x
image
ციცი
Mediator image
ნუკი კოშკელიშვილი გამამხნევებელ წერილს აქვეყნებს გოგონების მისამართით.

image
ცნობილი, მოდელი, ტელეწამყვანი და ახლა უკვე ინფლუენსერი, ნუკი კოშკელიშვილი, თავის ინსტაგრამ გვერდზე ყოველთვის აქტიურობს და მის გულშემატკივრებს ყოველთვის სასარგებლო რჩევებს აძლევს. ამჯერადაც მან გადაწყვიტა გამოექვეყნებინა, საკმაოდ ვრცელი წერილი, სადაც გოგონებს მოუწოდებს თავდაჯერებულობისაკენ და საკუთარი თავის უფრო მეტად განვითარებისაკენ. იხილეთ რას წერს ნუკი საკუთარ გვერდზე.

გოგოები როგორ მარტივად ვკომპლექსდებით არა? ბავშვობიდან მოდის ეს, ზოგჯერ მშობელს მოყავს ვიღაც თანატოლი მაგალითად, შენ კი ვერ ხვდები რატომ ის და არა მე... მერე სიყვარული, სიყვარული ყოველთვის აჩენს კომპლექსებს. გიყვარდება, მას არა და მერე ხედავ ვიღაც სხვასთან არის. ამ დროს გეწყება ფიქრები, აუ რითი მჯობს? მე რატო არა? ბევრჯერ მქონია ეს მომენტი. მერე ასაკი, რომ მომემატა მივხვდი, არასდროს არავის შეადაროთ თქვენი თავი, შენ ხარ განუმეორებელი! იმუშავე შენ თავზე, ეცადე განვითარდე. არ აყვე კომპლექსებს. ყველა ნაკლი რაც გაგვაჩნია შეგვიძლია ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ და პირიქით, ის რაც ნაკლად მიგვაჩნდა ახლა სავიზიტო ბარათი იყოს. რატომ ვწერ ამას? ასე მგონია ვიღაცას სჭირდება დღეს გამხნევება... ახალი წელი მოდის და ახლა არ შეიძლება ცუდად ყოფნა. ჩაიხედე სარკეში და შეიყვარე შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ. თუ არ მოგწონს, იმუშავე შენს თავზე! ოღონდ არ იწუწუნო და არასდროს მისცე უფლება სხვას დაგაკომპლექსოს. ცალმხრივ სიყვარულს რაც შეეხება, აი ახლა დროა ეგ ტიპები დაივიწყოთ, ახალი წელი ახლებურად დაიწყოთ. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, როგორც კი იკიდებ, აუცილებლად გამოჩნდებიან და თუ შეიყვარებ შენს თავს, ყველას ვისაც გინდა შეუყვარდები. დაიწყე შენი თავით და დაისახე მიზნად 2021-ში ბედნიერება...

0
27
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0