x
image
_K_
ცნობილი ქალები, რომლებიც ასაკს არ მალავენ და საოცრად გამოიყურებიან
image

როგორც წესი, ნაოჭები და ჭაღარა თმაი არასასურველად აღიქმება. სამწუხაროდ, დღეს ასე ბევრი ქალი ფიქრობს. თუმცა, ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, დრო მაინც გვიტოვებს სახეზე ნაკვალევს, მისი აღმოფხვრის მცდელობას კი, ხშირად, ინდივიდუალურობის დაკარგვა მოსდევს.

სტატიაში გაგაცნობთ მამაც ვარსკვლავებს, რომლებიც არ შეუშინდნენ სტერეოტიპებს, უარი უთხრეს ბოტოქსსა და პლასტიკურ ოპერაციებს. დაგვეთანხმებით, ისინი მაინც შეუდარებლად გამოიყურებიან!






1. ემილია კლარკი, 34 წლის

ახალგაზრდობის მიუხედავად, ემილიას აშკარა ნაოჭები აქვს შუბლზე. თუმცა, ეს ასაკის გამო კი არა, მისი მდიდარი მიმიკების გამოა; მსახიობი თუ მის შესწორებას გადაწყვეტს, ამით თავის შარმსაც აღმოფხვრის. ემილია უპირატესობას ანიჭებს კანის მოვლას, სახის მასაჟს, უმაკიაჟობასა და კანის დატენიანებას.


imageimage






2. გვინეტ პელტროუ, 48 წლის

48 წლის მსახიობი ფიქრობს, რომ 40 წლის შემდეგ ქალი თავიდან იბადება და ასაკში ყოფნა სილამაზეა. მას ფილოსოფიური მიდგომა აქვს ნაოჭების მიმართ და არასდროს გადაწყვეტს მათ შესწორებას. გვინეტმა აღნიშნა: "რა თქმა უნდა, მაქვს ნაოჭები და ჭაღარა თმა, ისინი ძალიან მიყვარს, რადგან ჩემი ნაწილია".

imageimage






3. ალექსანდრა გრანტი, 47 წლის

კიანუ რივზის შეყვარებულმა ბევრი ადამიანის ყურადღება მიიქცია იმით, რომ სილამაზის სტანდარტებში არ ჯდება. ის სპეციალურად არ იღებავს ჭაღარას და საჯაროდ განაცხადა კიდეც, რატომ. მას ჭაღარები 20 წლის ასაკში გაუჩნდა, 30 წლისამ კი გადაწყვიტა, რომ თმის შეღებვა უნდა შეეწყვიტა. ალექსანდრა ეწინააღმდეგება ტოქსიკურ საღებავებს, რომლებიც მკერდის კიბოს იწვევს.

image






4. ნატალია ვოდიანოვა, 38 წლის

სუპერმოდელი არ ცდილობს რამის დამტკიცებას და როგორც საზოგადოებაში, ასევე სოციალურ მედიაში ხშირად ჩნდება ბუნებრივად - უმაკიაჟოდ, ნაოჭებით და ჭაღარა თმით. ეს იმიტომ კი არ არის, რომ ნატალიას თუნდაც თმის შეღებვის საშუალება არ აქვს, არამედ მას არ სრცხვენია ქალის სხეულში მიმდინარე ბუნებრივი პროცესების.image






5. უმა თურმანი, 50 წლის

უმა თურმანმა აღიარა, რომ პლასტიკურ ქირურგიაზე უფიქრია, თუმცა, ბოტოქსის არასდროს ესმოდა. "ნაოჭების მოშორება გაახალგაზრდავებას არ ნიშნავს", - განაცხადა მსახიობმა. მისი აზრით, ქალს თავისი სხეული ნებისმიერ ასაკში უნდა უყვარდეს.

image






6. კამერონ დიაზი, 48 წლის

კამერონ დიაზი ამბობს, რომ რაც უფრო ნაკლებს ვიფიქრებთ დაბერებაზე, უფრო ნაკლებად დაგვეტყობა ასაკი, რადგან მასზე არ ვინერვიულებთ. მისი აზრით, განწყობა და ფიქრები სხეულზე დიდ გავლენას ახდენს.

კამერონმა წიგნიც დაწერა, სახელად The Longevity Book. ის დაფუძნებულია ექსპერტების დასკვნებზე. მსახიობი ხაზს უსვამს კარგად ყოფნისთვის მნიშვნელოვან 5 რამეს: კარგი კვება, სხეულის მოძრაობა, კარგი ღამის ძილი, უსტრესობა და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი, სიყვარულით სავსე ურთიერთობები.

image






7. სარა ჯესიკა პარკერი, 55 წლის

სარა ჯესიკა პარკერს არასდროს შერცხვენია შეუღებავი თმისა და სამყაროსთვის თავისი ჭაღარების ჩვენების. სერიალ Sex and the City-შიც კი ქერი ბრედშოუ ამბობს, რომ არაფერია სასირცხვილო იმაში, ქერა თმით თუ არ დავიბადეთ. სარა დღესაც ჩნდება ხოლმე საზოგადოებაში მაკიაჟის გარეშე, მისი ფანები კი ამას ორაზროვნად აღიქვამენ.

