარდებიან ქოცები, ამათ ციხის კამერები ელოდებათ სახელმწიფო სახსრების მითვისება-გაფლანგვისთვის. სასიკვდილო სენს გამოგლიჯა იმ სააკაშვილის მთავრობამ, ახლა საშინელებებს რომ უძღვნის და ასობით ათას ადამიანს რომ სექტას ეძახის. გადაყვნენ ზედ და ათობით ათასი დაახარჯეს. მაშინ ადეიშვილს და დათო საყვარელიძეს ულოკავდა ფეხებს, პროექტი "პროკურორი" რომ გადაეღო. აი ეს უმადური არაკაცი და დამნაშავე ცრუ ჩვენებისთვის, წერს ახლა ამეებს. ჩემზე ცრუ ჩვენების მიმცემი, ჩემზე, ვინც უზარმაზარი ფული აშოვნინა, იმიტომ, რომ ჩემი ღრმა რწმენით, იმსახურებდა. მე თვითონ მაგის მეათედი რომ არ მქონია შემოსავალი, და ფულის მოპარვა რომ დამაბრალა და ერთი-ერთში ის თქვა, პროკურატურამ რაც უკარნახა და რაც ჭირდებოდა ბრალის წარსადგენად. ივანიშვილს დასცინოდნენ და ისე უხამსად მოიხსენიებდნენ, მე რომ არ დამსიზმრებია. მისი ტელევიზიები და ამ ტელევიზიების პროდუქცია, განსაკუთრებით GDSის, მუდმივი აბუჩად აგდების საგანი იყო და ისტერიული ხარხარის. ბერას უნიჭობის სიმბოლოს ეძახდნენ და პლიუს ისეთი არაკორექტული ეპითეტებით მოიხსენიებდნენ (ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებით), ადამიანმა რომ არ უნდა იკადროს არასდროს. ბოლოს, ბიძინას გადახაზული პლაკატებით დადიოდნენ რ2ის აქციებზე. ეს არასდროს მომიყოლია და არც არასდროს მოვყვებოდი, რომ არა ამ არაკაცის საქციელი და დაუსრულებელი ტალახის სროლა ივანიშვილის საამებლად. არაკაცის, უცებ ფულით რომ გადაიბირეს, პროექტები რომ მოიპარა, ნახევარი არხი რომ ჩამოშალა, ახლა ბიძინა ბრწყინვალედ და უსაყვარლესად რომ აღიარა და აგერ უკვე მისი ციტატებით მთლად ამერიკას რომ ალაპარაკებს. ეს მედროვე სიმახინჯე. და ასეთებს რომ იკედლებს ივანიშვილი, იმიტომაა თავადაც სიმახინჯე. და ბოლოს, კიდევ ერთი - მისი მომწონებელი, მონა და არარაობა მანანა მორჩილაძე. იშვიათად ვინმეს გადავყოლივარ ასე. სიკეთის და სიყვარულის მეტი არაფერი გამიცია მისთვის (აღარ მოვყვები დეტალებს, საკუთარ თავს არ მივაყენებ შეურაცხყოფას). და არათუ პროტესტი არ გასჩენია ამ არაკაცის ყალბ ჩვენებაზე და ჩემს ციხეში გაშვებაზე, ფეხებს ულოკავს და ყველა სიბინძურეს ულაიქებს. ზუსტად ამათ არ ჩავეხსნები არასდროს. ყველას რომ ეპატიოს, ამათი პატიება გამორიცხულია, ჩავყვები სამარის კარამდე და ყალბი ჩვენებით ჩემს ციხეში გაშვებას და გადასახადის გადამხდელთა ფულის მოპარვას არ ვაპატიებ. არც ამგვარ სიბინძურე პოსტებს აღარ გავუტარებ" - დაწერა ნიკა გვარამიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე. ახლა კი გთავაზობთ თავად გიორგი ხაბურძანიას სქრინს, რომელსაც "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მხრიდან საკმაოდ ცხარე და ვრცელი პოსტი მოჰყვა.

image







0
585
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
585