x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კატარი: ცხოვრება მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქვეყანაში

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყანა რუკაზე რთულად შესამჩნევია, ის ხომ სულ რაღაც 11.5 000 კვადრატულ კილომეტრზეა გაჭიმული და აქვს მხოლოდ ერთი ცოცხალი საზღვარი საუდის არაბეთთან, დანარჩენ საზღვრებს კი სპარსეთის ყურე აკავებს.image

წარმოგიდგენთ ქვეყანას, რომელიც სიმდიდრის და ფუფუნების სიმბოლოა მსოფლიოში.image

კატარის ტერიტორია თითქმის მთლიანად იმყოფება აბსოლუტურად გაუდაბნოებული ამავე სახელწოდების ნახევარკუნძულის საზღვრებში. ამასთან, ნავთობისა და გაზის ბუნებრივმა მარაგებმა შესაძლებელი გახადა ერთ – ერთი ყველაზე გავლენიანი შუა აღმოსავლეთის მონარქიის აშენება უსიცოცხლო ქვიშიან მიწებზე. შედარებით მცირე მოსახლეობამ და ზღაპრულმა ენერგეტიკულმა შემოსავლებმა კატარი გახადა ყველაზე მდიდარი ქვეყანა მსოფლიოში. მისი უდიდესი ქალაქი და ასევე დედაქალაქიც დოჰა გახლავთ.imageimage

ქვეყნის მოსახლეობა 2 000 000 ზე მეტია, ამასთან, მოსახლეობის 85% უცხოელია და მხოლოდ 300 000 ადამიანია ემირატის მოქალაქე. საინტერესოა ისიც, რომ ქალების რაოდენობა დაახლოებით მხოლოდ 600 000 -ია, რაც მთლიანი მოსახლეობის 24.1% ს შეადგენს.imageimage
ბევრგან, ქვეყანას "შუა აღმოსავლეთის ედემს" უწოდებენ. თუმცა, კატარი ყველასთვის სამოთხე არ არის. უცხოელებს, რომლებსაც ქვეყანაში გადასვლა და მუშაობა უნდათ, საკმაოდ არამეგობრული სამუშაო ბაზრი ხვდებათ. ამასთან, ძალზე ძნელია უარის თქმა დიდ და ნათელ პერსპექტივებზე უძლიერესი მონარქიის შიგნით, ამიტომაც არაბები, ინდოელები, პაკისტანელები, ფილიპინელები და სხვა ერები ისევ და ისევ მიდიან კატარში უკეთესი ცხოვრების ძიებისთვის.imageimage


საინტერესოა ისიც, რომ ნახევარკუნძულზე უკვე იმდენი ინდოელია, რომ ზოგიერთ კინოთეატრში ფილმები ჰინდიზე გადის. თუმცა ეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება, რადგან ადგილობრივებს ჩამოსულები ძალიანაც არ უყვართ. და საერთოდაც, იმისათვის რომ კატარის მოქალაქე გახდე, კატარელი უნდა იყო და ამ ქვეყანაშივე უნდა დაიბადო. უცხოელებს კი მოქალაქეობას საერთოდ არ აძლევენ.image

0
185
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0