x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
იდეები ყაისნაღით და ჩხირებით ქსოვისთვის
image



100-ზე მეტი იდეა ჩხირებით ქსოვის მოყვარულთათვის (მოდელები, სქემები, უზორები)


image


პირველი, რაც თავში მოსდის დამწყებ მქსოველს, — ეს, რა თქმა უნდა, არის აზრი, შარფის ან სნუდის მოქსოვის შესახებ. ქვემოთ წარმოდგენილია ამ სახის სამოსის რამდენიმე მოდელი, რომლის მოქსოვას, დამწყები ქსოვის მოყვარული აუცილებლად შეძლებს.

დამწყებს არც შალის, პალანტინის და პონჩოს ქოვის უნდა ეშინოდეს — რადგან, აქაც მოიძებნება მოდელები, რომლებსაც თავისუფლად გაუმკლავდება ის, ვინც სულ ცოტა ხნის წინ, აიღო ხელში ჩხირები. გაგრძელება >>>

image

ყაისნაღით ქსოვა. პირველი გაკვეთილი, იდეები, მოდელები, სქემები, უზორები (მოცემულია 100-ზე მეტი ნიმუში)


ყაისნაღით ქსოვისთვის, აუცილებელია სპეციალური სიმბოლოების ცოდნა. ამის გარეშე ქსოვა, ფაქტიურად, შეუძლებელია. მაგრამ, სქემის კითხვას თუ ისწავლით, ჩათვალეთ, რომ ნახევარი საქმე მოგვარებული გაქვთ და მხოლოდ დრო იქნება საჭირო, უნიკალური და ორიგინალური სამოსის თუ აქსესუარების შესაქმნელად.
ყველა სქემა პირობითი ნიშნების ნაკრებს წარმოადგენს და ეს ნიშნები, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ქვეყანაში ერთნაირი ფორმის და შინაარსის არის. თუმცა, შეიძლება, ოდნავ განსხვავდებოდეს კიდეც. მაგრამ, ყველა სქემაზე პირობითი ნიშნები და მისი შინაარსი მოცემულია, ისევე, როგორც გეოგრაფიულ რუკაზე ლეგენდა. აქ ყაისნაღით ქსოვის ძირითადი სიმბოლოები არის მოცემული, მოქმედების საფეხურებით და ეს სავსებით საკმარისია ქსოვის შესწავლის I ეტაპისთვის:

imageსქემის კითხვის ძირითადი წესები კი ასეთია: გაგრძელება >>>



image

ულამაზესი სამაჯურები, საყურეები და ყელსაბამები! სამკაულის 150 იდეა, ყაისნაღით და ჩხირებით ქსოვისთვის


image


უამრავი სახის სამკაული არსებობს: ძვირფასი, ნახევრადძვირფასი, მეტალის, ხის... მაგრამ, ყველაზე მრავალფეროვანი და ნაირსახოვანი, როგორც ტექსტურის, ისე ფერადოვანი თვალსაზრისით, ნაქსოვი სამკაული არის. ამ სფეროში დახელოვნებულმა დიზაინერებმა იციან, რომ მასში უდიდესი პოტენციალი და შესაძლებლობები არის. ხოლო, მათ, ვისაც ამ მხრივ, გამოცდილება არა აქვთ, შეუძლიათ სამკაულების კეთება საყურეებით დაიწყონ: გაგრძელება >>>

image

მორჩენილი საქსოვი ძაფების გამოყენების იდეები. მეორადი (ნაშალი) ძაფის განახლების ხერხი


imageimage


ქსოვის ყველა მოყვარულს, დროთა განმავლობაში, დიდი რაოდენობით მორჩენილი ძაფები უგროვდება და ჩნდება კითხვა — რაში შეიძლება ამ ძაფების გამოყენება? ამ სტატიას თვალს თუ გადაავლებთ, დარწმუნდებით, რომ ძაფების «კოლექციის» გამოყენების უამრავი ვარიანტი არსებობს! პატარ-პატარა გორგლებით უნიკალური აქსესუარების შექმნა შეიძლება, რომლებიც ცნობილი დიზაინერების პროექტებს არაფრით ჩამოუვარდება.

მაშ, ასე, რა შეიძლება მოვქსოვოთ და რითი დავიწყოთ? გაგრძელება >>>

image

ხრიკები ქსოვის პროცესის გასამარტივებლად


ქსოვა რომ სიამოვნებაა და ნერვებსაც აწყნარებს, ამის შესახებ ყველამ იცის. მაგრამ, როგორც ამბობენ, უნაკლო არავინ და არაფერია. ქსოვა სიამოვნებაა, მაგრამ მანამდე, ვიდრე ძაფები აიხლართება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ქსოვისას არა ერთი, არამედ ერთდროულად, რამდენიმე ფერის ძაფი გამოიყენება.

აქ წარმოგიდგენთ რამდენიმე ხრიკს, რომელიც ქსოვის პროცესსაც გაგიმარტივებთ და მას უფრო სრულყოფილ «წამლად» აქცევს.


image


ძაფის გორგალი, ქსოვის დროს, რომ «არ გაიქცეს», სპეციალური სისტემის შექმნა შეიძლება... საკანცელარიო სამაგრის გამოყენებით. გაგრძელება >>>

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image* ბრაზილიური (3 D) ქარგვა (+ ვიდეო გაკვეთილი)

* სამოსის 20 მოდელი, რომლის შესაქმნელად სპეციალური უნარ-ჩვევები საჭირო არ არის

* ტესტი: რომელია თქვენი სტილი? (დაგეხმარებათ სამოსის შერჩევაში)

* ჩაცმის სტილი 160 სმ-მდე სიმაღლის გოგონებისთვის და ქალბატონებისთვის

* თუ გინდათ, რომ ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურებოდეთ, სამოსის შერჩევის ეს წესები გაითვალისწინეთ!


0
496
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
496
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0