image






8. ნატალი პორტმანი, 39 წლის

ადრეულ ინტერვიუებში ნატალის უთქვამს, რომ 40 წლის შემდეგ მსახიობი ქალის სილამაზე სუსტდება და შეიძლებოდა, სილამაზის ექსპერტებისთვის მიემართა. თუმცა, როგორც ჩანს, დღეს ნატალის აღარ ეშინია ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების.

image






9. ევა ლონგორია, 45 წლის

ევა ლონგორია ერთ-ერთი იმ ცნობილთაგანია, რომელიც ხშირად ჩნდება საზოგადოებაში უმაკიაჟოდ, სოციალურ მედიაში ატვირთულ ფოტოებში კი ნაოჭებს არ მალავს. მსახიობი გადიოდა კონსულტაციებს სილამაზის ექსპერტებთან, მაგრამ იცოდა ზღვარი ინექციებსა და ქირურგიულ ჩარევას შორის. მისი აზრით, სილამაზისთვის პირველი და უმთავრესი კანის სწორი მოვლაა.

image






10. ქეით უინსლეტი, 45 წლის

ქეით უინსლეტმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებდა პლასტიკური ოპერაციების გაკეთებას, რათა ასაკი დაემალა. მან თქვა, რომ ეს ეწინააღმდეგება როგორც მის მორალს, ასევე მისი სილამაზის ხედვას. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქეითი კანს არ უვლის. რა თქმა უნდა, ამას აკეთებს, მაგრამ არა - ფანატიკურად.

image






11. ქეით ბლანშეტი, 51 წლის

დიდი ხანია, ქეით ბლანშეტი პლასტიკურ ქირურგიასა და ბოტოქსს ეწინააღმდეგება. ზოგადად, ის სკეპტიკურადაა განწყობილი კოსმეტიკური პროდუქტების მიმართ. მსახიობი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი პლასტიკური ოპერაცია სხეულზე კვალს მაინც ტოვებს. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ქეითი თავისი ასაკისთვის საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურება და მის სიტყვებს ეჭვქვეშ აყენებენ.

image






12. რეიჩელ უიესზი

რეიჩელ უიესზი კიდევ ერთი სელებრითია, რომელიც ბოტოქსს რადიკალურად უდგება და მას მსახიობის პროფესიასთან აკავშირებს. მას სჯერა, რომ ბოტოქსი ხელს უშლის მსახიობის მიმიკურ გამოხატვას.

image






13. დრიუ ბერიმორი, 45 წლის

ორი ქალიშვილის გაჩენის შემდეგ დრიუ ბერიმორი ასაკში შესვლის პროცესს ფილოსოფიურად მიუდგა. მას სჯერა, რომ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა უფრო მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ეს აისახება ჩვენს გარეგნობაზე, რამდენად ძლიერადაც არ უნდა ვეცადოთ მის დაფარვას.

"ახლა ვცდილობ, ჩემს ქალიშვილებს ვაჩვენო, რომ ასაკში შესვლა ფუფუნებაა", - ამბობს მსახიობი - "თუ იღბლიანები ვართ, მაშინ ყველა დავბერდებით".

image






14. ემა ტომფსონი, 61 წლის

ბრიტანელმა მსახიობმა ემა ტომფსონმა, თანამოაზრე პარტნიორებთან რეიჩელ უეისზთან და ქეით უინსლეტთან ერთად შექმნა ანტი-კოსმეტიკური ქირურგიის ლიგა. ეს ორგანიზაცია კიდევ არსებობს და სხვა საქმიანობასთან ერთად, პოპულარიზაციას უწევს ბუნებრივი დაბერების პროცესს. ემა ამბობს, რომ არ უნდა ავყვეთ თანამედროვე სტანდარტებს, რომელიც გვაიძულებს, 60 წლის ასაკში 30 წლის ქალებივით გამოვიყურებოდეთ.

image






ასევე დაგაინტერესებთ:


1. ამ ადამიანებმა დაამტკიცეს, რომ შვილის გაჩენა ხელს არ უშლის წარმატებულ კარიერას - 12 ცნობილი ვარსკვლავის ამბავი

image


2. ამ ვარსკვლავებმა შეიყვარეს საკუთარი სხეულის ნაკლოვანება და ის საკუთარ ძლიერ მხარედ აქციეს

image


3. როგორები იქნებოდნენ ცნობილი ისტორიული პიროვნებები დღეს - გრაფიკული დიზაინერის საოცარი ნამუშევრები

image


4. როგორ გამოიყურებიან მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალების შვილები

image


5. ამ ვარსკვლავებმა მხოლოდ ერთი რამ შეცვალეს გარეგნობაში და ახლა ბევრად უკეთ გამოიყურებიან

image

1
873
შეფასება არ არის
ავტორი:_K_
_K_
873
  
2020, 31 დეკემბერი, 23:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1