x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ტყუპი დებივით არიან-რიზ უიზერსპუნმა საკუთარი ქალიშვილის ფოტო გამოაქვეყნა
imageდეკემბერში ყველა ცდილობს მეტი დრო გაატაროს ოჯახთან და არც ვარსკვლავები არიან გამონაკლისი. მსახიობმა რიზ უიზერსპუნმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო თავის 21 წლის ქალიშვილთან, ავასთან ერთად, რითაც გააკვირვა ყველა გამომწერი.

23 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, გოგონები თითქმის იდენტურად გამოიყურებიან. იგივე მაკიაჟი და შესატყვისი საშობაო სვიტერები ასრულებენ კლონის იერსახეს.


როგორც 44 წლის მსახიობმი პოსტში წერს, ქალიშვილს ევედრებოდა, რომ ისეთი სვიტერი ჩაეცვა, რომ დედისთვის ყოფილიყო შესაფერისი, მაგრამ ამად ღირდა. ფოტო ნამდვილად შთამბეჭდავი გამოვიდა; წინა პუბლიკაციებზე ბევრად უფრო მოწონება დაიმსახურა და საქებარი კომენტარები არა მარტო ფანების, არამედ კოლეგების მხრიდანაც უხვად იყო.



"მახსოვს ეს საყვარელი პაწაწა, 8 წლის რომ იყო"-კრისტინ ჩენოვეტი



"მიდით ტყუპებო!!!ლამაზი ქალბატონები!მიყვარხართ, მიყვარხართ"-დრიუ ბერიმორი


ავა ფილიპი მსახიობს რაიან ფილიპთან პირველი ქორწინების შემდეგ შეეძინა. წყვილი 2008 წელს დაშორდა ერთმანეთს, მაშინ გოგონა მხოლოდ ცხრა წლის იყო. ახლა 21 წლისაა, ის ახლო ურთიერთობას ინარჩუნებს როგორც დედასთან, ასევე მის ახალ მეუღლესთან, ჯიმ ტოტთან.

image

0
69
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0