x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
10 ყველაზე უცნაური მთა მსოფლიოში
მსოფლიოში უამრავი ადგილია, რომელიც მნახველებს აოცებს თავისი ლანდშაფტით, მრავალფეროვნებითა და იდუმალებით.


ამჯერად ვნახოთ, უცნაური ფორმის 10 მთა მსოფლიოში.




1. შოკოლადის გორაკები / ფილიპინები


image


ფილიპინების ბოჰოლის პროვინციაში 5060 კვადრატულ კილომეტრზე 1260-ზე მეტი "შოკოლადის გორაა" გაშლილი. ასე მათ იმიტომ უწოდებენ, რომ მშრალი სეზონის განმავლობაში, მათზე დაფარული მწვანე ბალახი შოკოლადისფერი ხდება.

უმაღლესი გორა მხოლოდ 120 მეტრია.





2. ზანგჯიაჯის სვეტები / ჩინეთი


ზანგჯიაჯის სვეტები / ჩინეთი



ზანგჯიაჯის სვეტები / ჩინეთი


ზანგჯიაჯის ნაციონალური ტყის პარკში ასეთი 3000 სვეტია აღმართული. ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სვეტს, ჯეიმს კამერონის ფილმის "ავატარის" საპატივცემულოდ "Avatar Hallelujah Mountain" ეწოდება.

3. მთა ტოჰივე / მურეა / საფრანგეთის პოლინეზია

მთა ტოპივე / მურეა / საფრანგეთის პოლინეზია

მურეა - კუნძული


მთა ტოჰივე წყნარი ოკეანის ერთ-ერთ ულამაზეს კუნძულ მურეაზე მდებარეობს. ის არის მძინარე ვულკანი. მას ასევე უწოდებენ "ზვიგენის კბილებსაც", მისი წახნაგოვანი ლანდშაფტის გამო.






4. ცისარტყელა მთები / ჩინეთი


ცისარტყელას მთები / ჩინეთი


Mountain stripes


ჩინეთის ფერადი ცისარტყელას მთები ხელოვნების ნიმუშს ჰგავს. ის ჩინეთის ნაციონალურ გეოპარკში "ჩჟან დანსიანში" მდებარეობას. მწვერვალები რამდენიმე ასეულ მეტრს აღწევს. ეს არაჩვეულებრივი ფერები ქვიშის - დანალექისა და მინერალების ზეწოლის შედეგია, რაც 24 მილიონზე მეტ წელს ითვლის.




5. ეშმაკის კოშკი / აშშ


ეშმაკის კოშკი / აშშ



"ეშმაკის მთა" მდებარეობს ვაიმინგში და წარმოადგენს აშშ-ს პირველ ეროვნულ ძეგლს, რომელიც გამოაცხადა თეოდორ რუზველტმა 1906 წლის 24 სექტემბერს. მისი სიმაღლე 386 მეტრია.

"ეშმაკის მთა" წარმოქმნილია ლავური ნაკადისგან, სწორედ ამასვე უნდა უკავშირდებოდეს მისი სახელი. მიიჩნევა რომ ეს მთა 195 მილიონზე მეტი წლისაა.

სტივენ სპილბერგის ფილმის "მესამე ხარისხის ახლო კონტაქტების" მერე ეს ადგილი ტურისტების საყვარელი ადგილი გახდა. ფილმში სწორედ ამ მთასთან ხდება უცხოპლანეტელებთან კონტაქტი.





6. ზღაპრული საკვამურები / თურქეთი


ზღაპრული საკვამურები / თურქეთი


მდებარეობს კაპადოკიაში.

მას ასე უწოდებენ და მისი ეს ფორმა ვულკანური ამოფრქვევების ლავის ნაკადების შედეგია.

ისინი აქ მცხოვრებმა ბერებმა სახლებადაც კი გადააკეთეს.





7. მთა კინაბალუ / მალაიზია


მთა კინაბალუ / მალაიზია


კინაბალუ სიმაღლით (4, 095 მ) მეოთხე მთაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მდებარეობს ბორნეოს კუნძულზე, მალაიზიის კინაბალუს ეროვნულ პარკში.

ეს ადგილი არის ორანგუტანების სამშობლო და ერთ-ერთი ყველაზე ბიოლოგიურად მრავალფეროვანი ადგილი დედამიწაზე.





8. ბანგლ-ბანგლი / ავსტრალია


ბანგლ-ბანგლი / ავსტრალია


ბანგლ-ბანგლი - მთათა მწკრივია დასავლეთ ავსტრალიაში. მდებარეობს ქალაქ ჰოლს კრიკიდან 190 კილომეტრში.

წარმოიდგინეთ, რომ ეს არის გიგანტური ფუტკრების ბუდე, მისი მასა მყიფეა ამიტომ მთებზე ასვლა მკაცრად აკრძალულია. მდებარეობს პურნულულუს ეროვნულ პარკში, რომელიც წარმოადგენს აბორიგენი მოსახლეობის მიწას 20 ათასი წლის მანძილზე.

პურნულულუ ითარგმნება, როგორც ქვიშაქვა.





9. სერო-ტორე / პატაგონია


სერო-ტორე / პატაგონია


სერო-ტორე / პატაგონია



312 მეტრიანი სერო-ტორეს მთა უკაცრიელი ციცაბო მთაა. მთამსვლელებისთვის ერთგვარი გამოწვევა, რაც მოითხოვს კლდეზე და ყინულზე ასვლის ყველაზე მაღალ დონის ცოდნას.

ფაქტიურად მწვერვალი ყინულის გიგანტური სოკოა, რომელიც წარმოქმნილია პატაგონიის ცნობილი ძლიერი ქარებისაგან.





10. ოტემანუს მთა / ბორა ბორა


ოტემანუს მთა / ბორა ბორა


კუნძული ბორა ბორა


ოტემანუს 727 მეტრიან მთიდან ულამაზესი ხედი იშლება ბორა ბორას კუნძულის მიმდებარე ლაგუნასა და მარჯნის რიფებზე. ცუდი ამბავი ის არის, რომ მწვერვალზე ასვლა ახლა შეუძლებელია, რადგან მთის მყიფე ვულკანური კლდე ძალიან საშიშია. თუმცა, მთის მხრებიდან მაინც შეიძლება დატკბე სანახაობრივი ხედებით. ოტემანუ და მისი მეზობელი, მთა პაჰია, გადაშენებული ვულკანის ნარჩენებია, რომელიც ოდესღაც კუნძულის ცენტრში არსებობდა.





2
906
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
906
  
2020, 13 დეკემბერი, 2:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 11 დეკემბერი, 2:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2